„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების
დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და
რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით
გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა
და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას (შემდგომ აკრედიტაციის დებულება).“.
3. 491-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია
აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
4. 563 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტორიზაციის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს,
აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს
სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის
562 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
5. 564-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების
შემთხვევაში
იურიდიული
პირი
უფლებამოსილია,
საგანმანათლებლო
დაწესებულების იგივე სტატუსის მოპოვების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან
ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“.
6. 63-ე მუხლის:
ა) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის) აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის
მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით
დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
(გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია
განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა
ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აღიარებულია
აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
4.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
(გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა) და ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ
აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“.
7. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს. აკრედიტაციის ექსპერტთა
ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.“.
8. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 66. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის
დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის
საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადაა 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა,
რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში,
როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ
საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ
წარდგენილ
საგანმანათლებლო
პროგრამას
აკრედიტაცია
ენიჭება
აღნიშნული
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი
აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცენტრში
სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც
აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ
საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ
წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადისა.
ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია
უქმდება.
4. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში
აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი
წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს
აკრედიტაციის სტანდარტებს.
5. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და ყოველი მომდევნო
აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა
ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს.
6. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ
შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
7. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამასთან მიმართებით, აკრედიტაციის საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა ან ,,ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, აკრედიტაციის საბჭო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის
შესაბამისად, განსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის
ვადის განმავლობაში.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/
აბიტურიენტების/მაგისტრანტობის
კანდიდატების/დოქტორანტობის
კანდიდატების
მიღების უფლება, რომელზეც უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, გაუუქმდა აკრედიტაცია ან
აკრედიტაციის ვადა ამოეწურა;
ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11
პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის
არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი
სახელმწიფო
დაფინანსების
დარჩენილი
ოდენობა
გადაიტანოს
ამ
უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე, ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის
შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის
შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების
შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში
უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის
უფლებით;
დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს
მობილობის უფლებით;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით
რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
9. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში,
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება აქვს მიმდინარე
სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო
პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. მიმდინარე სასწავლო სემესტრის
დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის
უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
10. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, აგრეთვე იმ სტუდენტთა ადგილების
რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე.“.
მუხლი 2. საქართველოს
კანონქვემდებარე აქტებში
არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
განათლებისა
ცვლილებები
და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის
განახორციელოს კანონის ამოქმედებიდან
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2022 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის
ცვლილების შესაბამისად, კლასტერული აკრედიტაციის მოდელის (Cluster Accreditation)
იმპლემენტაციის მიზნით, წარმოდგენილია ცვლილებების განხორციელება ,,განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ კანონში წარმოდგენილი
ცვლილებების პროექტის შესაბამისად, თანმდევი სახით ცვლილებები უნდა აისახოს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი
ითვალისწინებს „აკრედიტაციის“ დეფინიციას, რომლის თანახმად, აკრედიტაციის
სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო
პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის
ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის
მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო
დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო
პროგრამის განხორციელება. მნიშვნელოვანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის დეფინიციის ცვლილება.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს, როგორც აკრედიტებულ,
ასევე, არააკრედიტებულ რეჟიმში (გარდა რეგულირებადი და დოქტორანტურის
საგანმანათლებო პროგრამებისა). აქედან გამომდინარე, დაწესებულებას შეუძლია
ავტორიზაციის გზით დაიმატოს ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა
რეგულირებადი და სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა) და აღნიშნულ პროგრამაზე
განახორციელოს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატების მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილების შედეგად, საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილი აღარ იქნება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების დამატება და განხორციელება მოახდინოს ავტორიზაციის გზით.
2. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება,
რომლისთვისაც ამ კანონით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ
აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცვლილების განხორციელებას საჭიროებს კანონის 491-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რადგან
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყოს მხოლოდ
აკრედიტაციის გზით.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 563 მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, ავტორიზაციის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება
აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის 562 მუხლის 31 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, აკრედიტაციის პროცესი
იქნება ყველა სახის (რეგულირებადი ან არარეგულირებადი) და საფეხურის (ბაკალავრიატი,
მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისთვის
აუცილებელი წინაპირობა, მიზანშეწონილია 563 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და
ჩამოყალიბდეს ახლებურად და გათვალისწინებული იყოს, რომ ავტორიზაციის შედეგად
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მხოლოდ აკრედიტირებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და
გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მიზანშეწონილია, სახელმწიფო ენდობოდეს და აღიარებდეს მხოლოდ იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების შემდგომ მინიჭებულ კვალიფიკაციას, რომელიც შეფასებულია
აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ყველა
საფეხურისა და სახის, ასევე ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის
სავალდებულო
იყოს
აკრედიტაციის
გავლა,
რათა
აღნიშნულ
პროგრამებზე
უზრუნველყოფილი იყოს განათლების უფრო მაღალი ხარისხი. შესაბამისად, აღნიშნული
ცვლილება ხელს შეუწყობს, როგორც საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის
ამაღლებას, ასევე საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების უცხოეთში აღიარების
პროცესისადმი სანდოობის ხარისხის ამაღლებას. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ
აკრედიტაციის სავალდებულოობა, არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების მობილიზებას.
4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 564 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედი
რედაქციის თანახმად, ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს
ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს, რომ საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენის 1 წლიანი
შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც დაწესებულებას იმავე სტატუსის
ხელახლა მოპოვებაზე შემოაქვს 1 წლის განმავლობაში საავტორიზაციო განაცხადი, რომლის
მინიჭებაზეც ეთქვა უარი ან რომელიც მას მონიტორინგის წარმოების შედეგად გაუუქმდა.
5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი
გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების,
ვეტერინარის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების,
აგრეთვე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამისა) განხორციელება
შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
გამომდინარე იქიდან, რომ აკრედიტაციის გავლა უნდა გახდეს სავალდებულო ყველა სახისა
და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის (გარდა საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა), კანონში მიზანშეწონილია დაზუსტდეს
ჩანაწერი, რომელიც მიემართება გრანტის გაცემას. ასევე უნდა დაზუსტდეს ყველა ის ჩანაწერი,
რომელიც დააზუსტებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის ერთობლივი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის გავლის სავალდებულოობას.
6. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლში შესატანი
ცვლილებების
საჭიროება
გამომდინარებს
აკრედიტაციის
სავალდებულოობიდან
გამომდინარე. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა შეეზღუდოს უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე
და
ქართულ
ენაში
მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე
სტუდენტების/აბიტურიენტების/მაგისტრანტობის
კანდიდატების/დოქტორანტობის
კანდიდატების მიღება. ასევე, სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე, ამავე კანონის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის
(ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან
აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში
შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უნდა შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი და ის
უფლებამოსილი უნდა იყოს ისარგებლოს მობილობის უფლებით.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ რადგან აკრედიტაცია წარმოდგენილი კანონპროექტის
მიხედვით ხდება სავალდებულო, იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებულების გადაწყვეტილებით
რაიმე მიზეზით აღარ იქნება წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი
რეაკრედიტაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრში, საგანმანათლებლო პროგრამა
აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს და სტუდენტები იქნებიან
უფლებამოსილი, ისარგებლონ მობილობით. ვინაიდან დაწესებულების აკადემიური
კალენდრის მიხედვით დაგეგმილი საგანმანათლებლო პროცესის დასრულების ვადები
შესაძლებელია არ დაემთხვეს პროგრამის ვადის ამოწურვის ვადას, მიზანშეწონილია,
არსებობდეს მექანიზმი, რომელიც მისცემს საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე
სტუდენტებს დაასრულონ სასწავლო და საგამოცდო პროცესი და შემდეგ ისარგებლონ
მობილობით. ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ ამ კანონის 66-ე მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი,
რომელიც გაითვალისწინებს, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის
შემთხვევაში, სტუდენტების უფლებას, რაც მისცემთ საშუალებას მიმდინარე სასწავლო
სემესტრის დასრულებამდე, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სწავლა
გააგრძელოს და დაასრულოს აკადემიური სემესტრი იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და
მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება.
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადები დამოკიდებული უნდა იყოს
პროგრამების შესაბამისი კლასტერის აკრედიტაციის ვადებზე. შესაბამისად, ახალი
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადა უნდა გახანგრძლივდეს 4 წლიდან 7
წლამდე. ყველა მოქმედ და ასევე ახალ საგანმანათლებლო პროგრამას, აკრედიტაცია უნდა
მიენიჭოს 7 წლის ვადით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ცენტრში წარდგენილი იქნება
სააკრედიტაციო განაცხადი იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სფეროს
საგანმანათლებლო პროგრამებსაც იმავე წელს არ უწევს განმეორებითი აკრედიტაცია, ასეთ
საგანმანათლებლო პროგრამას იმ ვადით მიენიჭება აკრედიტაცია (გარდა პირობითი
აკრედიტაციისა), რაც დარჩენილია ამ საგანმანათლებლო პროგრამის სფეროს - კლასტერის
აკრედიტაციამდე. შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით უზრუნველყოფილი იქნება, რომ
ერთი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს, ერთიდაიგივე კალენდარული წლის
განმავლობაში მოუწევთ აკრედიტაციის პროცესის გავლა.
ასევე, უნდა გახანგრძლივდეს პირობითი აკრედიტაციის ვადა. კერძოდ, პირობითი
აკრედიტაციის მაქსიმალური ვადა მიზანშეწონილია იყოს 4 წელი. იმის გათვალისწინებით,
რომ პირობითი აკრედიტაცია პროგრამას ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც
საგანმანათლებლო დაწესებულებას პროგრამის გაუმჯობესებისა და რეკომენდაციების
შესასრულებლად მნიშვნელოვანი აქტივობები აქვს განსახორციელებელი, მიზანშეწონილია
პირობითი აკრედიტაციისთვის გონივრული ვადის არსებობა. აღნიშნული მიდგომა კიდევ
ერთხელ შეუწყობს ხელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ სიღრმისეულად
იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე.
მნიშვნელვანია დაზუსტდეს აკრედიტაციის, ასევე პირობით აკრედიტაციის მინიჭების
შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებით შეფასების
პირობები. კერძოდ, აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება
მიღებულ უნდა იქნეს თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად
აკმაყოფილებს
აკრედიტაციის
სტანდარტებს,
ხოლო
პირობითი
აკრედიტაციის
გადაწყვეტილება მიიღება - თუკი საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს
აკრედიტაციის სტანდარტს.
დღეს არსებული ჩანაწერის მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი
მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ
საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს.
ხოლო, პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის
დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო
პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. შესაბამისად,
წარმოდგენილი ცვლილება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ არ მოხდეს დღეს არსებული
საკანონმდებლო ჩანაწერის არაერთგვაროვანი განმარტება, იმის გათვალისწინებით, რომ
აკრედიტაციის
დებულება
ითვალისწინებს
საგანმანათლებლო
პროგრამისთვის
აკრედიტაციის მინიჭებას სხვადასხვა დათქმებით (მაგალითად: ანგარიშის წარმოდგენის
ან/და მონიტორინგის განხორციელების პირობით), თუკი, ეს პროგრამა სრულად არ
აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
ასევე, აუცილებელია იმის აღნიშვნა კანონში, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით
აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტაციის ან პირობითი აკრედიტაციის გადაწყვეტილების
მიღებისას, აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის
დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, რეგულირებად
აკადემიურ
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
დიპლომირებული
მედიკოსის
საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ
რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.
აღნიშნული ცვლილების საჭიროება გამომდინარეობს უმაღლესი განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების ანალიზიდან. მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ მოქმედი რეგულაციების პირობებში, არ ხორციელდება შემოწმება, თუ რა
მეთოდოლოგიის შესაბამისად უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების კონტიგენტის
დაგეგმვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის შესახებ საკითხები საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულია „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონითა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით.
შესაბამისი ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს აღნიშნულ აქტებში. მითითებული
ცვლილებების
საფუძველზე,
შემდგომში
ცვლილებები
შევა
მარეგულირებელ
კანონქვემდებარე აქტებშიც.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს, როგორც აკრედიტებულ,
ასევე, არააკრედიტებულ რეჟიმში (გარდა რეგულირებადი და დოქტორანტურის
საგანმანათლებო პროგრამებისა). აქედან გამომდინარე, დაწესებულებას შეუძლია
ავტორიზაციის გზით დაიმატოს ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა
რეგულირებადი და სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა) და აღნიშნულ პროგრამაზე
განახორციელოს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატების მიღება. ცვლილების
შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი აღარ იქნება, რომ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და განხორციელება მოახდინოს ავტორიზაციის
გზით;
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს
მხოლოდ აკრედიტაციის გზით;
მიზანშეწონილია, ყველა საფეხურისა და სახის, ასევე ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამისთვის სავალდებულო იყოს აკრედიტაციის გავლა, რათა
აღნიშნულ პროგრამებზე უზრუნველყოფილი იყოს განათლების უფრო მაღალი ხარისხი.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს, როგორც საგანმანათლებლო
პროგრამებზე განათლების ხარისხის ამაღლებას, ასევე საქართველოში მინიჭებული
კვალიფიკაციების უცხოეთში აღიარების პროცესისადმი სანდოობის ხარისხის ამაღლებას.
მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის სავალდებულოობა, არ გამოიწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მობილიზებას;
დაკონკრეტდება, რომ საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენის 1 წლიანი შეზღუდვა
ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც დაწესებულებას იმავე სტატუსის ხელახლა
მოპოვებაზე შემოაქვს 1 წლის განმავლობაში საავტორიზაციო განაცხადი, რომლის
მინიჭებაზეც ეთქვა უარი ან რომელიც მას მონიტორინგის წარმოების შედეგად გაუუქმდა;
დაზუსტდება ჩანაწერი, რომელიც მიემართება გრანტის გაცემას. ასევე დაზუსტდება
ყველა ის ჩანაწერი, რომელიც დააზუსტებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ
შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის და ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გავლის სავალდებულოობას;
ვინაიდან დაწესებულების აკადემიური კალენდრის მიხედვით დაგეგმილი
საგანმანათლებლო პროცესის დასრულების ვადები შესაძლებელია არ დაემთხვეს პროგრამის
ვადის ამოწურვის ვადას, მიზანშეწონილია, არსებობდეს მექანიზმი, რომელიც მისცემს
საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს დაასრულონ
სასწავლო და
საგამოცდო პროცესი და შემდეგ ისარგებლონ მობილობით;
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადები დამოკიდებული უნდა იყოს
პროგრამების შესაბამისი კლასტერის აკრედიტაციის ვადებზე. შესაბამისად, ახალი
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადა უნდა გახანგრძლივდეს 4 წლიდან 7
წლამდე. ყველა მოქმედ და ასევე ახალ საგანმანათლებლო პროგრამას, აკრედიტაცია უნდა
მიენიჭოს 7 წლის ვადით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ცენტრში წარდგენილი იქნება
სააკრედიტაციო განაცხადი იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სფეროს
საგანმანათლებლო პროგრამებსაც იმავე წელს არ უწევს განმეორებითი აკრედიტაცია, ასეთ
საგანმანათლებლო პროგრამას იმ ვადით მიენიჭება აკრედიტაცია (გარდა პირობითი
აკრედიტაციისა), რაც დარჩენილია ამ საგანმანათლებლო პროგრამის სფეროს - კლასტერის
აკრედიტაციამდე. შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით უზრუნველყოფილი იქნება, რომ
ერთი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს, ერთიდაიგივე კალენდარული წლის
განმავლობაში მოუწევთ აკრედიტაციის პროცესის გავლა;
მიზანშეწონილია პირობითი აკრედიტაციისთვის გონივრული ვადების არსებობა.
აღნიშნული მიდგომა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს, რომ სიღრმისეულად იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე;
მნიშვნელვანია დაზუსტდეს აკრედიტაციის, ასევე პირობით აკრედიტაციის მინიჭების
შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებით შეფასების
პირობები;
დღეს არსებული ჩანაწერის მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და
ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა
სტანდარტს. ხოლო, პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ
საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ არ მოხდეს დღეს
არსებული
საკანონმდებლო
ჩანაწერის
არაერთგვაროვანი
განმარტება,
იმის
გათვალისწინებით, რომ აკრედიტაციის დებულება ითვალისწინებს საგანმანათლებლო
პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებას სხვადასხვა დათქმებით (მაგალითად: ანგარიშის
წარმოდგენის ან/და მონიტორინგის განხორციელების პირობით), თუკი, ეს პროგრამა
სრულად არ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოქმედი რეგულაციების პირობებში, არ
ხორციელდება შემოწმება, თუ რა მეთოდოლოგიის შესაბამისად უზრუნველყოფს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სტუდენტების კონტიგენტის დაგეგმვას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი პროექტით
განსახორციელებელი ცვლილებებით შეიცვლება კანონის არაერთი ჩანაწერი, რასაც მოჰყვება
მნიშვნელოვანი შედეგები, კერძოდ:
ა) შეიცვლება „აკრედიტაციის“ დეფინიცია, რის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ვეღარ შეძლებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატებას და
განხორციელებას ავტორიზაციის გზით;
ბ) ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელი იქნება
მხოლოდ აკრედიტაციის გზით;
გ) ავტორიზაციის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება ექნება
მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დაკონკრეტდება, რომ საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენის 1 წლიანი შეზღუდვა
ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც დაწესებულებას იმავე სტატუსის ხელახლა
მოპოვებაზე შემოაქვს 1 წლის განმავლობაში საავტორიზაციო განაცხადი, რომლის
მინიჭებაზეც ეთქვა უარი ან რომელიც მას მონიტორინგის წარმოების შედეგად გაუუქმდა;
ე) დაზუსტდება ჩანაწერი, რომელიც მიემართება გრანტის გაცემას. ასევე, დაზუსტდება ყველა
ის ჩანაწერი, რომელიც დააზუსტებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის და ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გავლის სავალდებულოობას;
ვ) აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეზღუდება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
და
ქართულ
ენაში
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
სტუდენტების/აბიტურიენტების/მაგისტრანტობის
კანდიდატების/დოქტორანტობის
კანდიდატების მიღება;
ვ) სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, აკრედიტაციის საბჭოს მიერ
დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე
უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს
გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში შეუჩერდება სტუდენტის
სტატუსი და ის უფლებამოსილი იქნება ისარგებლოს მობილობის უფლებით;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში,
სტუდენტებს უფლება ექნებათ მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე,
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სწავლა გააგრძელონ და დაასრულონ
აკადემიური სემესტრი იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღონ სახელმწიფო
დაფინანსება;
თ) ახალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადა გახანგრძლივდება 4 წლიდან
7 წლამდე;
ი) იმ შემთხვევაში, თუკი ცენტრში წარდგენილი იქნება სააკრედიტაციო განაცხადი იმ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებსაც იმავე
წელს არ უწევს განმეორებითი აკრედიტაცია, ასეთ საგანმანათლებლო პროგრამას იმ ვადით
მიენიჭება აკრედიტაცია (გარდა პირობითი აკრედიტაციისა), რაც
საგანმანათლებლო პროგრამის სფეროს - კლასტერის აკრედიტაციამდე.
დარჩენილია
ამ
კ) გახანგრძლივდება პირობითი აკრედიტაციის ვადა. კერძოდ, პირობითი აკრედიტაციის
მაქსიმალური ვადა იქნება 4 წელი;
ლ) დაზუსტდება აკრედიტაციის, ასევე პირობით აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებით შეფასების პირობები;
მ) ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის
,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამასთან მიმართებით აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტაციის ან პირობითი
აკრედიტაციის
გადაწყვეტილების
მიღებისას,
აკრედიტაციის
საბჭო
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული
რაოდენობის ფარგლებში, რეგულირებად აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრავს სტუდენტთა
ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, შეიცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის დეფინიცია და გაიწერება, რომ
აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების
დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და
რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით
გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. შესაბამისად,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი აღარ იქნება, რომ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და განხორციელება მოახდინოს ავტორიზაციის
გზით.
ამასთან,
მე-7
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ვ“
ქვეპუნქტში
შემოკლდა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის
დებულების
სახელწოდება, რამაც გამოიწვია ცვლილება 63-ე მუხლის 13 პუნქტსა და 64-ე მუხლის პირველ
პუნქტში.
2. წარმოდგენილი პროექტის 491-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია აკრედიტაციის გავლის
შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია
ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად,
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ
აკრედიტაციის გზით.
3. პროექტის მიხედვით, აკრედიტაციის პროცესი იქნება ყველა სახის (რეგულირებადი ან
არარეგულირებადი) და საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)
საგანმანათლებლო
პროგრამის
განხორციელებისთვის
აუცილებელი
წინაპირობა.
შესაბამისად, 563 მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია შეიცვლება და ჩამოყალიბდება ახლებურად,
რომელიც გაითვალისწინებს, რომ ავტორიზაციის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას უფლება აქვს, მხოლოდ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. წარმოდგენილი პროექტით შეიცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 564 მუხლის მე-4 პუნქტი და დაკონკრეტდება, რომ საავტორიზაციო განაცხადის
წარმოდგენის 1 წლიანი შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც
დაწესებულებას იმავე სტატუსის ხელახლა მოპოვებაზე შემოაქვს 1 წლის განმავლობაში
საავტორიზაციო განაცხადი, რომლის მინიჭებაზეც ეთქვა უარი ან რომელიც მას
მონიტორინგის წარმოების შედეგად გაუუქმდა. წარმოდგენილი ცვლილება შესაძლებლობას
აძლევს დაწესებულებას, რომ ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის მოპოვების მიზნით 1 წლის განმავლობაშიც მიმართოს ცენტრს საავტორიზაციო
განაცხადით.
5. გამომდინარე იქიდან, რომ აკრედიტაციის გავლა უნდა გახდეს სავალდებულო ყველა სახისა
და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის (გარდა საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა), კანონში დაზუსტდება ჩანაწერი, რომელიც
მიემართება გრანტის გაცემას. ასევე, დაზუსტდება ყველა ის ჩანაწერი, რომელიც დააზუსტებს
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციის გავლის სავალდებულოობას.
შესაბამისად, შეიცვლება კანონის 63-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები. კერძოდ, სახელმწიფო
სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემა მოხდება მხოლოდ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
(გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო
პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია
განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა
ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აღიარებულია
აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
(გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამებისა) და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
6. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ცვლილებები შედის კანონის 66-ე მუხლში.
კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადები დამოკიდებული უნდა იყოს
პროგრამების შესაბამისი კლასტერის აკრედიტაციის ვადებზე. წარმოდგენილი პროექტით,
ახალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადა გახანგრძლივდება 4 წლიდან 7
წლამდე. შესაბამისად, ყველა მოქმედ და ასევე ახალ საგანმანათლებლო პროგრამას,
აკრედიტაცია მიენიჭება 7 წლის ვადით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ცენტრში წარდგენილი
იქნება სააკრედიტაციო განაცხადი იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სფეროს
საგანმანათლებლო პროგრამებსაც იმავე წელს არ უწევს განმეორებითი აკრედიტაცია, ასეთ
საგანმანათლებლო პროგრამას იმ ვადით მიენიჭება აკრედიტაცია (გარდა პირობითი
აკრედიტაციისა), რაც დარჩენილია ამ საგანმანათლებლო პროგრამის სფეროს - კლასტერის
აკრედიტაციამდე. შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით უზრუნველყოფილი იქნება, რომ
ერთი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს, ერთიდაიგივე კალენდარული წლის
განმავლობაში მოუწევთ აკრედიტაციის პროცესის გავლა.
წარმოდგენილი ცვლილებებით გახანგრძლივდება პირობითი აკრედიტაციის ვადა. კერძოდ,
წარმოდგენილი პროექტით, აკრედიტაციის სტანდარტთან საგანმანათლებლო პროგრამის
ნაწილობრივი შესაბამისობის შინაარსიდან გამომდინარე, განისაზღვრება, რომ პირობითი
წარმოდგენილი ცვლილებებით ხანგრძლივდება პირობითი აკრედიტაციის ვადა. კერძოდ,
წარმოდგენილი პროექტით, აკრედიტაციის სტანდარტთან საგანმანათლებლო პროგრამის
ნაწილობრივი შესაბამისობის შინაარსიდან გამომდინარე, განისაზღვრება, რომ პირობითი
აკრედიტაციის მაქსიმალური ვადა იყოს 4 წელი. აღნიშნული მიდგომა კიდევ ერთხელ
შეუწყობს ხელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ სიღრმისეულად იმუშაონ
რეკომენდაციების შესრულებაზე.
წარმოდგენილი პროექტით დაზუსტდება აკრედიტაციის, ასევე პირობით აკრედიტაციის
მინიჭების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებით
შეფასების პირობები. კერძოდ, აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღება თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად
აკმაყოფილებს
აკრედიტაციის
სტანდარტებს,
ხოლო
პირობითი
აკრედიტაციის
გადაწყვეტილება მიიღება - თუკი საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს
აკრედიტაციის სტანდარტს.
წარმოდგენილი ცვლილება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ არ მოხდეს დღეს არსებული
საკანონმდებლო ჩანაწერის არაერთგვაროვანი განმარტება, იმის გათვალისწინებით, რომ
აკრედიტაციის
დებულება
ითვალისწინებს
საგანმანათლებლო
პროგრამისთვის
აკრედიტაციის მინიჭებას სხვადასხვა დათქმებით (მაგალითად: ანგარიშის წარმოდგენის
ან/და მონიტორინგის განხორციელების პირობით), თუკი, ეს პროგრამა სრულად არ
აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით აკრედიტაციის საბჭოს
მიერ აკრედიტაციის ან პირობითი აკრედიტაციის გადაწყვეტილების მიღებისას,
აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილ
სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, რეგულირებად აკადემიურ
საგანმანათლებლო პროგრამაზე - დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო
პროგრამაზე განსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის
ვადის განმავლობაში.
ამასთან, დეტალურად იქნება გაანალიზებული, აქვს თუ არა დაწესებულებას მედიცინის
დარგობრივი მახასიათებლის გათვალისწინებით, აღნიშნულ პროგრამაზე საკმარისი
ადამიანური, მატერიალური და კლინიკური რესურსები, რომ მიიღოს სტუდენტები. იმ
პირობებში კი, როდესაც დაწესებულებას რეგულირებად პროგრამებზე ცალ-ცალკე ექნება
განსაზღვრული სტუდენტების ზღვრული რაოდენობა, სტუდენტთა კონტიგენტის დადგენის
მეთოდოლოგიის ეფექტურობა და სისწორე იქნება შემოწმებული, როგორც ინსტიტუციურ
დონეზე, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის დონეზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა მისი გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შემდეგ მიზეზთა
გათვალისწინებით:
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განახლებისა და
განვითარების მიზნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში
მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სრულად იყოს
ჰარმონიზებული ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან, მნიშვნელოვანია
აკრედიტაციის არსებული სისტემის განვითარება. კერძოდ, აღნიშნული გულისხმობს
ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის ცვლილებას და
კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას. აკრედიტაციის ახალი სისტემა არსებითად
შეუწყობს ხელს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის
განვითარებას, ასევე, უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
რესურსების დაზოგვას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან კლასტერულ აკრედიტაციაზე
გადასვლას წინ უძღოდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც განხორციელდა 2021 წლის
განმავლობაში. კერძოდ, შემუშავდა უმაღლესი განათლების ჰუმანიტარული სფეროს ხუთი
დარგობრივი მახასიათებელი, შემუშავდა კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და
პროცედურების
პროექტები,
სამ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
განხორციელდა კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების
პილოტირება, განხორციელდა აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია, ახალი
ექსპერტების კორპუსში შეყვანის მიზნით გამოცხადდა შესაბამისი კონკურსები, უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან,
განათლების
სფეროს
ადგილობრივ
და
საერთაშორისო ექსპერტებთან განხილულ იქნა კლასტერული აკრედიტაციის მთლიანი
პროცესი.
ზემოაღნიშნული გაწეული სამუშაოების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ ქვეყანაში
თანმიმდევრულად დაინერგოს 2022-2028 წლებში კლასტერული აკრედიტაციის პროცესი,
მნიშვნელოვანია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნეს 2021 წელს.
რასაც მოჰყვევა,
კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების
ინიციირება და დამტკიცება. ხოლო, თუკი, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები არ
იქნება მიღებული 2021 წელს, 2022 წლიდან შეუძლებელი გახდება ქვეყანაში კლასტერული
აკრედიტაციის დანერგვა, რაც შესაბამისად გამოიწვევს მინიმუმ 1 წლით მთელი რიგი
აქტივობების (როგორიცაა, მაგალითად: ახალი სტანდარტების, პროცედურების ძალაში
შესვლა, ახალ ექსპერტთა კორპუსის ფორმირება, სადოქტორო პროგრამების ხარისხის
უზრუნველყოფის განახლებული მექანიზმების ამოქმედება, საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა და სხვა) გადავადებას.
ამდენად, ქვეყანაში კლასტერული აკრედიტაციის პროცესის დროული წარმართვისათვის,
აუცილებელია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები განხილულ და მიღებულ იქნეს
დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცენტრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებით სახსრების გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და
ასევე, აღნიშნული აქტივობების გასაწევი ხარჯები იფარება ცენტრის საკუთარი
შემოსავალიდანაც. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პირიქით, მოუწევთ
საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფება და შესაბამისად, უფრო ნაკლები თანხის
გადახდა, რადგან ცენტრი ერთ კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის პროცესში ჩართავს იმაზე ნაკლებ ექსპერტს, ვიდრე ჩართავდა დღეს მოქმედი
რეგულაციების შესაბამისად. დღეს არსებული რეგულაციებით, ერთი საგანმანათლებლო
პროგრამის შეფასება ხორციელდება 4-5 ექსპერტის მიერ. წარმოდგენილი ცვლილებებით,
როდესაც
კლასტერის
განაცხადში
გათვალისწინებული
იქნება
მაგალითად
6
საგანმანათლებლო პროგრამა, მისი შეფასებისთვის ცენტრი გაითვალისწინებს არა 24-30
ექსპერტს (თითო პროგრამაზე 4-5 ექსპერტი), არამედ მაქსიმუმ 8 ექსპერტს. შესაბამისად,
აღნიშნულის ხარჯზე, აკრედიტაციის საფასური ყოველ მომდევნო დამატებულ პროგრამაზე
შემცირდება გარკვეული პროცენტით (დაახლოებით 10-20%).
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ განცხადებების
მიღებას ან ცენტრისთვის კლასტერული აკრედიტაციის შემდგომ დანახარჯებს, აღნიშნული
მომსახურებისათვის განკუთვნილი შემოსავლების ხარჯზე, დანახარჯები დაიფარება
ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან.
დღეს არსებული აკრედიტაციის სისტემის პირობებში, საშუალოდ, ცენტრში
წელიწადში შემოდის 200-250 სააკრედიტაციო განაცხადი. კლასტერული აკრედიტაციის
სისტემის პირობებში, აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული იქნება, რომ ერთი
სააკრედიტაციო განაცხადი შესაძლოა აერთიანებდეს არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო
პროგრამას. მოცემულ შემთხვევაში, ბუნებრივია საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
არ იცვლება, კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლით იცვლება სააკრედიტაციო განაცხადის
წარმოდგენის მეთოდოლოგია. შესაბამისად, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა არ გამოიწვევს
საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის შემცირებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
წარმოდგენილი
ცვლილებით
გათვალისწინებულია,
რომ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
უფლებამოსილია
განახორციელოს
მხოლოდ
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო სივრცეში
არააკრედიტებული პროგრამების წილი არის მხოლოდ 10% და დაგეგმილი ცვლილებებით, 6
წლის
განმავლობაში
ეტაპობრივად
მოხდება
მათი
აკრედიტაცია.
ასევე,
გასათვალისწინებელია, რომ წლის განმავლობაში 70-მდე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა
ისედაც შემოდის სააკრედიტაციოდ. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ცენტრი
მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ ელოდება.
წარმოდგენილი ცვლილებით, აკრედიტაციის ვადა ხანგრძლივდება 4 წლიდან 7
წლამდე. ასევე, არაუმეტეს 4 წლამდე ხანგრძლივდება პირობითი აკრედიტაციის ვადა.
აღნიშნული რეგულაციით ახალი პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს 7 წლიან
აკრედიტაციას, თუ მისი სააკრედიტაციო განაცხადი წარმოდგენილი იქნება კლასტერულად.
იმ შემთხვევაში, თუკი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება სურვილი, რომ
დაიმატოს ახალი პროგრამა, რომლის კლასტერსაც აკრედიტაცია უწევს შემდგომ წლებში, ამ
პროგრამის აკრედიტაციის ვადა იქნება 7 წელზე ნაკლები, მაგალითად, 5, 4, 3 ან 2 წელი.
შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით დაბალანსებული იქნება მისაღები თანხების შემცირების
საკითხი. ამასთან, 7 წლიანი აკრედიტაციის ფარგლებში ცენტრის მიერ დაგეგმილი იქნება
მინიმუმ ერთი შუალედური შეფასების განხორციელება თვითშეფასების ანგარიშის
წარმოდგენის გზით, რომლისთვისაც საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება
აკრედიტაციის განახლებულ საფასურში. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება არ
იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილების საფუძველზე, კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში,
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ცალ-ცალკე აღარ შექმნის
თითოეული პროგრამისთვის აკრედიტაციის ჯგუფებს. რამდენიმე პროგრამისთვის შეიქმნება
ერთი ჯგუფი, რითაც დაიზოგება ექსპერტთა ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული
თანხები. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს, დარგის
ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია. დღეს მოქმედი
რეგულაციების ფარგლებში, როდესაც წლის განმავლობაში სააკრედიტაციოდ შემოდის
სხვადასხვა სფეროს 200-250 საგანმანათლებლო პროგრამა, წლის განმავლობაში ცენტრს უწევს
400-მდე ექსპერტის გადამზადება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ცენტრში ყოველწლიურად
შემოვა წინასწარ დადგენილი ერთი ან რამდენიმე სფეროს 150-200 საგანმანათლებლო
პროგრამის სააკრედიტაციო განაცხადი. შესაბამისად, წლის განმავლობაში ცენტრის მიერ
მოხდება 200-მდე ექსპერტის გადამზადება, რაც გამოიწვევს ცენტრის ადამიანური რესურსისა
და შესაბამისად ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვას.
წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე, გათვალისწინებულია ცვლილება, რომლის
საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება
განახორციელოს
მხოლოდ
აკრედიტებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. უნდა
აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში არააკრედიტებული პროგრამების წილი არის
მხოლოდ 10% და დაგეგმილი ცვლილებებით, 6 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება
მათი აკრედიტაცია. ამასთან, წლის განმავლობაში 70-მდე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა
ისედაც შემოდის სააკრედიტაციოდ. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ არის
დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფასთან.
აღნიშნულ ცვლილებასთან მიმართებით, რაც შეეხება სახელმწიფო გრანტის გაცემის საკითხს,
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო გრანტი გაიცემა არა პროგრამაზე, არამედ სტუდენტზე.
შესაბამისად, აკრედიტაციის სავალდებულოობა არ გამოიწვევს სახელმწიფო გრანტებისთვის
გათვალისწინებული თანხების შემცირებას ან გაზრდას. ის რაოდენობა სტუდენტებისა,
რომლებიც იღებდნენ დღეს სახელმწიფოს გრანტს, იგივე რაოდენობა მიიღებს ამ
ცვლილებების შემდეგაც, რადგან დაფინანსება სახლწიფოს მიერ გაიცემა სტუდენტზე და არა
საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნული ცვლილებით, სტუდენტს უფართოვდება
არჩევანის შესაძლებლობა, თუ რომელ აკრედიტებულ პროგრამაზე წაიღოს მისი კუთვნილი
სახელმწიფო დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ცვლილების ეტაპზე არაკრედიტებულ
პროგრამებზე ჩარიცხულ, როგორც აქტიურ, ასევე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე
აღნიშნული რეგულაციები არ გავრცელდება. შესაბამისად, აკრედიტაციის სამართლებრივ
შედეგებს ვერ ექნება უკუძალა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან 7 985 სტუდენტისთვის
დამატებითი ხარჯების გაწევა არ იქნება საჭირო.
ამასთან, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე ზღვრული რაოდენობის
განსაზღვრა მოცემული ეტაპისთვის არ გამოიწვევს პროგრამაზე სტუდენტების არც
შემცირებას და არც გაზრდას. აღნიშნული რეგულაცია ფინანსურად დამატებით არ დააწვება
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რადგან ამ აქტივობის განხორციელებას ცენტრი
უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსებით. შესაბამისად, ცენტრისთვის
აღნიშნული რეგულაცია არ გამოიწვევს ხარჯვითი ნაწილის გაზრდას.
რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის გაზრდის განაცხადის წარმოდგენისას, იგი გადაიხდის შესაბამის
საფასურს. აღნიშნული საფასურიდან მოხდება ექსპერტებისთვის შესაბამისი ანაზღაურების
გაცემა. წარმოდგენილი ცვლილებით ფასდება, თუ რამდენი სტუდენტისთვის შეუძლია
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით აღმოიფხვრება ის პრაქტიკა,
რომლის თანახმადაც, როდესაც პროგრამას სემესტრის მიმდინარეობისას გასდიოდა
აკრედიტაციის ვადა, სტუდენტებს ხშირად ან უჩერდებოდათ სტუდენტის სტატუსი, ან
აგრძელებდნენ სწავლას, მაგრამ ვეღარ იღებდნენ სახელმწიფო დაფინანსებას. წინამდებარე
ცვლილებით სტუდენტი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლას
გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო გრანტი გაიცემა სტუდენტზე და არა
საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუკი, პროგრამას გასდის აკრედიტაციის ვადა, სტუდენტს
აქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს მობილობით და გადავიდეს სხვა აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე და გადაიტანოს სახელმწიფო დაფინანსება. შესაბამისად,
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაცია არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების
გამოყოფას სახელმწიფო ბუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კლასტერული
აკრედიტაციის
ფარგლებში,
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთი სააკრედიტაციო განაცხადის
ფარგლებში წარმოადგინონ რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა. აღნიშნული მიდგომით,
დაწესებულებებს მოუწევთ არა ცალ-ცალკე თვითშეფასების ანგარიშების მომზადება, არამედ
ერთი თვითშეფასების შემუშავება. კლასტერული აკრედიტაციის დანერგვამდე, უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას თუ უნდა გადაეხადა აკრედიტაციის საფასური
თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ცალ-ცალკე 8356 ლარი, კლასტერულის
ფარგლებში იგი გადაიხდის რამდენიმე პროგრამისთვის გაერთაინებულ თანხას, რომელიც
ახლანდელ საფასურთან შედარებით მინიმუმ 30% შეუმცირებს აკრედიტაციის ჯამურ
საფასურს რამდნენიმე საგანმანათლებლო პროგრამის არსებობისას.
წარმოდგენილი
ცვლილებით,
გათვალისწინებულია,
რომ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
უფლებამოსილია
განახორციელოს
მხოლოდ
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ვინაიდან, საგანმანათლებლო სივრცეში
არააკრედიტებული პროგრამების წილი არის მხოლოდ 10% და დაგეგმილი ცვლილებებით, 6
წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება მათი აკრედიტაცია, ეს განსაკუთრებული
ფინანსური ტვირთი არ იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წლის განმავლობაში 70-მდე ახალი
საგანმანათლებლო პროგრამა ისედაც ყოველწლიურად შედის სააკრედიტაციო განაცხადების
სახით ცენტრში. გასათვალისწინებელია, რომ არაკრედიტებული პროგრამები ნაწილდება 64
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაზე.
შესაბამისად,
საშუალოდ
ერთ
დაწესებულებაზე გამოდის 3 საგანმანათლებლო პროგრამა წლის განმავლობაში.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ხანგრძლივდება აკრედიტაციის და პირობითი
აკრედიტაციის ვადა. აღნიშნული რეგულაციით ახალი პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში
მიიღებს 7 წლიან აკრედიტაციას, თუ მისი სააკრედიტაციო განაცხადი წარმოდგენილი იქნება
კლასტერულად. იმ შემთხვევაში, თუკი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება
სურვილი, რომ დაიმატოს ახალი პროგრამა, რომლის კლასტერსაც აკრედიტაცია უწევს
შემდგომ წლებში, ამ პროგრამის აკრედიტაციის ვადა იქნება 7 წელზე ნაკლები, მაგალითად 5,
4, 3 ან 2 წელი. ამასთან, 7 წლიანი აკრედიტაციის ფარგლებში ცენტრის მიერ დაგეგმილი იქნება
მინიმუმ ერთი შუალედური შეფასების განხორციელება თვითშეფასების ანგარიშის
წარმოდგენის გზით, რომლისთვისაც საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება
აკრედიტაციის
განახლებულ
საფასურში.
შესაბამისად,
აღნიშნული
მიდგომით
დაბალანსებული იქნება დაწესებულების მიერ გასაწევი თანხების შემცირების საკითხი.
დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა
მოცემული ეტაპისთვის არ გამოიწვევს პროგრამაზე სტუდენტების არც შემცირებას და არც
გაზრდას. აღნიშნული რეგულაცია ფინანსურად დამატებით არ დააწვება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას, რადგან ამ აქტივობის განხორციელებას ცენტრი
უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსებით. შესაბამისად, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აღნიშნული რეგულაცია არ გამოიწვევს ხარჯვითი
ნაწილის გაზრდას. წარმოდგენილი ცვლილებით ფასდება, თუ რამდენი სტუდენტისთვის
შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაბამისი საგანმანათლებლო
გარემოს შექმნა.
ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ან ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადის გასვლის
შემთხვევაში, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება
ექნება მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე
საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. მიმდინარე სასწავლო
სემესტრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის
სტატუსი და ის უფლებამოსილი იქნება ისარგებლოს მობილობის უფლებით. აღნიშნული
რეგულაცია მოცემული ეტაპისთვის არ გამოიწვევს პროგრამაზე სტუდენტების არც
შემცირებას და არც გაზრდას. აღნიშნული რეგულაცია ფინანსურად დამატებით არ დააწვება
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რადგან ამ აქტივობის განხორციელებას
ცენტრი უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსებით. შესაბამისად, არც
ცენტრისთვის და არც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აღნიშნული
რეგულაცია არ გამოიწვევს ხარჯვითი ნაწილის გაზრდას.
ამასთან, ცვლილება დადებითად აისახება იმ სტუდენტებზე, რომლებიც არ
სარგებლობდნენ მობილობის უფლებით და თვითდაფინანსებით აგრძელებდნენ სწავლას
არააკრედიტებულ პროგრამაზე. ცვლილების შემდგომ აღნიშნულ სტუდენტებს აღარ
მოუწევთ ერთი სემესტრის საფასურის გადახდა. რაც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს
სტუდენტებზე.
ამასთან, რადგან იმ სემეტრში, როდესაც პროგრამამ ვერ გაიარა აკრედიტაცია
სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს გრანტით, არ შეიჩერებს სტატუსს და იმავე
სემესტრში არ გადავა მობილობით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და
საგანმანათლებლო დაწესებულება ამ სემესტრში მიიღებს შემოსავალს. აქედან გამომდინარე,
აღნიშნული გარემოება მოახდენს დადებით გავლენას დაწესებულების საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დღეს არსებული აკრედიტაციის სისტემის პირობებში, საშუალოდ, სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წელიწადში შემოდის 200-250 სააკრედიტაციო
განაცხადი. კლასტერული აკრედიტაციის სისტემის პირობებში, აკრედიტაციის დებულებით
განსაზღვრული იქნება, რომ ერთი სააკრედიტაციო განაცხადი შესაძლოა აერთიანებდეს
არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამას. ცვლილების შედეგად არ იცვლება
საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა, კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლით
იცვლება სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენის მეთოდოლოგია. როდესაც არაუმეტეს 8
საგანმანათლებლო პროგრამა იქნება დაჯგუფებული ერთ განაცხადში, აკრედიტაციის
საფასური გამოანგარიშებული იქნება შემდეგი პრინციპით: განსაზღვრული იქნება ერთი
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასური, რომელიც იქნება დაახლოებით
იგივე, რაც დღეს არის დადგენილი აკრედიტაციის დებულებით და თითო დამატებულ
პროგრამაზე დაემატება საფასურის პროცენტული რაოდენობა. დღეს იგივე პრინციპი მოქმედ
დებულებაშიც გვაქვს, სადაც მოცემულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ არაუმეტეს ათი კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი იქნება
დეტალურ სფეროში არსებულ ერთი და იმავე სწავლის სფეროს ბაკალავრიატის,
მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები (შემდეგი სახით
დაჯგუფებული:
ა)
ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა;
ბ)
ბაკალავრიატი/მაგისტრატურა;
გ)
ბაკალავრიატი/დოქტორანტურა;
დ)
მაგისტრატურა/დოქტორანტურა),
წარმოდგენილი
თითოეული
საგანმანათლებლო
პროგრამისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული აკრედიტაციის საფასური მცირდება 10%ით.
ბ1) კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა - განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.