„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21 მუხლის პირველ პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი - უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“
და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივი
ნიშნით (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებული
საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
491 მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და
ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი
აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის). საგანმანათლებლო პროგრამების
კლასტერში დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულებით (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება).“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამტკიცებს აკრედიტაციის დებულებას და საფასურს.“.
3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ2“
ქვეპუნქტი:
,,ბ2. ავტორიზაციის და აკრედიტაციის დებულებებით დადგენილი წესისა და პროცედურების
შესაბამისად,
ახორციელებს
უცხოეთში
მოქმედი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ინსტიტუციურ და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.
ზოგადსაგანმანათლებლო
და
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული
საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც
ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.“.
5. მე-11 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
ავტორიზაციის
საფასურის
გადახდის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ცენტრში
ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისათვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. სსიპ - განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას
ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს 1 წლისა და არაუგვიანეს 9 თვით ადრე აცნობოს
ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.“.
6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი
1. ავტორიზაციის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს
მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
2. ავტორიზაციის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს,
აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს
სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
7. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულების
იგივე სტატუსის მოპოვების მიზნით, ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს
ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“.
8. 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები,
მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.“.
9. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
(გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია
განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა
ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აღიარებულია
აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამებისა, და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია
აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
10. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება და მისი შესაბამისობის დადგენა
1. აკრედიტაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის
წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული
თვითშეფასება.
2. ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აკრედიტაციის მაძიებლის მიერ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამებზე
წარმოდგენილ თვითშეფასებას და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას
აკრედიტაციის დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან.“.
11. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე
1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა)
აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის
დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის
საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადაა 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა,
რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში,
როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ
საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ
წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო
პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე.
4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამასთან მიმართებით, აკრედიტაციის საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა ან ,,ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, აკრედიტაციის საბჭო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე, აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად,
განსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის ვადის
განმავლობაში.
5. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წელი.
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ
კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის
სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი
აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი
აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში
კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ
არაუმეტეს 4 წლის ვადისა.
6. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ
ორჯერ.
7. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია
უქმდება.
8. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში
აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი
წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს
აკრედიტაციის სტანდარტებს.
9. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის
შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის
დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს
აკრედიტაციის სტანდარტს.
10. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული
დღის განმავლობაში.
11. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება
სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია,
შესაბამისი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
შუამდგომლობისა
და
მოსწავლეების/სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის
უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო
გადაწყვეტილებით მოსწავლეებს/სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის
საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის
გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში
შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.
12. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას.“.
12. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
,,მუხლი 221. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მისთვის
დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, უფლებამოსილია
ცენტრს წარუდგინოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის
თაობაზე წერილობითი განაცხადი.
2. ცენტრისათვის წარსადგენი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის
თაობაზე წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და
საფასური განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.
4. აკრედიტაციის საბჭოს მიერ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ
გადაწყვეტილება ან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის
თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“.
13. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის
გასვლის სამართლებრივი შედეგები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/
აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების
უფლება, რომელზეც უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, გაუუქმდა აკრედიტაცია ან აკრედიტაციის
ვადა ამოეწურა;
ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი
ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით,
გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის
გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე,
ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ კანონის 22-ე მუხლის მე11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის
არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის
გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის
განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს
მობილობის უფლებით;
დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით
რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში, აკრედიტაციის
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება აქვს მიმდინარე სასწავლო
სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და
მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის
განმავლობაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს
მობილობის უფლებით.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ხელახალ
აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრძელებს ამ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
ავტორიზებულ რეჟიმში განხორციელებას;
ბ) მოსწავლე უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე
ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამაზე.“.
14. 322 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 - მე-9 პუნქტები:
,,4. 2022 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს
აკრედიტებულად მინისტრის ბრძანებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი
აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2022 წლის 1 თებერვლამდე მინისტრის
ბრძანებით განისაზღვროს 2022 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამების 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „სწავლის სფეროების
კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2022 წლის 1 თებერვლის
მდგომარეობით არააკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა
განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული
აკრედიტაციის ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, არააკრედიტებულ
რეჟიმში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაუშვებელია.
6. 2022 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც მიმდინარე
აკრედიტაციის ვადა ამოეწურება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის
ბრძანებით ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპის ვადის გასვლიდან 2 წლის
შემდგომ, ჩაითვალოს აკრედიტებულად ამ მუხლის მე-4 პუნქტით შესაბამისი სწავლის
სფეროსთვის დადგენილი აკრედიტაციის მომდევნო ვადის გასვლამდე.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი
2022 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვროს მინისტრის ბრძანებით.
8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება 2022 წლის 1
ივლისის მდგომარეობით მოქმედ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელებსაც მინიჭებული აქვთ პირობითი
აკრედიტაცია.
9. ამ მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტებით დადგენილი ვადები არ ვრცელდება იმ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ
აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ და აკრედიტაციის
დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერ განხორციელდა უცხოური ორგანიზაციის მიერ
მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება.“.
მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე
აქტებში ცვლილებები განახორციელოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2022 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის ცვლილების
და შესაბამისად, კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციის მიზნით, მიზანშეწონილია
ცვლილებების განხორციელება ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში.
1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1 მუხლის პირველი
პუნქტი, რომელიც განმარტავს აღნიშნულ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, არ ითვალისწინებს
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის“ დეფინიციას. კლასტერული
აკრედიტაციის დანერგვის მიზნით, მიზანშეწონილია ,,განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლს, „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი,
რომლითაც განიმარტება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი. შესაბამისად,
იმისათვის, რომ სწორად დაინერგოს კლასტერული აკრედიტაციის სისტემა, აუცილებელია
კანონით განიმარტოს თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი.
2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სსიპ
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) მიერ უცხოეთში
მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური
და მათი
საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების შესაძლებლობას. 2019-2021 წლებში სხვადასხვა
უცხოური უნივერსიტეტებიდან მიღებულ იქნა წინადადებები, რომ ცენტრმა, როგორც უმაღლესი
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და სამედიცინო
განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრმა ორგანიზაციამ, რომელიც ამავდროულად
რეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი
სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) განახორციელოს მათი საგანმანათლებლო
პროგრამების საერთაშორისო შეფასება. ასევე საგულისხმოა, რომ აღნიშნული საქმიანობის
განხორციელება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოიწვევს დამატებით დანახარჯებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში, რომელიც ჩამოთვლის ცენტრის საქმიანობის
ძირითად მიმართულებებს, ამ მიმართულებებს შორის გაჩნდეს ცენტრის მიერ უცხოეთში
მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური
და მათი
საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების შესაძლებლობაც.
3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3
პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია
განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის
მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა ცენტრისათვის
წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით. შესაბამისად,
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს, როგორც აკრედიტებულ,
ასევე, არააკრედიტებულ
რეჟიმში
(გარდა
რეგულირებადი და დოქტორანტურის
საგანმანათლებო პროგრამებისა). აქედან გამომდინარე, დაწესებულებას შეუძლია ავტორიზაციის
გზით დაიმატოს ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა რეგულირებადი და
სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა) და აღნიშნულ პროგრამაზე განახორციელოს
აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატების მიღება.
მნიშვნელოვანია კანონში ცვლილების განხორციელება ამ კუთხით, ვინაიდან აკრედიტაციის
პროცესი აქტუალური არ არის დღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ხოლო
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის - საერთოდ არ მოქმედებს, მათთვის
ავტორიზაციის პროცესით ახალი პროგრამების დამატება ისევ შესაძლებელი იქნება. ხოლო,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება განახორციელოს მხოლოდ
საავტორიზაციო განაცხადში მითითებული და კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა ცენტრისათვის წარდგენილი სააკრედიტაციო
განაცხადის საფუძველზე. ამავე საფუძვლით აუცილებელია ცვლილების განხორციელება
კანონის 161 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების
თაობაზე
განაცხადით
დაიმატოს
აკადემიური
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის
საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები (გარდა
რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში
მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა). შესაბამისად,
საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება საგანმანათლებლო
პროგრამის დამატების თაობაზე
განაცხადით დაიმატოს მხოლოდ
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები,
მოკლე
ციკლის
საგანმანთლებლო
პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.
4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4
პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული
დღის განმავლობაში. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, საავტორიზაციო
განაცხადის ცენტრისათვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო
დაწესებულების
სტატუსის
უწყვეტობის
შესაძლებლობას.
ცენტრი
ვალდებულია
საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე აცნობოს
ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.
მნიშვნელოვანია ცვლილების განხორციელება ამ მუხლში, რადგან საავტორიზაციო განაცხადის
ცენტრისათვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას და ცენტრს აღარ ექნება ვალდებულება, რომ
ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს 1 წლისა და არაუგვიანეს 9 თვით ადრე აცნობოს
ავტორიზაციის ვადის გასვლის თაობაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრი აღარ ახდენს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის
ადმინისტრირებას, მიზანშეწონილია აღნიშნული ფუნქციის შესრულება გადაეცეს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
რაც შეეხება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის
მე-4 პუნქტის ცვლილების აუცილებლობას, ცვლილების საჭიროება განაპირობა ავტორიზაციის
პროცესში არსებულმა პრაქტიკამ. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში ინსტიტუცია ავტორიზაციის
მაძიებლად ცნობის შემდგომ, იხდიდა ავტორიზაციის საფასურს, თუმცა ცენტრში დროულად არ
ახდენდა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, რაც ცენტრს
აფერხებდა, რომ დაეგეგმა ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული ავტორიზაციის
პროცესის შემდგომი ეტაპი - ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა.
5. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მულის თანახმად,
ავტორიზაციის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები,
სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მნიშვნელოვანია აღნიშნული ნორმის
ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს, საგანმანათლებლო პროგრამების უფრო მეტად არსებით
და სიღრმისეულ შეფასებას. შესაბამისად, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო
საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფრო მეტად იქნება
უზრუნველყოფილი და ხელმისაწვდომი უკეთესი ხარისხის მქონე საგანმანათლებლო
პროგრამებზე სწავლა.
6. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად, ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრს
საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის
გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. მნიშვნელოვანია
წარმოდგენილი პროექტით დაკონკრეტდეს, რომ საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენის 1
წლიანი შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც დაწესებულებას იმავე
სტატუსის ხელახლა მოპოვებაზე შემოაქვს 1 წლის განმავლობაში საავტორიზაციო განაცხადი,
რომლის მინიჭებაზეც ეთქვა უარი ან რომელიც მას მონიტორინგის წარმოების შედეგად
გაუუქმდა. მნიშვნელოვანია დაწესებულებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ავტორიზაციაზე უარის
თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სხვა
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით 1 წლის განმავლობაშიც
მიმართოს ცენტრს საავტორიზაციო განაცხადით.
7. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2-მე-3
მუხლების თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ
საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის
აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე
უცხოურმა ორგანიზაციამ. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამების,
ასევე
დოქტორანტურის,
გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო
დაწესებულების
დოქტორანტურისა, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ
აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლისთვისაც,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა,
დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
მნიშვნელოვანია ცვლილება განხორციელდეს ამ კუთხით და სახელმწიფო სასწავლო გრანტი და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემა მოხდეს მხოლოდ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისა) იმ
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა
ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ და ამ
ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აღიარებულია აკრედიტაციის დებულებით
დადგენილი წესის შესაბამისად.
სააკრედიტაციოდ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესში,
აკრედიტაციის სტანდარტების საფუძველზე, სიღრმისეულად ფასდება საგანმანათლებლო
პროგრამის შინაარსი, სტუდენტის მხარდამჭერი სერვისები, რესურსები, ხარისხის მექანიზმები
და პროგრამის განვითარების შესაძლებლობები. დღეის მდგომარეობით, 175 უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომელსაც არ
აქვს აკრედიტაცია გავლილი. აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დღეს არსებული
მონაცემებით სწავლობს 7 985 სტუდენტი (აქტიური სტატუსის მქონე - 3 963, შეჩერებული
სტატუსის მქონე - 4 022). აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდგომ,
სტუდენტებზე გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. აქედან გამომდინარე,
მიზანშეწონილია, სახელმწიფო ენდობოდეს და აღიარებდეს მხოლოდ იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების შემდგომ მინიჭებულ კვალიფიკაციას, რომელიც შეფასებულია
აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ყველა
საფეხურისა და სახის, ასევე ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის
სავალდებულო იყოს აკრედიტაციის გავლა, რათა აღნიშნულ პროგრამებზე უზრუნველყოფილი
იყოს განათლების უფრო მაღალი ხარისხი. შესაბამისად, ცვლილება ხელს შეუწყობს, როგორც
საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის ამაღლებას, ასევე საქართველოში
მინიჭებული კვალიფიკაციების უცხოეთში აღიარების პროცესისადმი სანდოობის ხარისხის
ამაღლებას. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის სავალდებულოობა, არ
გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მობილიზებას.
ცვლილების განხორციელება ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან
მიმართებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაცია საავალდებულო ხდება, მოქმედი კანონით კი არ არის სავალდებულო
აკრედიტაციის გავლა ყველა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
8. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,
აკრედიტაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის
წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული
თვითშეფასება.
კანონპროექტით წარმოდგენილი სისტემური ცვლილებების გათვალისწინებით, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი უნდა იყოს ცენტრში სააკრედიტაციოდ
წარმოადგინოს ერთ კლასტერში დაჯგუფებულ პროგრამები (აკრედიტაციის დებულებაში
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დაწესებულება უფლებამოსილი იქნება ერთი განაცხადით
წარმოადგინოს არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამა), იმისათვის, რომ ცენტრმა ეფექტურად
დაგეგმოს და განახორციელოს სააკრედიტაციო განაცხადზე ხარვეზის დადგენის პროცედურა.
9. მნიშვნელოვანია ცვლილების განხორციელება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის ზემოაღნიშნულ მუხლში, რადგან საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციის ვადები დამოკიდებული უნდა იყოს პროგრამების შესაბამისი კლასტერის
აკრედიტაციის ვადებზე. ახალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადა უნდა
გახანგრძლივდეს 4 წლიდან 7 წლამდე. შესაბამისად, ყველა მოქმედ და ასევე ახალ
საგანმანათლებლო პროგრამას, აკრედიტაცია მიენიჭება 7 წლის ვადით. თუმცა, იმ შემთხვევაში,
თუკი ცენტრში წარდგენილი იქნება სააკრედიტაციო განაცხადი იმ საგანმანათლებლო
პროგრამაზე, რომლის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებსაც იმავე წელს არ უწევს
განმეორებითი აკრედიტაცია, ასეთ საგანმანათლებლო პროგრამას იმ ვადით მიენიჭება
აკრედიტაცია (გარდა პირობითი აკრედიტაციისა), რაც დარჩენილია ამ საგანმანათლებლო
პროგრამის სფეროს - კლასტერის აკრედიტაციამდე. შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით
უზრუნველყოფილი იქნება, რომ ერთი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს, ერთიდაიგივე
კალენდარული წლის განმავლობაში მოუწევთ აკრედიტაციის პროცესის გავლა.
ასევე, მნიშვნელოვანია გახანგრძლივდეს პირობითი აკრედიტაციის ვადა. კერძოდ,
აკრედიტაციის სტანდარტთან საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილობრივი შესაბამისობის
შინაარსიდან გამომდინარე, პირობითი აკრედიტაციის მაქსიმალური ვადა მიზანშეწონილია იყოს
4 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ პირობითი აკრედიტაცია პროგრამას ენიჭება იმ
შემთხვევაში, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებას პროგრამის გაუმჯობესებისა და
რეკომენდაციების შესასრულებლად მნიშვნელოვანი აქტივობები აქვს განსახორციელებელი,
მიზანშეწონილია პირობითი აკრედიტაციისთვის გონივრული ვადების არსებობა. აღნიშნული
მიდგომა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ
სიღრმისეულად იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე.
აუცილებელია დაზუსტდეს აკრედიტაციის, ასევე პირობით აკრედიტაციის მინიჭების
შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებით შეფასების
პირობები. კერძოდ, აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება
მიღებულ უნდა იქნეს, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად
აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს, ხოლო პირობითი აკრედიტაციის გადაწყვეტილება
- თუკი საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს.
დღეს არსებული ჩანაწერის მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი
მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ
საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. ხოლო,
პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით
დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ
აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება
მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ არ მოხდეს დღეს არსებული საკანონმდებლო ჩანაწერის
არაერთგვაროვანი განმარტება, იმის გათვალისწინებით, რომ აკრედიტაციის დებულება
ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებას სხვადასხვა
დათქმებით (მაგალითად: ანგარიშის წარმოდგენის ან/და მონიტორინგის განხორციელების
პირობით), თუკი, ეს პროგრამა სრულად არ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება
აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად
წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ნორმის დღეს მოქმედი
რედაქცია რიგ შემთხვევებში ცენტრს არ აძლევს საშუალებას სრულად გამოიყენოს
წარმოებისთვის საჭირო 180 დღიანი ვადა. კერძოდ, პრაქტიკაში ყოფილა არაერთი შემთხვევა,
როდესაც დაწესებულება იხდის აკრედიტაციის საფასურს, თუმცა ცენტრში არ წარმოადგენს
საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული ქმედება ერთის მხრივ ხელს
უშლის ცენტრს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით დაგეგმოს და
განახორციელოს აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული შემდგომი ღონისძიებები და
მეორე მხრივ აჩენს პოტენციურ რისკს, რომ დაირღვეს აკრედიტაციის თითოეული ეტაპისთვის
დადგენილი ადმინისტრაციული წარმოებისთვის ვადები.
10. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამასთან მიმართებით აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტაციის ან პირობითი
აკრედიტაციის
გადაწყვეტილების
მიღებისას,
აკრედიტაციის
საბჭო
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული
რაოდენობის ფარგლებში, რეგულირებად აკადემიურ
საგანმანათლებლო პროგრამაზე დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრავს სტუდენტთა
ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში. შესაბამისად,
წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, კანონს უნდა დაემატოს 221 მუხლი, რომელიც
გაითვალისწინებს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა
ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურას ავტორიზაციის საბჭოს მიერ
მისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში. აღნიშნული
პროცედურის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი
იქნება ცენტრს წარუდგინოს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განსაზღვრული იქნება
აკრედიტაციის დებულებით. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ
გადაწყვეტილება ან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის
თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
აღნიშნული ცვლილების საჭიროება გამომდინარეობს უმაღლესი განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების ანალიზიდან. მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ მოქმედი რეგულაციების პირობებში, არ ხორციელდება შემოწმება, თუ რა
მეთოდოლოგიის შესაბამისად უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების კონტიგენტის
დაგეგმვას. ამასთან, დეტალურად იქნება გაანალიზებული, აქვს თუ არა დაწესებულებას
მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის გათვალისწინებით, აღნიშნულ პროგრამაზე საკმარისი
ადამიანური, მატერიალური და კლინიკური რესურსები, რომ მიიღოს სტუდენტები. იმ
პირობებში კი, როდესაც დაწესებულებას რეგულირებად პროგრამებზე ცალ-ცალკე ექნება
განსაზღვრული სტუდენტების ზღვრული რაოდენობა, სტუდენტთა კონტიგენტის დადგენის
მეთოდოლოგიის ეფექტურობა და სისწორე იქნება შემოწმებული, როგორც ინსტიტუციურ
დონეზე, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის დონეზე.
11. წარმოდგენილი პროექტით კანონის 24-ე მუხლში შესატანი ცვლილებების საჭიროება
გამომდინარებს,
აკრედიტაციის
სავალდებულობიდან
გამომდინარე.
ასევე,
გასათვალისწინებელია, რომ რადგან აკრედიტაცია წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით
ხდება სავალდებულო ყველა პროგრამისთვის, იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებულების
გადაწყვეტილებით აღარ იქნება წარმოდგენილი განაცხადი საგანმანათლებლო პროგრამის
ხელახალი აკრედიტაციისათვის, საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის ვადის ამოწურვის
შემთხვევაში გაუქმდება და სტუდენტები იქნებიან უფლებამოსილი, ისარგებლონ მობილობით.
ვინაიდან, დაწესებულების აკადემიური კალენდრის მიხედვით დაგეგმილი საგანმანათლებლო
პროცესის დასრულების ვადები შესაძლებელია არ დაემთხვეს პროგრამის ვადის ამოწურვის
ვადას,
მიზანშეწონილია,
არსებობდეს
ეფექტური
მექანიზმი,
რომელიც
მისცემს
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს დაასრულონ მიმდინარე სასწავლო და
საგამოცდო პროცესი და შემდეგ ისარგებლონ მობილობით. ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ
კანონის 24-ე მუხლი ასევე ითვალისწინებდეს ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში, აკრედიტაციის საბჭოს
გადაწყვეტილების საფუძველზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიმდინარე
სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელონ და დაასრულონ სემესტრი იმავე
საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება. აღნიშნული ცვლილება
აღმოფხვრის იმ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, როდესაც პროგრამას სემესტრის
მიმდინარეობისას გასდიოდა აკრედიტაციის ვადა, სტუდენტებს ხშირად ან უჩერდებოდათ
სტუდენტის სტატუსი, ან აგრძელებდნენ სწავლას, მაგრამ ვეღარ იღებდნენ სახელმწიფო
დაფინანსებას. ასევე, ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება, რომ აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების უფლებები მაქსიმალურად იქნეს
დაცული სახელმწიფოს მხრიდან.
12. მნიშვნელოვანია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
გარდამავალი დებულებების 322 მუხლს დაემატოს მე-4-მე-9 პუნქტები. კერძოდ, კლასტერული
აკრედიტაციის დანერგვის პირობებში, საჭიროა განისაზღვროს, რომ 2022 წლის 1 თებერვლის
მდგომარეობით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განისაზღვრება
აკრედიტაციის მოქმედების ვადა და შესაბამისად, ხელახალი აკრედიტაციის ვადები, კერძოდ
სწავლის სფეროების მიხედვით განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის ვადების გადანაწილება 2022-2028 წლებზე. ამასთან, უნდა დადგინდეს, რომ თუკი
აღნიშნული გადანაწილების შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამაზე ორ წელზე მეტი ვადით
უმცირდება მიმდინარე აკრედიტაციის ვადა, აღნიშნულ პროგრამას არ მოუწიოს ხელახალი
აკრედიტაციის გავლა და იგი აკრედიტებულად უნდა ჩაითვალოს მისი კლასტერის პროგრამების
მომდევნო აკრედიტაციის ვადამდე. ასევე, მიზანშეწონილია განისაზღვროს ავტორიზებულ
რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო განაცხადების წარდგენის
ვადები და ამ სტატუსით პროგრამის განხორციელების ვადა. წარმოდგენილი პროექტის
შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება
არააკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს ამ
პროგრამის სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის ვადის გასვლამდე. აღნიშნული
ვადის გასვლის შემდგომ, არააკრედიტებულ რეჟიმში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელება იქნება დაუშვებელი.
წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, კლასტერული აკრედიტაციის ვადები არ
გავრცელდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა აკრედიტაცია
განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა
ორგანიზაციამ და ცენტრის მიერ განხორციელდა მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება, რადგან
საერთაშორისო აკრედიტაციის აღიარებული პროგრამის აკრედიტაციის ვადა არ უნდა იყოს
დამოკიდებული შესაბამისი კლასტერის ვადაზე და უნდა იყოს აკრედიტებული იმ ვადით,
რომელიც მიანიჭა უცხოურმა ორგანიზაციამ.
ასევე, ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევებში საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაციის ვადა
უმცირდებათ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იმ აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამებისათვის, რომელთა აკრედიტაციით შეფასება განხორციელდა ახალი აკრედიტაციის
სტანდარტების პირობებში (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის
ბრძანება №09/ნ) და 2 წელზე მეტი ვადით უმცირდებათ აკრედიტაცია, მათ აკრედიტაციის
მოქმედი ვადები გაუხანგრძლივდებათ არაუმეტეს 4 წლის ვადით. წარმოდგენილი ცვლილებების
შედეგად, საერთო ჯამში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების (1584 პროგრამა) 52%
საგანმანათლებლო პროგრამას (823 პროგრამა) ეზრდება აკრედიტაციის ვადა, ხოლო 22%
საგანმანათლებლო პროგრამას (354 პროგრამა) უმცირდება აკრედიტაციის ვადა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის შესახებ საკითხები საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულია „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონითა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით.
შესაბამისი ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს აღნიშნულ აქტებში. მითითებული
ცვლილებების საფუძველზე, შემდგომში ცვლილებები შევა მარეგულირებელ კანონქვემდებარე
აქტებშიც.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის“ დეფინიციას. შესაბამისად, იმისათვის,
რომ სწორად დაინერგოს კლასტერული აკრედიტაციის სისტემა, აუცილებელია კანონით
განიმარტოს თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი;
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს
ცენტრის მიერ უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ინსტიტუციური და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების შესაძლებლობას;
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს, როგორც აკრედიტებულ,
ასევე, არააკრედიტებულ
რეჟიმში
(გარდა
რეგულირებადი და დოქტორანტურის
საგანმანათლებო პროგრამებისა). აქედან გამომდინარე, დაწესებულებას შეუძლია ავტორიზაციის
გზით დაიმატოს ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა რეგულირებადი და
სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა) და აღნიშნულ პროგრამაზე განახორციელოს
აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატების მიღება. მნიშვნელოვანია კანონში
ცვლილების განხორციელება ამ კუთხით, ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი აქტუალური არ არის
დღეს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის,
ხოლო
პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის - საერთოდ არ მოქმედებს, მათთვის ავტორიზაციის
პროცესით ახალი პროგრამების დამატება ისევ შესაძლებელი იქნება. ხოლო, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება განახორციელოს მხოლოდ
საავტორიზაციო განაცხადში მითითებული და კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა ცენტრისათვის წარდგენილი სააკრედიტაციო
განაცხადის საფუძველზე;
საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისათვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას და ცენტრს აღარ
ექნება ვალდებულება, რომ ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს 1 წლისა და
არაუგვიანეს 9 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის თაობაზე უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრი აღარ ახდენს
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ადმინისტრირებას, მიზანშეწონილია
აღნიშნული ფუნქციის შესრულება გადაეცეს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას;
ხშირ შემთხვევაში ინსტიტუცია ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემდგომ, იხდიდა
ავტორიზაციის საფასურს, თუმცა ცენტრში დროულად არ ახდენდა თანხის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, რაც ცენტრს აფერხებდა, რომ დაეგეგმა
ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესის შემდგომი ეტაპი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
ცვლილებების შედეგად „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონი უზრუნველყოფს, საგანმანათლებლო პროგრამების უფრო მეტად არსებით და
სიღრმისეულ შეფასებას. შესაბამისად, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო
საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფრო მეტად იქნება
უზრუნველყოფილი და ხელმისაწვდომი უკეთესი ხარისხის მქონე საგანმანათლებლო
პროგრამებზე სწავლა;
ყველა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია უნდა იყოს
სავალდებულო;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი უნდა იყოს ცენტრში
სააკრედიტაციოდ წარმოადგინოს ერთ კლასტერში დაჯგუფებული პროგრამები (აკრედიტაციის
დებულებაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დაწესებულება უფლებამოსილი იქნება ერთი
განაცხადით წარმოადგინოს არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამა), იმისათვის, რომ
ცენტრმა ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს სააკრედიტაციო განაცხადზე ხარვეზის
დადგენის პროცედურა;
მნიშვნელოვანია წარმოდგენილი პროექტით დაკონკრეტდეს, რომ საავტორიზაციო
განაცხადის წარმოდგენის 1 წლიანი შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც
დაწესებულებას იმავე სტატუსის ხელახლა მოპოვებაზე შემოაქვს 1 წლის განმავლობაში
საავტორიზაციო განაცხადი, რომლის მინიჭებაზეც ეთქვა უარი ან რომელიც მას მონიტორინგის
წარმოების შედეგად გაუუქმდა. მნიშვნელოვანია დაწესებულებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ
ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით 1 წლის
განმავლობაშიც მიმართოს ცენტრს საავტორიზაციო განაცხადით.
