„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ
შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, ტაქსი,
მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება,
რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული
მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად;“;
ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) ბრენდის გაფართოება - თამბაქოს ნაწარმის სასაქონლო ნიშნის, ბრენდის, ემბლემის,
სავაჭრო ნიშნის, ლოგოს ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნის (მათ შორის ფერთა
განსხვავებული კომბინაციების) იმგვარი კავშირი სხვა, პროდუქტთან ან მომსახურებასთან,
როდესაც თამბაქოს პროდუქტი და სხვა პროდუქტი ან მომსახურება ასოცირებულია
ერთმანეთთან.“;
2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო
მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური
განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი,
რომელიც ახდენს და შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება
მასში განთავსებული პროდუქტებისადმი, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი.“;
3. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1)
ავტოსატრანსპორტო
საშუალებაში
(ავტომობილში),
როდესაც
ამ
ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) ხდება არასრულწლოვნის გადაყვანა;“;
ბ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში
ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული
კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის
განთავსება;“.
1
4. 121 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2025 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული თამბაქოს ახალი ნაწარმის და იმავე მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო
გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. ამასთანავე, ამ
კანონის მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს
შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის საერთო
ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.“;
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-3
პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2022
წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
2021 წლის...
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონის
აღსრულების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ახლებურ
სამართლებრივ რეგულირებას, ხოლო აღნიშნული კანონის ცალკეული ნორმები გარკვეულ
კორექტირებას საჭიროებენ. გარდა ამისა, თამბაქოს კონტროლის სფეროში გამოიკვეთა
ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგება აუცილებელია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში
გამოკვეთილი საკითხების ახლებური სამართლებრივი რეგულირების, აღნიშნული კანონის
ცალკეული ნორმების კორექტირებისა და თამბაქოს კონტროლის სფეროში გამოკვეთილი
ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებით მიზნით აუცილებელია
ცვლილებების შეტანა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეულ
მუხლებში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით უფრო ეფექტიანად განისაზღვრება და მოწესრიგდება მთელი
რიგი სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონში შემდეგი ცვლილებების განხორციელებას:
1.
კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს „საზოგადოებრივი
ტრანსპორტის“ ტერმინის განმარტებას, ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად,
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოიაზრება ტაქსი, აგრეთვე ნებისმიერი სანაოსნო საშუალება.
შესაბამისად, კანონის მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად,
თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება აგრეთვე ტაქსსა და კატერში (ნებისმიერ სანაოსნო
საშუალებაში).
2.
კანონის მე-3 მუხლს (კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება) ემატება
„ბრენდის გაფართოების“ ტერმინი. ამასთანავე, ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის მე-3
3
პუნქტში, რომლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციად ჩაითვლება „ბრენდის
გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების
შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული
მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს არ
შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში
განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი“. ამგვარი
პოპულარიზაცია აკრძალული იქნება.
3.
კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ბ1“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში
(ავტომობილში), როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) მოხდება
არასრულწლოვნის გადაყვანა.
4.
ცვლილება შედის კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის თანახმად,
დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე,
სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული აეროზოლის არსებობა.
5.
ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის
თანახმად, „2025 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული თამბაქოს ახალი ნაწარმის და იმავე მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო
გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. ამასთანავე, ამ
კანონის მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს
შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის საერთო
ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.“ მოცემულ
ნორმაში 2022 წლის 1 იანვარი იცვლება 2025 წლის 1 იანვრით.
6.
კანონპროექტის მე-2 მუხლი ეხება კანონის ამოქმედებას, რომლის თანახმად,
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ნორმა,
რომელიც ითვალისწინებს გარდამავალი დებულების ცვლილებას - გამოქვეყნებისთანავე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მიღება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან, ხოლო
კანონპროექტის ის ნორმა, რომელიც ეხება 2025 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ახალი ნაწარმის
და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსების
შესაძლებლობას შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. 2022
წლის 1 იანვარი მიჩნეულ იქნა გონივრულ ვადად, რათა დროულად ამოქმედდეს
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილები, ხოლო კანონის გარდამავალ დებულებაში
შესატანი ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს დებულება ახალი
რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს 2022 წლის 1 იანვრამდე (მოქმედი ნორმით
გათვალისწინებული თარიღის დადგომამდე).
4
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ კანონპროექტი ახალი რედაქციით აყალიბებს კანონის გარდამავალ
დებულებას, რომლის თანახმად, „2022 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ახალი ნაწარმის და იმავე მუხლის „ა.ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე
სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე.
ამასთანავე, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი
თამბაქოს შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის
საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები“. ამ
ნორმაში 2022 წლის 1 იანვარი იცვლება 2025 წლის 1 იანვრით. შესაბამისად, კანონპროექტის
მიღება აუცილებელია 2022 წლის 1 იანვრამდე.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია არსებული აღსრულების უკვე
არსებული პრაქტიკის დახვეწა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია რომ კანონპროექტი მიღებულ იქნეს
დაჩქარებული წესით და დროულად ამოქმედდეს. ამავე დროს,
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
5
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობა კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მძღოლის მიერ
თამბაქოს
მოწევისთვის
ავტოსატრანსპორტო
საშუალებაში
(ავტომობილში)
ამ
ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) არასრულწლოვნის გადაყვანისას.
ამდენად, კანონპროექტი ემსახურება ბავშვის (არასრულწლოვნის) უფლებას, ისარგებლოს
მისი ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი.
გ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტის შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს
6
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
კანონპროექტის მომზადება არ გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო თამბაქოს კონტროლის ალიანსის,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებისაგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში არ ყოფილა გამოყენებული სხვა ქვეყნების
გამოცდილება მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და თამბაქოს
კონტროლის ალიანსი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი
ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე
7