„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
((საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 1553 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია იმ დაწესებულებაში, დაწესებულების
საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს
კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია (გარდა ამ მუხლის 81 და 82 ნაწილებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 ნაწილები:
„81. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო,
უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში
(შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
82. ამ მუხლის 81 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.
2. 1711 მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო
საშუალების) (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის მიერ
შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა,
თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
ბ) 61 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62-64 ნაწილები:
„62. მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში
(ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) არასრულწლოვნის
გადაყვანისას გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
63. ამ მუხლის 62 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1
წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
1
64. ამ მუხლის 62 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1
წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო
ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“.
3. 1714 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება, აგრეთვე
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი
მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული
საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით)“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის
განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან
ელექტრონული საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით), „რეკლამის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
4. 1715 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 8 და 8 ნაწილები:
„81. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის სათანადო ფართის
დათმობა (გამოყოფა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
82. ამ მუხლის 81 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) 91 და 92 ნაწილები:
„91. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის
პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ
შორის ინტერნეტით), გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
92. ამ მუხლის 91 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-17 და მე-18 ნაწილები:
„17. ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო
მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური
განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი,
რომელიც ახდენს არ შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება
მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი“; გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.
1
2
5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
1
3
5
7
11
4
1
4
2
მე-2 ნაწილით, 43 −44 , 44 , 44 −44 , 45-ე−46 , 48-ე, 49-ე, 50 , 51-ე−55 , 56-ე, 57-ე−59-ე, 59 −მე-60,
3
1
1
1
1
1
2
5
1
3
2
3
60 −61 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71 , 72 −78-ე, 79 −81-ე, 82 , 82 , 82 , 84-ე−86-ე, 87 −89 , 91 , 91 ,
1
2
1
1
94-ე, 95-ე, 99-ე, 100 , 100 , 103 , 104-ე და 105 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და
1
1
5
მე-9 ნაწილებით, 127 მუხლის მე-5 ნაწილით, 128 −128 ,
1
2
1
3
10
1
143-ე, 144-ე, 144 , 145-ე, 146 , 148-ე,
5
6
150-ე, 150 , 151-ე, 152-ე, 152 , 153-ე, 153 და 153 −153 მუხლებით, 153 მუხლის მე-2 და მე-5
2
1
2
3
6
ნაწილებით, 154-ე−154 , 155 და 155 მუხლებით, 155 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155
7
1
1
1
4
10
4
მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155 −156-ე, 157 −158 , 159-ე, 159 , 159 −159 , 163-ე, 164-ე, 164 ,
1
3
1
2
4
165 −165 , 166-ე, 1661 და 170 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 −171 მუხლებით,
5
4
6
171 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8, მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172 −172 , 173-ე,
4
7
9
14
15
1
173 −173 , 173 , 173 , 173 და 174 მუხლებით, 174
15
1
2
11
12
მუხლის მე-4 ნაწილით, 175 და 175
8
9
მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 , 177 , 177 და 177
მუხლებით,
13
177
მუხლით
(მხოლოდ
ამ
1
კოდექსის
245-ე
1
მუხლის
3
4
ნაწილით
1
გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179 −179 და 180-ე მუხლებით, 181 მუხლის მე-2
1
3
6
1
2
ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 187 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 , 196 , 197 და 197 მუხლებით, 197
3
1
მუხლის მე-2 ნაწილითა და 199 მუხლით.
6.
219-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ
კოდექსის 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155
5 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3 და
მე-7-82 ნაწილებითა და 1764 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ
კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების
იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715,
1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს.“;
ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი
პარკების იმპორტის ნაწილში), 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 155
6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7-82 ნაწილებითა და 17417, 176
4,
17715
და
1793
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
„4. ამ კოდექსის 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით და 1715 მუხლის მე-3 და მე-7-82 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს
ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული
გამოკვლევის
საჭიროების
შემთხვევაში
შესაძლებელია
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
დადგენილი
წესით.
ამ
შემთხვევაში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა
სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა
დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
2021 წლის...
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტი წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანმდევ პროექტს. „თამბაქოს კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მსგავსად, თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილშიც გამოიკვეთა ცალკეული სამართლებრივი
ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგება ან/და ახლებური რეგულირება აუცილებელია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
ნაწილში გამოკვეთილი საკითხების ახლებური სამართლებრივი რეგულირების,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცალკეული ნორმების კორექტირებისა
და ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებით მიზნით აუცილებელია
ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეულ
მუხლებში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით უფრო ეფექტიანად განისაზღვრება და მოწესრიგდება მთელი
რიგი სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს
სამართალდარღვევათა კოდექსში შემდეგი ცვლილებების შეტანას:
ადმინისტრაციულ
1.
კოდექსის 1553 მუხლს ემატება 81 და 82 ნაწილები, რომელთა თანახმად,
თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისთვის საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო,
უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში
(შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) ჯარიმის ოდენობა
განისაზღვრება 500 ლარით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის - 1000 ლარის
ოდენობით. მოქმედი კანონით, საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს
5
საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო
დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს
ნაწარმის რეალიზაციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა 1553
მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, 1553 მუხლის პირველი ნაწილიც ყალიბდება ახალი
რედაქციით და წესდება საგამონაკლისო ნორმა.
2.
კოდექსის 1711 მუხლის მე-5 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის
შესაბამისად, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ტაქსის და კატერის (ისევე, როგორც
ნებისმიერი სანაოსნო საშუალების), როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ
შესაბამის
საზოგადოებრივ
ტრანსპორტში
მოწევის
აკრძალვის
მოთხოვნის
აღუკვეთელობისთვის.
3.
კოდექსის 1711 მუხლს ემატება 62-64 ნაწილები, რომლის თანახმად, წესდება
ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში
(ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) არასრულწლოვნის
გადაყვანისას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების
გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო
ჩადენისთვის.
4.
კოდექსის 1714 მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის
თანახმად, წესდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს
მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამისთვის მასობრივი კომუნიკაციის
ელექტრონული საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით), „რეკლამის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით 5 000 ლარის ოდენობით. სათანადო რედაქციით
ყალიბდება ამ მუხლის სათაურიც.
5.
კოდექსის 1715 მუხლს ემატება 81 და 82 ნაწილები, რომელთა თანახმად, წესდება
ჯარიმა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის (თამბაქოს ნაწარმის
პოპულარიზაციისას პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი,
საპოპულარიზაციო მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის (კერძოდ, პირდაპირი
გზავნილის) გადაცემა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის,
თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია) სათანადო ფართის
დათმობისთვის (გამოყოფისთვის) 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით
ჩადენისთვის 2 000 ლარის ოდენობით.
6.
კოდექსის 1715 მუხლს ემატება 91 და 92 ნაწილები, რომელთა თანახმად, წესდება
ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის
პოპულარიზაციისთვის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით
(მათ შორის ინტერნეტით) 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით
ჩადენისთვის 10 000 ლარის ოდენობით.
7.
კანონპროექტი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ბრენდის
გაფართოებისთვის, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო
მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური
განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსებისთვის, ასევე ამ საგნების იმგვარი
დიზაინისთვის, რომელიც ახდენს არ შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების
მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან
6
მწარმოებლისადმი, 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის
10 000 ლარის ოდენობით.
8.
კოდექსის 208-ე მუხლი, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლებიც ადგენენ
ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმის შემდგენ უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე
საქმის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს.
9.
კანონპროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს კანონპროექტის ამოქმედების
თარიღს. კერძოდ, კანონპროექტი ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მიღება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი, ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან. 2022 წლის 1 იანვარი მიჩნეულ
იქნა გონივრულ ვადად, რათა დროულად ამოქმედდეს კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებები.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი მდგომარეობს შემდეგში:
კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან რეგულაციებს თამბაქოს კონტროლის
სფეროში,
იგი გამომდინარე კანონპროექტია და განსაზღვრავს ძირითადი კანონის
რეგულაციებიდან
გამომდინარე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამიტომ
მიზანშეწონილია, რომ იგი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით და დროულად ამოქმედდეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტით გათვალისწინებული შესაძლო ხარჯები დაფინანსდება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების,
საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და სსიპ - ლ. საყვარელიძის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
7
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე გაზრდის მიმართულებით. კერძოდ,
1.
კოდექსის 1553 მუხლს ემატება 81 და 82 ნაწილები, რომელთა თანახმად, თამბაქოს
ნაწარმის რეალიზაციისთვის საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს
საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო
დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი
დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) ჯარიმის ოდენობა გაიზარდა და
ნაცვლად 200 ლარისა, განისაზღვრება 500 ლარით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით
ჩადენისთვის - 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 400 ლარისა). ცვლილების შემთხვევაში,
დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან 500 ლარით (განმეორებით 1000 ლარით) და ამ
მიმართულებით შემოსავლები შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენის
ოდენობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კანონის მოქმედი რედაქციის ფარგლებში
რამდენი პირი დაჯარიმდება მომავალში.
2.
კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციის თანახმად, 1715 მუხლს ემატება 91
და 92 ნაწილები და თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის
პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ
შორის ინტერნეტით), ჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით - 10 000
ლარის ოდენობით. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული საჯარიმო
სანქციის გამოყენება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
გაზრდის მიმართულებით.
3.
შემოთავაზებული ცვლილებებით, გათვალისწინებულია ორი ახალი საჯარიმო
სანქცია; თამბაქოს მოწევის წესის დარღვევა ტაქსში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით და კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში
(ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) არასრულწლოვნის
გადაყვანისას მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (მეორედ ჩადენისას დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით, ხოლო 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის
შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა - დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით). ამ მიმართულებით
შემოსავლები შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა კი
დამოკიდებული იქნება იმაზე, კანონის მოქმედი რედაქციის ფარგლებში რამდენი პირი
დაჯარიმდება მომავალში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის
საჭიროებას და დაფინანსდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში,
კერძოდ:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების
აღმოჩენასთან
დაკავშირებული
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში,
ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა განხორციელდება
საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლებისა და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოების არსებული რესურსის ფარგლებში, ხოლო
8
საზოგადოებისათვის კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე ინფორმაციის
მიწოდების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის წარმოება - სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის
გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. რეგულაცია ითვალისწინებს ცვლილებას, რომლის
თანახმად,
1.
კოდექსის 1553 მუხლს ემატება 81 და 82 ნაწილები და თამბაქოს ნაწარმის
რეალიზაციისთვის
საგანმანათლებლო
(ზოგადსაგანმანათლებლო,
უმაღლეს
საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო
დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი
დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) ჯარიმის ოდენობა გაიზარდა და
ნაცვლად 200 ლარისა, განისაზღვრება 500 ლარით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით
ჩადენისთვის - 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 400 ლარისა). ცვლილების შემთხვევაში,
დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან 500 ლარით (განმეორებით 1000 ლარით).
2.
კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციის თანახმად, 1715 მუხლს
ემატება 91 და 92 ნაწილები და თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო
მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული
საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით), ჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო
განმეორებით - 10 000 ლარის ოდენობით. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,
ზემოაღნიშნული საჯარიმო სანქციის გამოყენება გავლენას იქონიებს დამრღვევ პირზე.
3.
შემოთავაზებული ცვლილებებით, გათვალისწინებულია ორი ახალი საჯარიმო
სანქცია; თამბაქოს მოწევის წესის დარღვევა ტაქსში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით და კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში
(ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) არასრულწლოვნის
გადაყვანისას მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (მეორედ ჩადენისას დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით, ხოლო 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის
შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა - დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით).
9
ზემოაღნიშნული ცვლილებებით დადგენილი სამართალდარღვევა იქონიებს
პირდაპირი გავლენას ამ სამართალდარღვევის ჩამდენ ფიზიკურ/იურიდიულ პირებზე.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები არ ახდენს ფინანსურ
გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელის ოდენობები
სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის. კანონპროექტით დადგენილი
ჯარიმების ოდენობების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა შესაბამისი ქმედების
სიმძიმე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობა კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მძღოლის მიერ
თამბაქოს
მოწევისთვის
ავტოსატრანსპორტო
საშუალებაში
(ავტომობილში)
ამ
ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტომობილით) არასრულწლოვნის გადაყვანისას.
ამდენად, კანონპროექტი ემსახურება ბავშვის (არასრულწლოვნის) უფლებას, ისარგებლოს
მისი ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი.
გ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს
10
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
კანონპროექტის მიღება არ გამომდინარებს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო თამბაქოს კონტროლის ალიანსის,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებისაგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში არ ყოფილა გამოყენებული სხვა ქვეყნების
გამოცდილება მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და თამბაქოს
კონტროლის ალიანსი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი
ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე
11