საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის იურიდიული განათლების ცენზის დაწესების თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041216718737
22.11.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: იურიდიული განათლების ცენზის დაწესება სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირებისთვის
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში იმდაგვარი ცვლილების შეტანა, რომ
საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობის პრეტენდენტ პირს უნდა გააჩნდეს
უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, ხოლო იუსტიციის მინისტრის,
შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
თანამდებობის დასაკავებლად – უმაღლესი იურიდიული განათლება. ამგვარი
საკანონმდებლო ინოვაცია აამაღლებს იურიდიული პროფესიის პრესტიჟს, აამაღლებს
საჯარო სამსახურის ეფექტურობას, გააძლიერებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: