საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ბექა ლილუაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ანა ბუჩუკურის, დავით სონღულაშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ელისო ბოლქვაძის, ნინო წილოსანის და თეა წულუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აღსრულების კოდექსისა“ და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/34; 22.02.2021); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/98; 21.07.2021) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14642/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-14642/21 22-11-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: − საქართველოს კანონის პროექტი „აღსრულების კოდექსი“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/34; 22.02.2021); − საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/98; 21.07.2021). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge