საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-11-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 49
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 16 ნოემბერი, 10.30 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2021 წლის 16 ნოემბერი, 17.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N49
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ირმა
ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, სავლან მირზოევი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები.
სხდომის მდივანი: ნიკა იაკობიშვილი - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
მამუკა ხაზარაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს, მის მიერ 2021 წლის 4 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა
ხაზარაძის გადაწყვეტილება არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება და კომიტეტი
ვალდებულია მხარი დაუჭიროს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს
პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2021 წლის 4 ნოემბერს
წარდგენილი განცხადების ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც
საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტის წევრს მამუკა ხაზარაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
შენიშვნები და მოსაზრებები კომიტეტის წევრების მხრიდან განხილულ საკითხთან
დაკავშირებით არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა
და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგაზავნოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დაგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა ხაზარაძისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკა იაკობიშვილი
სხდომის მდივანი
2