საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 28 ოქტომბერს პარიზში და 2-4 ნოემბერს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-19
ბიუროს ნომერი 95
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-14542/21
18-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო კახა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2021 წლის 28 ოქტომბერს პარიზში და 2-4 ნოემბერს ბრიუსელში ჩემი სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი: 5 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისა და
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის
ბრიუსელსა და პარიზში
ვიზიტის ანგარიში
პარიზი, 2021 წლის 28 ოქტომბერი, იუნესკო
პარიზში, იუნესკოს მიერ კეთილი ნებისა და
მშვიდობის ელჩებისთვის ორგანიზებულ
საერთაშორისო კონფერენციაზე, იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს მიერ
მიწვეულ იქნა საქართველოს პარლამეტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, სადაც ელისო
ბოლქვაძე, იუნესკოს მშვიდობის ელჩად მეორე ვადით დაინიშნა.
ღონისძიების დიდი ნაწილი დაეთმო კულტურის საკითხებს. დამსწრე საზოგადოებას
სახელოვნებო სფეროში იუნესკოს 8 წლის სტრატეგია და ანგარიში წარუდგინეს. განიხილეს
კულტურაზე ხელმისაწვდომობის საკითხი საზოგადოებრივი განვითარებისთვის და
კულტურათაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა. ასევე, ისაუბრეს კულტურის სფეროში
არსებულ გამოწვევებსა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
აღნიშნულ კონფერენციაზე, ასევე, ისაუბრეს მსოფლიოს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები და გარემოს დაცვის საკითხები.
კულტურის დიპლომატიის ხელშეწყობის მიზნით, კონფერენციის ფარგლებში, ქალბატონი
ელისო შეხვდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ კულტურის სფეროს საპატიო
წარმომადგენლებს.
ბრიუსელი, 2021 წლის 2 - 4 ნოემბერი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ და
პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილმა, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის
მიზნით, შეხვედრები გამართეს ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირის ინსტიტუციებთან.
შეხვედრებს ესწრებოდა ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირის
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი.
წარმომადგენლობაში,
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც საკანონმდებლო ორგანოების, ასევე
ბელგიის სამეფოში კულტურის სფეროს დარგობრივ წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს
შემდეგი საკითხები, კერძოდ :
ევროკომისიის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის
გენერალურ დირექტორ, თემის ქრისტოფიდუსთან და მის მოადგილე, ბარბარა მაჰლერთან
შეხვედრისას აღინიშნა, კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა
ევროკავშირის ინსტიტუციებთან, არა მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით, არამედ,
კულტურათაშორის პლატფორმებში ჩართულობით, რაც გარკვეულ წილად, ქვეყნებს შორის
თანადგომასა და პოლიტიკურ ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს.
1
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს გაწევრიანება და აქტიური
ჩართულობა საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმებში.
დიდი ყურადღება დაეთმო კულტურის რეგიონებში განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას.
მათ შორის განიხილეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობისა და
საერთაშორისო კულტურის პროგრამების მართვის შესახებ ერთობლივი საინფორმაციო
ვებინარების ორგანიზების საკითხი.
საქართველოში კულტურის სისტემური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართული მხარე
გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირის სახელოვნებო სფეროს დარგობრივი ექსპერტების მეტი
ჩართულობის შესახებ. ამისთვის ინიცირებული იქნება როგორც ევროკავშირის კულტურის
სამუშაო ჯგუფის ვიზიტი საქართველოში, ასევე ერთობლივი თემატური ვებინარების
ორგანიზება.
სახელოვნებო სფეროში პანდემიისგან გამოწვეული განსაკუთრებით მძიმე ვითარებიდან
გამომდინარე, მხარეები ითანამშრომლებენ საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით. ამ
მიმართულებით, ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებული იქნა კულტურის
სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და გაციფრვის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები მიესალმებიან „შემოქმედებითი ევროპის“
ფორმატში საქართველოს აქტიურ ჩართულობას. ქართულმა მხარემ მზაობა გამოთქვა, ხელი
შეუწყოს ევროკავშირის ახალ სახელოვნებო პროგრამებში გაწევრიანებას.
ბელგია-საქართველოს
მეგობრობის
საპარლამენტო
ჯგუფის
ხელმძღვანელ,
სენატორ მარკ დემესმაეკერსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის
თანამშრომლობისა და მეგობრობის მნიშვნელობაზე, კულტურული დიპლომატიის როლზე
ხალხთა დაახლოებისა და ურთიერთობების გზაზე.
სენატორმა აღნიშნა, რომ კულტურა არის სწორედ ის სფერო, რომელიც ყველაზე ეფექტიანად
გაზრდის საქართველოს ცნობადობას ევროპაში და ხელს შეუწყობს დიპლომატიურ
ურთიერთობებს.
საქართველოს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში, ბელგიის მხარემ
გამოთქვა მზადყოფნა კულტურის საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ბატონ მარკ დემესმაეკერსის ვიზიტი
საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გააქტიურებას ორ ქვეყანას შორის, მათ
შორის, კულტურის სფეროში.
ბელგიის სამეფოს ფლანდრიის ფედერაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორ,
სემ ვანდენაბელსა და კულტურული დიპლომატიის ოფიცერ, მარიან ვან ბოქსელერთან სამუშაო
ლანჩზე შეხვედრისას, კულტურის სფეროში საქართველოსა და ფლანდრიის ფედერაციას შორის
სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავტორო უფლებების საკითხს,
რომელზეც კულტურის კომიტეტი აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ფლანდრიის მხარე
2
მზადაა ჩართოს ექსპერტთა ჯგუფი საავტორო უფლებების რეფორმის წარმატებით
განხორციელებისა და საქართველოში სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ინტერესების
დაცვის მიზნით.
უახლოეს მომავალში კულტურის კომიტეტის სამუშაო ჯგუფი გეგმავს ვიდეო კონფერენციას,
სადაც ფლანდრიიდან მოწვეული ექსპერტები ჩაერთვებიან ზემოაღნიშნული საკითხის
განხილვაში.
ბელგიის სამეფოს ვალონია-ბრიუსელის ფედერაციის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორ
ჟორჟ ლატეფთან შეხვედრისას ხაზი გაესვა კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნების
დაახლოების გზაზე.
კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ ბელგიის ფრანკოფონ რადიო-მაუწყებლობებში ქართული
კლასიკური მუსიკისა და პოლიფონიის პოპულარიზაციის საკითხი განიხილა. ამ საკითხთან
დაკავშირებით იგეგმება ასევე ონლაინ შეხვედრების გამართვა შესაბამის ორგანიზაციებთან.
2023 წელს ბელგიის სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთერთობის 30 წლის
იუბილეს აღსანიშნავად მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კულტურული ღონისძიების
ორგანიზებისთვის აქტიურ თანამშრომლობაზე. ამავე ფორმატში, ბატონი ლატეფის მიერ
შემოთავაზებულ იქნა, ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის, ქ. ბათუმში, გასული საუკუნის 30იან წლების მოგზაურობის 90 წლის იუბილის ორგანიზება ბელგიასა და საქართველოში. როგორც
ცნობილია, მისი რომანის – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ ერთერთი ეპიზოდის მოქმედება ხდება
ბათუმში. აღნიშნულ რომანზე დაყრდნობით შექმნილია ასევე მხატვრული ფილმი. გარდა ამისა,
არსებობს ჟორჟ სიმენონის მიერ გადაღებული იმდროინდელი ბათუმის ფოტომასალა.
ბატონმა ლატეფმა, ასევე აღნიშნა, „ევროპალია საქართველოს“ ფესტივალის დიდი მოლოდინი და
საერთაშორისო მნიშვნელობა.
ბელგიის სამეფოს ფლანდრიის ფედერაციის პარლამენტის კულტურის, ახალგაზრდობის,
სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ მელმანთან, ამავე კომიტეტის წევრ,
სენატორ კარინ ბროუბვერთან და კატია სეგესრსთან სამუშო ლანჩი გაიმართა.
შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოსა და ფლანდრიას შორის პარლამენტთაშორისი
ურთიერთობების გაღრმავებასა და კომიტეტების აქტიური თანამშრომლობის თაობაზე.
ხაზი გაესვა, ქვეყნებს შორის დაახლოების მიზნით, კულტურის დიპლომატიისა და ცნობიერების
ამაღლების მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას და
ამ სფეროს ხელშეწყობის აუცილებლობას.
ფლანდრიის საპარლამენტო წარმომადგენლები მზად არიან ითანამშრომლონ კულტურის
დარგობრივი ექსპერტებით უზრუნველყოფის კუთხით.
ქართული კლასიკური მუსიკისა და პოლიფონიის პოპულარიზაციის მიზნით, მხარეები
შეთანხმდნენ ფლანდრიული რადიო მაუწყებლობების წარმომადგენლებთან დაკავშირებაზე.
3
საუბარი შეეხო კოვიდ პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის რეგულირების საკითხს, რომელმაც
განსაკუთრებით დააზიანა სახელოვნებო სფერო, რაც ძირითადად დამოკიდებული გახდა
მთავარობის მხარდაჭერაზე, როგორც ფინანსური, ასევე რეგულაციების მიმართულებით.
„ევროპალიის“ საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის გენერალურ დირექტორ კოენ კლემენტთან
და სხვა წარმომადგენლებთან შეხვდრისას, საუბარი შეეხო 2023 წელს, საქართველოს საპატიო
სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მზაობის და მოლოდინის საკითხებს.
ოქტომბრიდან ოთხი თვის განმავლობაში, ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების
ფესტივალი, ბელგიის სამეფოსა და მომიჯნავე ქვეყნების მასშტაბით, სხვადასხვა კულტურის
ცენტრები, საქართველოს მრავალფეროვან კულტურას უმასპინძლებს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფესტივალის წინა მოსამზადებელ პერიოდში
გათვალისწინებული იქნეს თემატური ვორკშოპები, მასმედიის აქტიურობა და ბელგიელი
ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტი.
უახლოეს დღეებში ევროპალიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვევა საქართველოს და
შეხვედრებს გამართავს კულტურის სამინისტროში ევროპალიის სამუშაო ჯგუფთან და
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან.
ბრიუსელის კულტურული ცენტრი „BOZAR“-ის დარგობრივ ხელმძღვანელებთან, ჟერემი ლამბერტ,
მაგდალენა ლისკოვა, ჯულიეტ დურე და ჟერომ ჟერსესთან სამუშაო შეხვედრისას განხილულ იქნა
სხვადასხვა სახელოვნებო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოს
კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.
საუბარი შეეხო ქართული კლასიკური და პოლიფონიური მუსიკის პოპულარიზაციის საკითხს.
ასევე, განიხილეს ქართული კინოს, მათ შორის, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების
საფესტივალო პროგრამებში ინტეგრირება. დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოდან ნორჩი
ნიჭიერი მუსიკოსების Bozar- ის საერთაშორისო კონცერტებში ჩართულობის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს BOZAR-ის კულტურის ცენტრი, ევროპალიის საერთაშორისო
ფესტივალის ფარგლებში, ოთხი თვის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს შემოქმედებით
სამყაროს.
ბრიუსელის ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორ, ბერნარდ კულისთან შეხვედრისას
ისაუბრეს ლუვენის უნივერსიტეტში არსებული ქართული ენათმცოდნეობის შემსწავლელი
ცენტრის ისტორიულ კავშირსა და სამომავლო განვითარების საკითხებზე.
ასევე, 2023 წელს, ევროპალიის
მნიშვნელობაზე ილაპარაკეს.
ფარგლებში,
საქართველოს
კულტურის
წარმოჩენის
დედოფალ ელიზაბეტის საერთაშორისო კონკურსის თავმჯდომარის, ბარონ იან ჰუგჰებერსთან
ქალბატონ ელისო ბოლქვაძის შეხვედრისას, საუბარი შედგა სამომავლო თანამშრომლობის
4
საკითხებზე, რომელიც
ინტეგრირებას.
გულისხმობს
ქართველი
ახალგაზრდა
ტალანტების
კონკურსში
ელისო ბოლქვაძის წინადადებაზე საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც საშუალება
მიეცემათ თავად მოისმინონ და ერთობლივად შეარჩიონ კონკურსისთვის კანდიდატები, ბატონმა
ჰუგჰებერთმა განაცხადა თანხმობა.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბარონ იან ჰუგჰებერს ასევე შესთავაზა ბათუმის შავი
ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მათი ლაურეატების ჩამოსვლა და
სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვა.
დედოფალ ელიზაბეტის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის აღმასრულებელ
პრეზიდენტთან, ბერნარდ დე ლონუასა და ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს შორის შეხვედრა
ბელგიის ქალაქ ვატერლოოში მდებარე მუსიკოსთა რეზიდენციაში გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი წლიდან ქართველი ახალგზარდა, წარჩინებული მუსიკოსების
რეზიდენტურის პროგრამაში ჩართულობაზე, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდების
მოტივირებისათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნორჩ მუსიკოსებს უნიკალური
შესაძლებლობა მიეცემათ, უმაღლეს დონეზე განავითარონ თავიანთი შემოქმედებითი უნარები.
კულტურის სფეროში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას
ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში, განხილულ იქნა ბელგიის სამეფოში ქართული კულტურის
პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და ხელოვნების კუთხით დიასპორის პოტენციალის
გააქტიურების საკითხი.
5