მნიშვნელოვანია ცვლილება განხორციელდეს სასწავლო გრანტებთან მიმართებითაც და
სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემა მოხდეს
მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია
განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა
ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აღიარებულია
აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას;
აუცილებელია დაზუსტდეს აკრედიტაციის, ასევე პირობით აკრედიტაციის მინიჭების
შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებით შეფასების
პირობები;
ერთი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამები, ერთიდაიგივე კალენდარული წლის
განმავლობაში უნდა გადიოდნენ აკრედიტაციის პროცესს;
აკრედიტაციის
სტანდარტთან
საგანმანათლებლო
პროგრამის
ნაწილობრივი
შესაბამისობის შინაარსიდან გამომდინარე, პირობითი აკრედიტაციის მაქსიმალური ვადა
მიზანშეწონილია იყოს 4 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ პირობითი აკრედიტაცია
პროგრამას ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებას პროგრამის
გაუმჯობესებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად მნიშვნელოვანი აქტივობები აქვს
განსახორციელებელი, მიზანშეწონილია პირობითი აკრედიტაციისთვის გონივრული ვადის
არსებობა. აღნიშნული მიდგომა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს, რომ სიღრმისეულად იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე;
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება
აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად
წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ნორმის დღეს მოქმედი
რედაქცია რიგ შემთხვევებში ცენტრს არ აძლევს საშუალებას სრულად გამოიყენოს
წარმოებისთვის საჭირო 180 დღიანი ვადა. კერძოდ, პრაქტიკაში ყოფილა არაერთი შემთხვევა,
როდესაც დაწესებულება იხდის აკრედიტაციის საფასურს, თუმცა ცენტრში არ წარმოადგენს
საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული ქმედება ერთის მხრივ ხელს
უშლის ცენტრს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით დაგეგმოს და
განახორციელოს აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული შემდგომი ღონისძიებები და
მეორე მხრივ, აჩენს პოტენციურ რისკს, რომ დაირღვეს აკრედიტაციის თითოეული ეტაპისთვის
დადგენილი ადმინისტრაციული წარმოებისთვის ვადები;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება ცენტრს
წარუდგინოს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა
ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განსაზღვრული იქნება
აკრედიტაციის დებულებით. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ
გადაწყვეტილება ან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის
თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოქმედი რეგულაციების პირობებში, არ ხორციელდება
შემოწმება, თუ რა მეთოდოლოგიის შესაბამისად უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების
კონტიგენტის დაგეგმვას. ამასთან, დეტალურად იქნება გაანალიზებული, აქვს თუ არა
დაწესებულებას მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის გათვალისწინებით, აღნიშნულ
პროგრამაზე საკმარისი ადამიანური, მატერიალური და კლინიკური რესურსები, რომ მიიღოს
სტუდენტები. იმ პირობებში კი, როდესაც დაწესებულებას რეგულირებად პროგრამებზე ცალცალკე ექნება განსაზღვრული სტუდენტების ზღვრული რაოდენობა, სტუდენტთა კონტიგენტის
დადგენის მეთოდოლოგიის ეფექტურობა და სისწორე იქნება შემოწმებული, როგორც
ინსტიტუციურ დონეზე, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის დონეზე;
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში, აკრედიტაციის
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიმდინარე
სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელონ და დაასრულონ სემესტრი იმავე
საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება. აღნიშნული ცვლილება
აღმოფხვრის იმ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, როდესაც პროგრამას სემესტრის
მიმდინარეობისას გასდიოდა აკრედიტაციის ვადა, სტუდენტებს ხშირად ან უჩერდებოდათ
სტუდენტის სტატუსი, ან აგრძელებდნენ სწავლას, მაგრამ ვეღარ იღებდნენ სახელმწიფო
დაფინანსებას. ასევე, ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება, რომ აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების უფლებები მაქსიმალურად იქნეს
დაცული სახელმწიფოს მხრიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კლასტერული აკრედიტაციის (Cluster Accreditation) დანერგვის პირობებში, ერთი წლის
განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდებიან სწავლის სფეროების კლასიფიკატორის
მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. შესაბამისად, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული
სფეროს/სფეროების პროგრამებს, რაც მისცემს მათ საშუალებას, რომ ფინანსური და ადამიანური
რესურსების კონსოლიდაცია მოახდინონ უმაღლესი განათლების კონკრეტულ სფეროებზე და არა
სხვადასხვა სფეროს პროგრამებზე, როგორც ამას დღეს აკეთებენ. ასევე, აღნიშნული მოდელი სსიპ
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, რომ ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ
მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან
დარგი ინსტიტუციაში. ასევე, კლასტერული აკრედიტაციის მოდელი სახელმწიფოს,
საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ
როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში.
ამასთან, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და
ფინანსური რესურსების დაზოგვას, მობილიზებას. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში
გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს, დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის
განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.
შესაბამისად, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას აქვს შემდეგი დადებითი მხარეები:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ
რამდენიმე სფეროს პროგრამებს, რაც მისცემს მათ საშუალებას, რომ ფინანსური და ადამიანური
რესურსების კონსოლიდაცია მოახდინონ უმაღლესი განათლების კონკრეტულ სფეროებზე და არა
სხვადასხვა მიმართულების სფეროს პროგრამებზე;
კლასტერული აკრედიტაცია სისტემას მისცემს საშუალებას, რომ ინსტიტუციის ფარგლებში
დაინახოს მთლიანი და ფართო სურათი, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული სფერო
ინსტიტუციაში, მაშინ როდესაც დღეს არსებული აკრედიტაციის სისტემა გვაძლევს მხოლოდ
ზოგადი სურათის ფრაგმენტულად დანახვის შესაძლებლობას;
კლასტერული აკრედიტაცია სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს
მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების
კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში;
კლასტერული აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური
რესურსების დაზოგვას, კერძოდ ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ
სფეროს, დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია;
კლასტერული აკრედიტაცია ცენტრს მისცემს საშუალებას, რომ უნივერსიტეტის ფარგლებში
ერთი სფეროს ან დარგის სხვადასხვა საფეხურის პროგრამები შეფასდეს ერთიანად, ერთი
ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის
მჭიდრო კავშირის დანახვას, ასევე საფეხურებს შორის პროგრამის სწავლის შედეგებში
სირთულის დონეების დადგენას;
კლასტერული აკრედიტაცია ცენტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მისცემს საშუალებას, რომ აკრედიტაციის საბჭოს წევრები შეირჩნენ კონკრეტული
სფეროს წარმომადგენლებისგან, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს საბჭოს სხდომებზე
აკრედიტაციის საკითხების შინაარსობრივ და სიღრმისეულ განხილვას;
კლასტერული აკრედიტაცია ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების კონკრეტულ
სფეროებში დარგობრივი მახასიათებლების შექმნასა და განვითარებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მიზნით, ,,განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ
დაემატება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის სამართლებრივი განმარტება,
რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კლასტერის დეფინიციას და დადგინდება,
რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი არის უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის, ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“
და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივი
ნიშნით (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები)
დაჯგუფებული
საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო და
დიპლომირებული
მედიკოსის
საგანმანათლებლო
პროგრამებისა).
რაც
შეეხება
საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფების წესს და პირობებს, განსაზღვრული
იქნება აკრედიტაციის დებულების შესაბამისად.
2. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ,,ბ2“ ქვეპუნქტი, რომლის
შესაბამისადაც, ცენტრი ავტორიზაციის და აკრედიტაციის დებულებებით დადგენილი წესისა და
პროცედურების
შესაბამისად,
განახორციელებს
უცხოეთში
მოქმედი
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ და მათი საგანმანათლებლო პროგრამების
შეფასებას. აღნიშნული ახალი ფუნქციის და საქმიანობის განხორციელება საერთაშორისო
დონეზე მეტ სანდოობას შემატებს ცენტრის საქმიანობას და ამავდროულად, მეტ ცოდნასა და
გამოცდილება
შესძენს
ცენტრის
თანამშრომლებს,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის ადგილობრივ ექსპერტებს.
3. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით,
ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია
განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის
მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა კანონმდებლობით
დადგენილი წესით. ხოლო მე-8 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატება 31 პუნქტი, რომლის
თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს
მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
წარმოდგენილი ცვლილებებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი
აღარ იქნება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და განხორციელება
მოახდინოს ავტორიზაციის გზით. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი პროექტის
თანახმად, აკრედიტაციის პროცესი იქნება ყველა სახის (რეგულირებადი ან არარეგულირებადი)
და საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელებისთვის აუცილებელი წინაპირობა, მიზანშეწონილია მოქმედი კანონის მე-8
მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახლებურად.
4. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება „განათლების ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის თანახმადაც,
ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
ავტორიზაციის
საფასურის
გადახდის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ცენტრში
ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. როგორც ზემოთ
აღინიშნა, ცვლილების საჭიროება განაპირობა ავტორიზაციის პროცესში არსებულმა პრაქტიკამ.
ასევე, ახლებურად ყალიბდება მე-11 მუხლის მე-6 პუნქტიც, რომლის მიხედვითაც ახალი
საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისათვის წარდგენის ვადები მოგვცემს საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას და ცენტრს აღარ ექნება ვალდებულება,
რომ ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის
თაობაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, კერძოდ, საავტორიზაციო განაცხადის
ცენტრისათვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს
1 წლისა და არაუგვიანეს 9 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.
5. პროექტის მიხედვით ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე13 მუხლში წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, როდესაც მიიღებს ავტორიზაციას, მას აბიტურიენტების, მაგისტრანტობის
კანდიდატების, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტების მიღების უფლება
ექნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭება აკრედიტაცია. როგორც
აღინიშნა, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს, საგანმანათლებლო პროგრამების უფრო
მეტად არსებით და სიღრმისეულ შეფასებას. შესაბამისად, მე-13 მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი
1. ავტორიზაციის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ დაწესებულებას უფლება
აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული
სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ავტორიზაციის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს,
აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს
სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
6. წარმოდგენილი პროექტით კონკრეტდება მე-16 მუხლი და გაიწერება, რომ საავტორიზაციო
განაცხადის წარმოდგენის 1 წლიანი შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც
დაწესებულებას იმავე სტატუსის ხელახლა მოპოვებაზე შემოაქვს 1 წლის განმავლობაში
საავტორიზაციო განაცხადი, რომლის მინიჭებაზეც ეთქვა უარი ან რომელიც მას მონიტორინგის
წარმოების შედეგად გაუუქმდა. წარმოდგენილი ცვლილება შესაძლებლობას აძლევს
დაწესებულებას, რომ ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის
მოპოვების მიზნით 1 წლის განმავლობაშიც მიმართოს ცენტრს საავტორიზაციო განაცხადით.
კერძოდ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-
2 პუნქტით დადგინდება, რომ ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია,
საგანმანათლებლო დაწესებულების იგივე სტატუსის მოპოვების მიზნით, ცენტრს
საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის
გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
7. წარმოდგენილი პროექტის 161 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის
დამატების
თაობაზე
განაცხადით
დაიმატოს
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებას
ექნება უფლებამოსილება საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით
დაიმატოს მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის
საგანმანთლებლო პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.
აკრედიტაციის პროცესის სავალდებულოობა და წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის
გაუმჯობესებას. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებები, კონკრეტული სფეროს/დარგის
განვითარებაზე მიმართული რეკომენდაციების/რჩევების შემუშავების გზით, უზრუნველყოფს
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად სიღრმისეულ,
ყოველმხრივ და შინაარსობრივ შეფასებას.
8. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 და
მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
(გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია
განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის
მქონე უცხოურმა
ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აღიარებულია
აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
,,3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამებისა) და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“;
ამასთან, შეიცვლება ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის რედაქციაც და გაიწერება, რომ
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია
აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილების
შედეგად კი ყველა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია
საავალდებულო გახდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის გაცემა მოხდება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
(გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა
აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი
კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული
აკრედიტაცია აღიარებულია აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე,
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამებისა) და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. შესაბამისად,
აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს, როგორც საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების
ხარისხის ამაღლებას, ასევე საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების უცხოეთში აღიარების
პროცესისადმი სანდოობის ხარისხის ამაღლებას. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ
აკრედიტაციის სავალდებულოობა, არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების მობილიზებას.
9. კანონპროექტით წარმოდგენილი სისტემური ცვლილებების გათვალისწინებით, „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი ყალიბდება ახალი
რედაქციით, კერძოდ:
„მუხლი 20. აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება და მისი შესაბამისობის დადგენა
1. აკრედიტაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის
წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული
თვითშეფასება.
2. ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აკრედიტაციის მაძიებლის მიერ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამებზე
წარმოდგენილ თვითშეფასებას და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას
აკრედიტაციის დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
უფლებამოსილი იქნება ცენტრში სააკრედიტაციოდ წარმოადგინოს ერთ კლასტერში
დაჯგუფებულ პროგრამები (აკრედიტაციის დებულებაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად,
დაწესებულება უფლებამოსილი იქნება ერთი განაცხადით წარმოადგინოს არაუმეტეს 8
საგანმანათლებლო პროგრამა), იმისათვის, რომ ცენტრმა ეფექტურად დაგეგმოს და
განახორციელოს სააკრედიტაციო განაცხადზე ხარვეზის დადგენის პროცედურა, რომელსაც
ითვალისწინებს აკრედიტაციის დებულების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მიზანშეწონილია, რომ
კანონით
განისაზღვროს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსისგან
განსხვავებული ვადა განაცხადზე ფორმალური შესაბამისობის დადგენისთვის. კერძოდ,
მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილია ფორმალური შესაბამისობის ვადად დაგინდეს
არაუმეტეს 7 სამუშაო დღეს ნაცვლად 3 სამუშაო დღისა.
10. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, არსებითად იცვლება „განათლების ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი. კერძოდ, საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის ვადები დამოკიდებული უნდა იყოს პროგრამების შესაბამისი
კლასტერის აკრედიტაციის ვადებზე. წარმოდგენილი პროექტით, ახალი საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის ვადა ხანგრძლივდება 4 წლიდან 7 წლამდე. შესაბამისად, ყველა
მოქმედ და ასევე ახალ საგანმანათლებლო პროგრამას, აკრედიტაცია მიენიჭება 7 წლის ვადით.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ცენტრში წარდგენილი იქნება სააკრედიტაციო განაცხადი იმ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებსაც იმავე წელს
არ უწევს განმეორებითი აკრედიტაცია, ასეთ საგანმანათლებლო პროგრამას იმ ვადით მიენიჭება
აკრედიტაცია (გარდა პირობითი აკრედიტაციისა), რაც დარჩენილია ამ საგანმანათლებლო
პროგრამის სფეროს - კლასტერის აკრედიტაციამდე. შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით
უზრუნველყოფილი იქნება, რომ ერთი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს, ერთიდაიგივე
კალენდარული წლის განმავლობაში მოუწევთ აკრედიტაციის პროცესის გავლა.
წარმოდგენილი ცვლილებებით ხანგრძლივდება პირობითი აკრედიტაციის ვადა. კერძოდ,
წარმოდგენილი პროექტით, აკრედიტაციის სტანდარტთან საგანმანათლებლო პროგრამის
ნაწილობრივი შესაბამისობის შინაარსიდან გამომდინარე, განისაზღვრა, რომ პირობითი
აკრედიტაციის მაქსიმალური ვადა მიზანშეწონილია იყოს 4 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ
პირობითი აკრედიტაცია პროგრამას ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც საგანმანათლებლო
დაწესებულებას პროგრამის გაუმჯობესებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად
მნიშვნელოვანი აქტივობები აქვს განსახორციელებელი,
მიზანშეწონილია პირობითი
აკრედიტაციისთვის გონივრული ვადის არსებობა. აღნიშნული მიდგომა კიდევ ერთხელ
შეუწყობს ხელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ სიღრმისეულად იმუშაონ
რეკომენდაციების შესრულებაზე.
წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება აკრედიტაციის, ასევე პირობით აკრედიტაციის მინიჭების
შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებით შეფასების
პირობები. კერძოდ, აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღება
თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს აკრედიტაციის
სტანდარტებს, ხოლო პირობითი აკრედიტაციის გადაწყვეტილება მიიღება - თუკი
საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს. დღეს
არსებული ჩანაწერის მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო
აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ
საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. ხოლო,
პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით
დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ
აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება
მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ არ მოხდეს დღეს არსებული საკანონმდებლო ჩანაწერის
არაერთგვაროვანი განმარტება, იმის გათვალისწინებით, რომ აკრედიტაციის დებულება
ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებას სხვადასხვა
დათქმებით (მაგალითად: ანგარიშის წარმოდგენის ან/და მონიტორინგის განხორციელების
პირობით), თუკი, ეს პროგრამა სრულად არ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება
აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად
წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ნორმის დღეს მოქმედი
რედაქცია რიგ შემთხვევებში ცენტრს არ აძლევს საშუალებას სრულად გამოიყენოს
წარმოებისთვის საჭირო 180 დღიანი ვადა. კერძოდ, პრაქტიკაში ყოფილა არაერთი შემთხვევა,
როდესაც დაწესებულება იხდის აკრედიტაციის საფასურს, თუმცა ცენტრში არ წარმოადგენს
საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული ქმედება ერთის მხრივ ხელს
უშლის ცენტრს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით დაგეგმოს და
განახორციელოს აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული შემდგომი ღონისძიებები და
მეორე მხრივ აჩენს პოტენციურ რისკს, რომ დაირღვეს აკრედიტაციის თითოეული ეტაპისთვის
დადგენილი ადმინისტრაციული წარმოებისთვის ვადები.
11. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით აკრედიტაციის საბჭოს
მიერ აკრედიტაციის ან პირობითი აკრედიტაციის გადაწყვეტილების მიღებისას, აკრედიტაციის
საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, რეგულირებად აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე
- დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრავს სტუდენტთა
ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში. ამასთან,
წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონს ემატება 221 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დიპლომირებული
მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის
გაზრდის პროცედურას ავტორიზაციის საბჭოს მიერ მისთვის დადგენილ სტუდენტთა
ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში. აღნიშნული პროცედურის შესაბამისად,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი. დიპლომირებული
მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის
გაზრდის წესი, პირობები და საფასური განსაზღვრული იქნება აკრედიტაციის დებულებით.
სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ან სტუდენტთა
ადგილების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
ცენტრისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი
განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
12. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ასევე ახლებურად ყალიბდება „განათლების ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, კერძოდ:
,,მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის
გასვლის სამართლებრივი შედეგები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/
აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების
უფლება;
ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი
ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით,
გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის
გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე,
ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ კანონის 22-ე მუხლის მე11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის
არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის
გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის
განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს
მობილობის უფლებით;
დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით
რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში, აკრედიტაციის
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება აქვს მიმდინარე სასწავლო
სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და
მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის
განმავლობაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს
მობილობის უფლებით.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ხელახალ
აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრძელებს ამ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
ავტორიზებულ რეჟიმში განხორციელებას;
ბ) მოსწავლე უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე
ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამაზე.
აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეზღუდება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და
ქართულ
ენაში
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
სტუდენტების/
აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღება.
ასევე, სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
დაქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავე კანონის შესაბამისად,
აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში)
გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში შეუჩერდება
სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
13. წარმოდგენილი პროექტით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის გარდამავალ დებულებებში მოცემულ 322 მუხლს დაემატება მე-4-მე-9 პუნქტები. კერძოდ,
კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში, განისაზღვრება, რომ 2022 წლის 1
თებერვლის მდგომარეობით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის
განისაზღვრება აკრედიტაციის მოქმედების ვადა და შესაბამისად, ხელახალი აკრედიტაციის
ვადები, კერძოდ სწავლის სფეროების მიხედვით განხორციელდება საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის ვადების გადანაწილება 2022-2028 წლებზე. ამასთან, დადგინდება,
რომ თუკი აღნიშნული გადანაწილების შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამაზე ორ წელზე
მეტი ვადით უმცირდება მიმდინარე აკრედიტაციის ვადა, აღნიშნულ პროგრამას არ მოუწიოს
ხელახალი აკრედიტაციის გავლა და იგი აკრედიტებულად უნდა ჩაითვალოს მისი კლასტერის
პროგრამების მომდევნო აკრედიტაციის ვადამდე. ასევე, განისაზღვრება ავტორიზებულ რეჟიმში
მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო განაცხადების წარდგენის ვადები და
ამ სტატუსით პროგრამის განხორციელების ვადა. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება არააკრედიტებულ
რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს ამ პროგრამის
სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის
გასვლის შემდგომ, არააკრედიტებულ რეჟიმში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელება იქნება დაუშვებელი.
წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, კლასტერული აკრედიტაციის ვადები არ
გავრცელდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა აკრედიტაცია
განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა
ორგანიზაციამ და ცენტრის მიერ განხორციელდა მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება, რადგან
საერთაშორისო აკრედიტაციის აღიარებული პროგრამის აკრედიტაციის ვადა არ უნდა იყოს
დამოკიდებული შესაბამისი კლასტერის ვადაზე და უნდა იყოს აკრედიტებული იმ ვადით,
რომელიც მიანიჭა უცხოურმა ორგანიზაციამ.
ასევე, ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევებში საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაციის ვადა
უმცირდებათ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იმ აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამებისათვის, რომელთა აკრედიტაციით შეფასება განხორციელდა ახალი აკრედიტაციის
სტანდარტების პირობებში (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის
ბრძანება №09/ნ) და 2 წელზე მეტი ვადით უმცირდებათ აკრედიტაცია, მათ აკრედიტაციის
მოქმედი ვადები გაუხანგრძლივდებათ არაუმეტეს 4 წლის ვადით. წარმოდგენილი ცვლილებების
შედეგად, საერთო ჯამში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების (1584 პროგრამა) 52%
საგანმანათლებლო პროგრამას (823 პროგრამა) ეზრდება აკრედიტაციის ვადა, ხოლო 22%
საგანმანათლებლო პროგრამას (354 პროგრამა) უმცირდება აკრედიტაციის ვადა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა მისი გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროული ამოქმედება. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შემდეგ მიზეზთა
გათვალისწინებით:
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განახლებისა და
განვითარების მიზნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში
მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სრულად იყოს
ჰარმონიზებული ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან, მნიშვნელოვანია
აკრედიტაციის არსებული სისტემის განვითარება. კერძოდ, აღნიშნული გულისხმობს
ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის ცვლილებას და
კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას. აკრედიტაციის ახალი სისტემა არსებითად შეუწყობს
ხელს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის განვითარებას, ასევე,
უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რესურსების დაზოგვას.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას წინ უძღოდა მთელი
რიგი ღონისძიებები, რომელიც განხორციელდა 2021 წლის განმავლობაში. კერძოდ, შემუშავდა
უმაღლესი განათლების ჰუმანიტარული სფეროს ხუთი დარგობრივი მახასიათებელი, შემუშავდა
კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების პროექტები, სამ უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
განხორციელდა
კლასტერული
აკრედიტაციის
სტანდარტებისა და პროცედურების პილოტირება, განხორციელდა აკრედიტაციის ექსპერტთა
კორპუსის ატესტაცია, ახალი ექსპერტების კორპუსში შეყვანის მიზნით გამოცხადდა შესაბამისი
კონკურსები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლების სფეროს
ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან განხილულ იქნა კლასტერული აკრედიტაციის
მთლიანი პროცესი.
ზემოაღნიშნული გაწეული სამუშაოების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ ქვეყანაში
თანმიმდევრულად დაინერგოს 2022-2028 წლებში კლასტერული აკრედიტაციის პროცესი,
მნიშვნელოვანია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნეს 2021 წელს.
რასაც მოჰყვევა, კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ინიციირება
და დამტკიცება. ხოლო, თუკი, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნება
მიღებული 2021 წელს, 2022 წლიდან შეუძლებელი გახდება ქვეყანაში კლასტერული
აკრედიტაციის დანერგვა, რაც შესაბამისად გამოიწვევს მინიმუმ 1 წლით მთელი რიგი
აქტივობების (როგორიცაა, მაგალითად: ახალი სტანდარტების, პროცედურების ძალაში შესვლა,
ახალ ექსპერტთა კორპუსის ფორმირება, სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის
განახლებული მექანიზმების ამოქმედება, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა და სხვა) გადავადებას. ამდენად, ქვეყანაში
კლასტერული აკრედიტაციის პროცესის დროული წარმართვისათვის, აუცილებელია
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული
წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცენტრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებით სახსრების გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და ასევე, აღნიშნული
აქტივობების გასაწევი ხარჯები იფარება ცენტრის საკუთარი შემოსავალიდანაც. უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს პირიქით, მოუწევთ საგანმანათლებლო პროგრამების
დაჯგუფება და შესაბამისად, უფრო ნაკლები თანხის გადახდა, რადგან ცენტრი ერთ კლასტერში
დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ჩართავს იმაზე
ნაკლებ ექსპერტს, ვიდრე ჩართავდა დღეს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. დღეს არსებული
რეგულაციებით, ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება ხორციელდება 4-5 ექსპერტის
მიერ. წარმოდგენილი ცვლილებებით, როდესაც კლასტერის განაცხადში გათვალისწინებული
იქნება მაგალითად 6 საგანმანათლებლო პროგრამა, მისი შეფასებისთვის ცენტრი
გაითვალისწინებს არა 24-30 ექსპერტს (თითო პროგრამაზე 4-5 ექსპერტი), არამედ მაქსიმუმ 8
ექსპერტს. შესაბამისად, აღნიშნულის ხარჯზე, აკრედიტაციის საფასური ყოველ მომდევნო
დამატებულ პროგრამაზე შემცირდება გარკვეული პროცენტით (დაახლოებით 10-20%).
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ განცხადებების
მიღებას ან ცენტრისთვის კლასტერული აკრედიტაციის შემდგომ დანახარჯებს, აღნიშნული
მომსახურებისათვის განკუთვნილი შემოსავლების ხარჯზე, დანახარჯები დაიფარება ცენტრის
საკუთარი შემოსავლებიდან.
დღეს არსებული აკრედიტაციის სისტემის პირობებში, საშუალოდ, ცენტრში წელიწადში
შემოდის 200-250 სააკრედიტაციო განაცხადი. კლასტერული აკრედიტაციის სისტემის
პირობებში, აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული იქნება, რომ ერთი სააკრედიტაციო
განაცხადი შესაძლოა აერთიანებდეს არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამას. მოცემულ
შემთხვევაში, ბუნებრივია საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა არ იცვლება,
კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლით იცვლება სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენის
მეთოდოლოგია. შესაბამისად, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა არ გამოიწვევს საგანმანათლებლო
პროგრამების რაოდენობის შემცირებას.
რაც შეეხება უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ინსტიტუციურ და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას, უნდა აღინიშნოს, რომ
ადმინისტრირების ნაწილში ცენტრი უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსით
მომსახურების,
სერვისის
გაწევას.
ცენტრის
სარგებელი,
სავარაუდო
შემოსავალი
დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყნებიდან წამოსულ მოთხოვნაზე. აღნიშნული ფუნქციის
შესასრულებლად ცენტრს არ მოუწევს დამატებითი ექსპერტების დაქირავება. მოცემულ
შემთხვევაში ექსპერტების ანაზღაურება გათვალისწინებული იქნება შესაბამისი მომსახურების
საფასურში, რომელსაც გადაიხდის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება.
გარდა ამისა, პროექტით გათვალსიწინებულია ცვლილება, რომლის საფუძველზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას
ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს 1 წლისა და არაუგვიანეს 9 თვით ადრე აცნობოს
ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ. აღნიშნული ფუნქციის შესრულება დღესაც აქვს ცენტრს,
რომელიც ამ ფუნქციის შესრულებისას იყენებს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემიდან გამოთხოვილ ინფორმაციას. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას არანაირი დამატებითი ხარჯი არ ექნება,
შეიცვლება მხოლოდ ადრესატი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის და აკრედიტაციის დებულებებით დადგენილი წესისა
და პროცედურების შესაბამისად, ცენტრი განახორციელებს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ და მათი საგანმანათლებლო პროგრამების
შეფასებას. აღნიშნული მომსახურების შედეგად ცენტრი მიიღებს დამატებით შემოსავალს,
ცენტრი მიღებული შემოსავლებიდან ვალდებულია არაუმცირეს 10% მიმართოს სახელმწიფო
ბიუჯეტში, ამიტომ ამ ნაწილში კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დადებით გავლენას იქონიებს. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს
საერთაშორისო დონეზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
რეპუტაციის ამაღლებასა და ცნობადობის გაზრდაზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია, რომ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ აკრედიტებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამა.
აღსანიშნავია,
რომ
საგანმანათლებლო
სივრცეში
არააკრედიტებული პროგრამების წილი არის მხოლოდ 10% და დაგეგმილი ცვლილებებით, 6
წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება მათი აკრედიტაცია. ასევე, გასათვალისწინებელია,
რომ წლის განმავლობაში 70-მდე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ისედაც შემოდის
სააკრედიტაციოდ. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ცენტრი მნიშვნელოვან ფინანსურ
სარგებელს არ ელოდება.
წარმოდგენილი ცვლილებით, აკრედიტაციის ვადა ხანგრძლივდება 4 წლიდან 7 წლამდე.
ასევე, 4 წლამდე ხანგრძლივდება პირობითი აკრედიტაციის ვადა. აღნიშნული რეგულაციით
ახალი პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს 7 წლიან აკრედიტაციას, თუ მისი
სააკრედიტაციო განაცხადი წარმოდგენილი იქნება კლასტერულად. იმ შემთხვევაში, თუკი,
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება სურვილი, რომ დაიმატოს ახალი პროგრამა,
რომლის კლასტერსაც აკრედიტაცია უწევს შემდგომ წლებში, ამ პროგრამის აკრედიტაციის ვადა
იქნება 7 წელზე ნაკლები, მაგალითად 5, 4, 3 ან 2 წელი. შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით
დაბალანსებული იქნება მისაღები თანხების შემცირების საკითხი. ამასთან, 7 წლიანი
აკრედიტაციის ფარგლებში ცენტრის მიერ დაგეგმილი იქნება მინიმუმ ერთი შუალედური
შეფასების განხორციელება თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის გზით, რომლისთვისაც
საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება აკრედიტაციის განახლებულ საფასურში.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ცვლილების საფუძველზე, კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში, სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ცალ-ცალკე აღარ შექმნის თითოეული
პროგრამისთვის აკრედიტაციის ჯგუფებს. რამდენიმე პროგრამისთვის შეიქმნება ერთი ჯგუფი,
რითაც დაიზოგება ექსპერტთა ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხები. კერძოდ,
ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს, დარგის ექსპერტებს, რომელსაც
მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია. დღეს მოქმედი რეგულაციების ფარგლებში,
როდესაც წლის განმავლობაში სააკრედიტაციოდ შემოდის სხვადასხვა სფეროს 200-250
საგანმანათლებლო პროგრამა, წლის განმავლობაში ცენტრს უწევს 400-მდე ექსპერტის
გადამზადება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ცენტრში ყოველწლიურად შემოვა წინასწარ
დადგენილი ერთი ან რამდენიმე სფეროს 150-200 საგანმანათლებლო პროგრამის სააკრედიტაციო
განაცხადი. შესაბამისად, წლის განმავლობაში ცენტრის მიერ მოხდება 200-მდე ექსპერტის
გადამზადება, რაც გამოიწვევს ცენტრის ადამიანური რესურსისა და შესაბამისად
ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვას.
ამასთან, უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ინსტიტუციურ და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებასთან დაკავშირებით, უნდა
აღინიშნოს, რომ ადმინისტრირების ნაწილში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსით მომსახურების,
სერვისის გაწევას. ცენტრის სარგებელი, სავარაუდო შემოსავალი დამოკიდებულია სხვადასხვა
ქვეყნებიდან წამოსულ მოთხოვნაზე. აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად ცენტრს არ
მოუწევს დამატებითი ექსპერტების დაქირავება.
რაც შეეხება, ცვლილებას, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილი იქნება განახორციელოს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამას, უნდა აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში არააკრედიტებული
პროგრამების წილი არის მხოლოდ 10% და დაგეგმილი ცვლილებებით, 6 წლის განმავლობაში
ეტაპობრივად მოხდება მათი აკრედიტაცია. ამასთან, წლის განმავლობაში 70-მდე ახალი
საგანმანათლებლო პროგრამა ისედაც შემოდის სააკრედიტაციოდ. შესაბამისად, აღნიშნული
ცვლილება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების
გამოყოფასთან. აღნიშნულ ცვლილებასთან მიმართებით, რაც შეეხება სახელმწიფო გრანტის
გაცემის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო გრანტი გაიცემა არა პროგრამაზე, არამედ
სტუდენტზე. შესაბამისად, აკრედიტაციის სავალდებულოობა არ გამოიწვევს სახელმწიფო
გრანტებისთვის გათვალისწინებული თანხების შემცირებას ან გაზრდას. ის რაოდენობა
სტუდენტებისა, რომლებიც იღებდნენ დღეს სახელმწიფოს გრანტს, იგივე რაოდენობა მიიღებს ამ
ცვლილებების შემდეგაც, რადგან დაფინანსება სახლწიფოს მიერ გაიცემა სტუდენტზე და არა
საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნული ცვლილებით, სტუდენტს უფართოვდება არჩევანის
შესაძლებლობა, თუ რომელ აკრედიტებულ პროგრამაზე წაიღოს მისი კუთვნილი სახელმწიფო
დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ცვლილების ეტაპზე არაკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხულ,
როგორც აქტიურ, ასევე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე აღნიშნული რეგულაციები არ
გავრცელდება. შესაბამისად, აკრედიტაციის სამართლებრივ შედეგებს ვერ ექნება უკუძალა.
შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან 7 985 სტუდენტისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა არ
იქნება საჭირო.
რაც შეეხება აკრედიტაციის ვადის გაზრდას, უნდა აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის
მოქმედი საფასური მოიცავს კონკრეტული აქტივობებისთვის გასაწევ ხარჯებს. შესაბამისად,
წლის განმავლობაში რამდენი პროგრამაც შემოვა სააკრედიტაციოდ, პირდაპირ პროპორციულია
მასზე გასაწევი ხარჯიც. ამიტომ, პროგრამებზე აკრედიტაციის ვადის გაზრდა არ გამოიწვევს სსიპ
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის დამატებითი ხარჯების
გამოყოფას. საფასურში ადმინისტრაციული ხარჯი არის მხოლოდ 600 ლარი. შესაბამისად,
პროგრამებს აკრედიტაციის ვადა გაეზრდებათ თუ შეუმცირდებათ, ეს ცენტრის შემოსავლებზე
გავლენას არ ახდენს.
წარმოდგენილი ცვლილების პროექტით აღმოიფხვრება ის პრაქტიკა, რომლის
თანახმადაც, როდესაც პროგრამას სემესტრის მიმდინარეობისას გასდიოდა აკრედიტაციის ვადა,
სტუდენტებს ხშირად ან უჩერდებოდათ სტუდენტის სტატუსი, ან აგრძელებდნენ სწავლას,
მაგრამ ვეღარ იღებდნენ სახელმწიფო დაფინანსებას.
წინამდებარე ცვლილებით სტუდენტი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე
სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღებს სახელმწიფო
დაფინანსებას. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო გრანტი გაიცემა სტუდენტზე და არა
საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუკი, პროგრამას გასდის აკრედიტაციის ვადა, სტუდენტს აქვს
შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს მობილობით და გადავიდეს სხვა აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე და გადაიტანოს სახელმწიფო დაფინანსება. შესაბამისად,
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაცია არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების
გამოყოფას სახელმწიფო ბუჯეტიდან.
კანონპროექტის საფუძველზე, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს
1 წლისა და არაუგვიანეს 9 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.
აღნიშნულ ფუნქციას დღეის მდგომარეობით ასრულებს ცენტრი, რომელიც ამ ფუნქციის
შესრულებისას იყენებს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილ
ინფორმაციას. შესაბამისად, შეიცვლება მხოლოდ ადრესატი. აქედან გამომდინარე,
წარმოდგენილი ცვლილება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ამასთან, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა
მოცემული ეტაპისთვის არ გამოიწვევს პროგრამაზე სტუდენტების არც შემცირებას და არც
გაზრდას. აღნიშნული რეგულაცია ფინანსურად დამატებით არ დააწვება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას, რადგან ამ აქტივობის განხორციელებას ცენტრი
უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსებით. შესაბამისად, ცენტრისთვის აღნიშნული
რეგულაცია არ გამოიწვევს ხარჯვითი ნაწილის გაზრდას.
რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის გაზრდის განაცხადის წარმოდგენისას, იგი გადაიხდის შესაბამის
საფასურს. აღნიშნული საფასურიდან მოხდება ექსპერტებისთვის შესაბამისი ანაზღაურების
გაცემა. წარმოდგენილი ცვლილებით ფასდება, თუ რამდენი სტუდენტისთვის შეუძლია უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს
ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთი სააკრედიტაციო განაცხადის ფარგლებში წარმოადგინონ
რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა. აღნიშნული მიდგომით, დაწესებულებებს მოუწევთ არა
ცალ-ცალკე თვითშეფასების ანგარიშების მომზადება, არამედ ერთი თვითშეფასების შემუშავება.
კლასტერული აკრედიტაციის დანერგვამდე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას თუ
უნდა გადაეხადა აკრედიტაციის საფასური თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ცალცალკე 8356 ლარი, კლასტერულის ფარგლებში იგი გადაიხდის რამდენიმე პროგრამისთვის
გაერთაინებულ თანხას, რომელიც ახლანდელ საფასურთან შედარებით მინიმუმ 30% შეუმცირებს
აკრედიტაციის ჯამურ საფასურს რამდნენიმე საგანმანათლებლო პროგრამის არსებობისას.
რაც შეეხება უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ინსტიტუციურ და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას, უნდა აღინიშნოს, რომ
ადმინისტრირების ნაწილში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსით მომსახურების, სერვისის გაწევას.
აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად ცენტრს არ მოუწევს დამატებითი ექსპერტების
დაქირავება. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტების ანაზღაურება გათვალისწინებული იქნება
შესაბამისი მომსახურების საფასურში, რომელსაც გადაიხდის შესაბამისი საგანმანათლებლო
დაწესებულება.
წარმოდგენილი
ცვლილებით,
ასევე
გათვალისწინებულია,
რომ
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ აკრედიტებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამა. ვინაიდან, საგანმანათლებლო სივრცეში არააკრედიტებული
პროგრამების წილი არის მხოლოდ 10% და დაგეგმილი ცვლილებებით, 6 წლის განმავლობაში
ეტაპობრივად მოხდება მათი აკრედიტაცია, ეს განსაკუთრებული ფინანსური ტვირთი არ იქნება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ,
რომ წლის განმავლობაში 70-მდე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ისედაც შემოდის
სააკრედიტაციოდ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არაკრედიტებული პროგრამები
ნაწილდება 64 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. შესაბამისად, საშუალოდ ერთ
დაწესებულებაზე გამოდის 3 საგანმანათლებლო პროგრამა წლის განმავლობაში.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის საფუძველზე, საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, განაცხადით დაიმატოს მხოლოდ პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები,
მოკლე
ციკლის
საგანმანთლებლო
პროგრამა/პროგრამები ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები (და არა აკადემიური
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები), ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების დამატება განხორციელდება აკრედიტაციის გზით. დაწესებულებას ექნება
შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, დაიმატოს მისთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა
აკრედიტაციის გზით. შესაბამისად, აღნიშნულ ცვლილებას ფინანსური გავლენა არ ექნება
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
წარმოდგენილი ცვლილებით, ხანგრძლივდება აკრედიტაციის და პირობითი
აკრედიტაციის ვადა. აღნიშნული რეგულაციით ახალი პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში
მიიღებს 7 წლიან აკრედიტაციას, თუ მისი სააკრედიტაციო განაცხადი წარმოდგენილი იქნება
კლასტერულად. იმ შემთხვევაში, თუკი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება
სურვილი, რომ დაიმატოს ახალი პროგრამა, რომლის კლასტერსაც აკრედიტაცია უწევს შემდგომ
წლებში, ამ პროგრამის აკრედიტაციის ვადა იქნება 7 წელზე ნაკლები, მაგალითად 5, 4, 3 ან 2
წელი. ამასთან, 7 წლიანი აკრედიტაციის ფარგლებში ცენტრის მიერ დაგეგმილი იქნება მინიმუმ
ერთი შუალედური შეფასების განხორციელება თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის გზით,
რომლისთვისაც საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება აკრედიტაციის განახლებულ
საფასურში. შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით დაბალანსებული იქნება დაწესებულების მიერ
გასაწევი თანხების შემცირების საკითხი.
დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა
მოცემული ეტაპისთვის არ გამოიწვევს პროგრამაზე სტუდენტების არც შემცირებას და არც
გაზრდას. აღნიშნული რეგულაცია ფინანსურად დამატებით არ დააწვება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას, რადგან ამ აქტივობის განხორციელებას ცენტრი
უზრუნველყოფს
არსებული
ადამიანური
რესურსებით.
შესაბამისად,
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აღნიშნული რეგულაცია არ გამოიწვევს ხარჯვითი
ნაწილის გაზრდას. წარმოდგენილი ცვლილებით ფასდება, თუ რამდენი სტუდენტისთვის
შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს
შექმნა.
ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში,
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება ექნება მიმდინარე
სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე
და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის
განმავლობაში სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილი იქნება
ისარგებლოს მობილობის უფლებით. აღნიშნული რეგულაცია მოცემული ეტაპისთვის არ
გამოიწვევს პროგრამაზე სტუდენტების არც შემცირებას და არც გაზრდას. აღნიშნული
რეგულაცია ფინანსურად დამატებით არ დააწვება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას,
რადგან ამ აქტივობის განხორციელებას ცენტრი უზრუნველყოფს არსებული ადამიანური
რესურსებით. შესაბამისად, არც ცენტრისთვის და არც უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის აღნიშნული რეგულაცია არ გამოიწვევს ხარჯვითი ნაწილის გაზრდას.
ამასთან, ცვლილება დადებითად აისახება იმ სტუდენტებზე, რომლებიც არ
სარგებლობდნენ მობილობის უფლებით და თვითდაფინანსებით აგრძელებდნენ სწავლას
არააკრედიტებულ პროგრამაზე. ცვლილების შემდგომ აღნიშნულ სტუდენტებს აღარ მოუწევთ
ერთი სემესტრის საფასურის გადახდა. რაც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს
სტუდენტებზე.
ამასთან, რადგან იმ სემეტრში, როდესაც პროგრამამ ვერ გაიარა აკრედიტაცია სტუდენტს
შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს გრანტით, არ შეიჩერებს სტატუსს და იმავე სემესტრში არ
გადავა მობილობით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საგანმანათლებლო
დაწესებულება ამ სემესტრში მიიღებს შემოსავალს. აღნიშნული გარემოება მოახდენს დადებით
გავლენას დაწესებულების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დღეს არსებული აკრედიტაციის სისტემის პირობებში, საშუალოდ, სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წელიწადში შემოდის 200-250 სააკრედიტაციო
განაცხადი. კლასტერული აკრედიტაციის სისტემის პირობებში, აკრედიტაციის დებულებით
განსაზღვრული იქნება, რომ ერთი სააკრედიტაციო განაცხადი შესაძლოა აერთიანებდეს
არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამას. ცვლილების შედეგად არ იცვლება
საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა, კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლით
იცვლება სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენის მეთოდოლოგია. როდესაც არაუმეტეს 8
საგანმანათლებლო პროგრამა იქნება დაჯგუფებული ერთ განაცხადში, აკრედიტაციის საფასური
გამოანგარიშებული იქნება შემდეგი პრინციპით: განსაზღვრული იქნება ერთი საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის საფასური, რომელიც იქნება დაახლოებით იგივე, რაც დღეს არის
დადგენილი აკრედიტაციის დებულებით და თითო დამატებულ პროგრამაზე დაემატება
საფასურის პროცენტული რაოდენობა. დღეს იგივე პრინციპი მოქმედ დებულებაშიც გვაქვს,
სადაც მოცემულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
არაუმეტეს ათი კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი იქნება დეტალურ სფეროში
არსებულ ერთი და იმავე სწავლის სფეროს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის
საგანმანათლებლო
პროგრამები
(შემდეგი
სახით
დაჯგუფებული:
ა)
ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა;
ბ)
ბაკალავრიატი/მაგისტრატურა;
გ)
ბაკალავრიატი/დოქტორანტურა;
დ)
მაგისტრატურა/დოქტორანტურა),
წარმოდგენილი
თითოეული
საგანმანათლებლო
პროგრამისთვის
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
აკრედიტაციის საფასური მცირდება 10%-ით.
ბ1) კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა - განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.