„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს მთავრობა, 2005-2006 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლის
ჩათვლით, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, 2005-2006 სასწავლო წლიდან 2022-2023
სასწავლო წლის ჩათვლით, უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო
პროგრამების, ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. პროექტის თანახმად, იცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საქართველოს
მთავრობის კომპეტენცია, დაადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური,
საშუალო და მინიმალური ოდენობები, აგრეთვე დადგენილია სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ვალდებულება,
საქართველოს მოქალაქეებისათვის 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის
ჩათვლით, უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის საფასურის განსაზღვრა. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის
შემუშავებამდე პერიოდში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული ვადის
გახანგრძლივება მომდევნო
სასწავლო წლის (2022-2023) განმავლობაშიც.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილება
მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის
უფრო მოქნილი სისტემის შექმნას. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ
მედიცინის
მიმართულებით
საგანმანათლებლო
პროგრამებისათვის
დადგენილი
მოთხოვნების დაკმაყოფილება, მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანური და
მატერიალური რესურსის მობილიზებას, რის გამოც, უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის ღირებულება ხშირ შემთხვევებში აღემატება საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად
განსაზღვრულ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს. გამომდინარე იქიდან,
რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტის
თანახმად, საქართველოს მთავრობა, 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის
ჩათვლით, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022
სასწავლო წლის ჩათვლით, უნდა უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა, ზემოხსენებულ პროგრამებზე
საქართველოს მოქალაქეების მიერ სწავლის უფლების მოსაპოვებლად, აუცილებელია
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის თანახმადაც, უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს
მიეცემათ
უფლებამოსილება,
საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის საფასური.
ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებად დაფუძნების პერიოდიდან არ ფუნქციონირებს რეგენტთა საბჭო.
შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილების საფუძველზე, რეგენტთა საბჭოს ნაცვლად,
განისაზღვოს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საქართველოს
მთავრობის კომპეტენცია, დაადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური,
საშუალო და მინიმალური ოდენობები, აგრეთვე დადგენილია სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ვალდებულება,
საქართველოს მოქალაქეებისათვის 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის
ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის საფასურის განსაზღვრა. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის
შემუშავებამდე პერიოდში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული ვადის გახანგრძლივება მომდევნო
სასწავლო წლის (2022 – 2023) განმავლობაშიც.
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის უფრო
მოქნილი სისტემის შემუშავების მიზნით, მიზანშეწონილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლებამოსილება, საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.
ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებად დაფუძნების პერიოდიდან არ ფუნქციონირებს რეგენტთა საბჭო.
შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილების საფუძველზე, რეგენტთა საბჭოს ნაცვლად,
განისაზღვოს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობა 2022-2023 სასწავლო წლის
ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები საქართველოს მოქალაქეებისათვის, 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით,
უზრუნველყოფენ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
საფასურის
განსაზღვრას.
ასევე,
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის საფასური.
ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, განსაკუთრებით
მედიცინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის
განსაზღვრის უფრო მკაფიო პროცედურის დამკვიდრებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის უმაღლესი განათლების შესახებ
საქართველოს კანონის 88–ე მუხლის მე–8 პუნქტში. პროექტით წარმდგენილი რედაქციის
თანახმად, საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლის
ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და
მინიმალურ ოდენობებს. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2022-2023 სასწავლო წლის
ჩათვლით უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის საფასურის განსაზღვრას. ამასთან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო
პროგრამების, ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
საფასურის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
კანონის
ძალაში
შესვლა
მისი
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია შემდეგ გარემოებათა
გამო:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტის
მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულება, საქართველოს მოქალაქეებისათვის
2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით, უზრუნველყონ
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული
ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ „ერთიანი ეროვნული
გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18
თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების
დებულების" მე-13 მუხლის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე, უმაღლესი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს სპეციალურ
ანკეტა-კითხვარს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დადგენილი წესით განსაზღვრული
სწავლის წლიური საფასური თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მათ შორის,
საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო
ცვლილებების შეტანის პირობები. იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდება შესაბამისი
ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8
პუნქტში და 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით განსაზღვრული პერიოდი არ გადავადდება
მომდევნო ერთი სასწავლო წლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი იქნებიან 2022-2023 სასწავლო
წლისთვის დამოუკიდებლად განსაზღვრონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
საფასური.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს
ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი,
ასევე შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტი.
ამასთანავე წარმოდგენილი ცვლილება საშუალოვადიან პერიოდში (უმაღლესი
განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებამდე) არანაირ გავლენას არ ახდენს
უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებულ პროგრამებზე.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რაც დამოკიდებული იქნება ამ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2022-2023
სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ,
საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2022-2023 სასწავლო
წლის ჩათვლით უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის საფასურის განსაზღვრას.
აღსანიშნავია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის
თანახმად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობა, შესაბამისად,
2021 წლის 15 ივნისის N283 დადგენილებით განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლისათვის
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის
წლიური მოცულობა 12 600 000 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის
სრული ოდენობა 2 250.0 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ 2022-2023 სასწავლო წლის
ჩათვლით წლიური სასწავლო გრანტის წლიური საპროგნოზო მოცულობა და ოდენობა
განისაზღვრება იგივე ოდენობით.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული
ოდენობების გაზრდას. არამედ მისი მიზანია საქართველოში არსებული სოციალურ
ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2022-2023
სასწავლო წლის
ჩათვლით,
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუდგინოს
ვალდებულება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული
ოდენობების შესაბამისად/ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობის უმაღლეს
განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს 20222023 სასწავლო წლის ჩათვლით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს
დაუდგინოს
ვალდებულება
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად/ფარგლებში.
რაც, როგორც „ბ.გ“ ქვეპუნქტშია აღნიშნული განისაზღვრება 2,250.0 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული და სახელმწიფო სასწავლო
გრანტმოპოვებული სტუდენტები რიგ შემთხვევაში სრულად და რიგ შემთხვევაში
ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, რაც წარმოადგენს უმაღლესი განათლების
ბენეფიციარებისათვის ფინანსურ შეღავათს. აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას არ
იქონიებს იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის
მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით წლიური
სასწავლო გრანტის წლიური სავარაუდო მოცულობა და ოდენობა განისაზღვრება იგივე
ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდისათვის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ კი არაქართულენოვან საგანმანათლებლო
პროგრამებზე, განსაკუთრებით მედიცინის მიმართულებით მოქმედ საგანმანათლებლო
პროგრამებზე უცხო ქვეყნის ქვეყნის მოქალაქეებისათვის სწავლის საფასური აღემატება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო
გრანტის ოდენობას. აღნიშნულ პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის
შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება, ფინანსური კუთხით, გარკვეულ გავლენას იქონიებს
შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირებზე, რადგან სწავლის საფასური
აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო
სასწავლო გრანტის ოდენობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.