„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე
ნომერი
#07-3/124/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: სსმ,54, 12/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 200000000.05.001.016012) 309-ე მუხლის: ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. 2023 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“; ბ) 42-ე ნაწილის: ბ. ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.“; გ) 111-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „111. ამ კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის და 2902 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2023 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 19 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი. აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედებისთვის საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თუმცა, ქვეყანაში გლობალური პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა მდგომარეობამ, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისათვის მოითხოვა დამატებითი დრო და შესაბამისად აუცილებელი გახდა კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე გადაწევა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შედეგად, მოვაჭრეებს მიეცემათ დრო და შესაძლებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის გარეშე უმტკივნეულოდ უპასუხონ საგადსახადო კოდექსის ახალ მოთხოვნებს სალარო-აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; წარმოდგენილი კანონპროექტის ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-15 ნაწილი) ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების გადატანას 2023 წლის 1 იანვრისთვის, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309ე მუხლის 42-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი); 2023 წლამდე შეჩერდეს საგადასახადო კოდექსის 262 მუხლის მე-5 პუნქტისა და 2902 მუხლების მოქმედება. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს: ა. ბაზრობის ორგანიზატორის ვალდებულებას, უზრუნველყოს ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით და ბ. დაჯარიმების მექანიზმებს, ისეთი სავაჭრო ადგილის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით. კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა ამ ვალდებულების გადატანას 2023 წლის 1 იანვრისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე დასაბუთება; არ არსებობს კანონპროექტის ძალაში შესვლის კონკრეტული თარიღის განსაზღვრის აუცილებლობა, გარდა დაუყოვნებლივ ამოქმედებისა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას); კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი); ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ბაზრობის ორგანიზატორისა და ბაზრობაზე ვაჭრობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირთა ვალდებულებებთან დაკავშირებული არსებული რეგულაციები 2017 წელს განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა, რომლის შესაბამისადაც 2020 წლის 1 იანვრამდე გადავადებული იყო ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, ხოლო 2019 წელს განხორციელებული ცვლილებით აღნიშნული ვალდებულება გადავადდა 2022 წლამდე. კანონპროექტის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იქნება საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი. ამასთანავე, 2023 წლის 1 იანვარამდე გადავადდება ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმების მუხლი. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ გარემოებაზე თუ რამდენ პირს მიენიჭება ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის სტატუსი და/ან მცირე ბიზნესის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 262 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იბეგრება გამოქვითვის გარეშე 3%-ით, ხოლო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით. შესაბამისად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება ზემოაღნიშნულ გარემოებაზე. ასევე, ჯარიმების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ გარემოებაზე თუ რამდენ პირს შესაძლოა დაკისრებოდა ჯარიმა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს 2022-2023 წლების სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს შესაბამის პირებზე, ვინაიდან ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირებს აღარ მოუწევთ 2023 წლამდე ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლოსალარო აპარატებით უზრუნველყოფა. კანონპროექტის მიღება ასევე მოახდენს გავლენას შესაბამის პირებზე იმ კუთხით, რომ მოვაჭრეებს აღარ მოუწევთ სალარო აპარატების რეგისტრაცია და შესაბამისი ხარჯების გაღება. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს შესაბამის პირებზე, ვინაიდან 2023 წლამდე გადავადების შემთხვევაში, შესაბამის პირებს აღარ ექნებათ იმის ვალდებულება რომ დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში სავაჭრო ობიექტის იჯარით მისაღებად, რასაც გავლენა ექნება შესაბამის პირებზე, რომელთაც აღარ მოუწევთ რეგისტრაცია და შესაბამისი საფასურის გადახდა. ასევე პირები, რომლებზეც ვრცელდება კანონის მოქმედება, როგორც მოვაჭრეები ასე ბაზრობების ორგანიზატორები, არ დაჯარიმდებიან 2023 წლამდე კანონში აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ასეთი არ არსებობს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპრექტის ზეგავლენის შეფასება; ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან; გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/დანაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მირებული კონსულტაციები; დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე.