გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის 15 ნოემბრის სხდომის გადაწყვეტილება - „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე (ჯგუფის შემადგენლობა: მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, ანა ნაცვლიშვილი; ჯგუფის მთავარი მომხსენებელი მარიამ ლაშხი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-17
ბიუროს ნომერი 94
📜 ტექსტი
წერილი
2-14381/21
16-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი წესით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თემატური
მოკვლევის „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო
პოლიტიკაში“ დაწყების შესახებ. საკითხის შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის
შემადგენლობაში შევიდნენ საბჭოს წევრები: მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი, ნინო
იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და ანა ნაცვლიშვილი. ჯგუფის მთავარ
მომხსენებლად განისაზღვრა მარიამ ლაშხი.
პატივისცემით,
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ნინო წილოსანი