საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცია 2020 წლის 3 დეკემბრის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტის „ლელო-მამუკა ხაზარაძე“-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიღებული 4 მანდატიდან 1 მანდატის, მამუკა ხაზარაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და, ამავდროულად, საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის არარსებობის გამო, გაუქმებულად ჩათვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.11.2021
ავტორი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი
#1-14924/21/1-
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-18
ბიუროს ნომერი 94

📜 ტექსტი

წერილი
1804-01-01-2-202111171222 N 01-01/1804 17/11/2021 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, თქვენი მიმდინარე წლის 16 ნოემბრის N11207/2-7/21 წერილის (ცესკოში რეგისტრაციის N7821) პასუხად გაცნობებთ, რომ საარჩევნო სუბიექტის „ლელო-მამუკა ხაზარაძე“ ხელმძღვანელის 2020 წლის 11 დეკემბრის N200-101/2020 განცხადების (ცესკოში რეგისტრაციის N7368) საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 14 დეკემბრის N268/2021 განკარგულებით საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და მოხსნილ იქნენ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის „ლელო-მამუკა ხაზარაძე“ მიერ წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები პარტიული სიის №5დან №139-ის ჩათვლით. კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია და შესაბამისად პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი გაუუქმდა საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში დარჩენილ ყველა კანდიდატს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 130-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი ითვლება გაუქმებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმებულად ითვლება 2020 წლის 3 დეკემბრის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტის „ლელო-მამუკა ხაზარაძე“ მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიღებული 4 მანდატიდან 1 მანდატი, მამუკა ხაზარაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ამავდროულად, საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის არარსებობის გამო. დანართის სახით, გიგზავნით ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებისა და საარჩევნო სუბიექტის „ლელო-მამუკა ხაზარაძე“ მიერ წარმოდგენილი განცხადების ასლებს. დანართი: 18 ფურცლად. პატივისცემით, გიორგი კალანდარიშვილი კომისიის თავმჯდომარე .