საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქე ალექსი მერებაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების სასამართლოს მიერ შესწავლის პროცედურის თაობაზე (№1-7323/21; 03.06.2021); ბ) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ (№1-7417/21; 04.06.2021); გ) საქართველოს მოქალაქე კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-7446/21; 04.06.2021); დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-7447/21; 04.06.2021); ე) საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7665/21; 07.06.2021).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (200 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (192 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (208 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (213 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (199 KB)
📄 წერილი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-14640/21
22-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია
შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:
− ალექსი მერებაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების სასამართლოს მიერ შესწავლის
პროცედურის თაობაზე (N1-7323/21; 03.06.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021
წლის 22 ნოემბერი);
− ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უცხოელთა
სამართლებრივი სტატუსის შესახებ (N1-7417/21; 04.06.2021) (განხილვის ბოლო
ვადაა 2021 წლის 22 ნოემბერი);
− კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-7446/21; 04.06.2021)
(განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ნოემბერი);
− საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტსა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-7447/21; 04.06.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ნოემბერი);
− დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7665/21;
07.06.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ნოემბერი).
აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების
სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები
გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge