საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (№1-7553/21; 07.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-14855/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-14855/21 26-11-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო „საქართველოს სისხლის ცვლილებებისა და წინადადებაზე სამართლის დამატებების კოდექსში შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N17553/21; 07.06.2021) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, კანონმდებლობაში არ მოიპოვება სპეციალური ნორმა ნიშნობის იძულების აკრძალვის თაობაზე, რაც წარმოადგენს ხარვეზს, პრაქტიკაში იწვევს სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლის (ქორწინების იძულება) ფართო ინტერპრეტაციას და ნორმის ანალოგიით გამოყენებას. საკანონმდებლო წინადადების ავტორების აზრით, ნიშნობა თავისი არსით და სამართლებრივი შედეგებით განსხვავდება ქორწინებისაგან და ამდენად, ნიშნობის იძულებაც დამოუკიდებელი შემადგენლობის სახით უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო წინადადებაში ყურადღება გამახვილებულია ნიშნობის იძულების უარყოფით გავლენაზე ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე და ამ მხრივ განსაკუთრებით გამოყოფილია ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები. საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად, საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიმოიხილავენ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას. საკანონმდებლო წინადადების შესწავლისას, კომიტეტმა გამოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი დაკავშირებით საბჭოს და პოზიციები რელევანტურ სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინადადებაში აღნიშნულ დანაშაულებთან მსჯავრდების საკითხთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები. მიღებული სტატისტიკური ინფორმაციისა და უწყებების პოზიციების (მათ შორის, სასამართლო პრაქტიკის თაობაზე) ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ პრაქტიკაში, ნიშნობის იძულება, ე.ი. პირის დანიშვნა მისი ნების საწინააღმდეგოდ, განიხილება ქორწინების იძულების შემადგენლობის (მუხლი 1501) ფარგლებში და ასეთი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაც სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ხორციელდება. საკითხის განხილვისას, კრიმინალიზაცია კომიტეტმა საქართველოში აღნიშნა, რომ განხორციელდა 2014 ქორწინების იძულების წლის ოქტომბრის 17 საკანონმდებლო ცვლილებით, ე.ი. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის რატიფიკაციამდე (05.04.2017) რამდენიმე წლით ადრე. კომიტეტის შეფასებით, აღნიშნული წარმოაჩენს ქორწინების იძულების, როგორც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმის მიმართ სახელმწიფოს შეურიგებელი დამოკიდებულების ნათელ დადასტურებას. საკანონმდებლო წინადადების განხილვისას, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც მითითებულია, რომ ქორწინების იძულება წარმოადგენს ქალებისა და გოგონების უფლებების სერიოზულ დარღვევას და ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის მიღწევის საქმეში. ამავე კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი კი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ზრდასრულ ადამიანს ან ბავშვს აიძულებს ქორწინებაში შესვლას. საკანონმდებლო წინადადების განხილვის შედეგად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ მართალია სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლი მითითებას აკეთებს მხოლოდ ქორწინების იძულებაზე, თუმცა მისი ქმედების შემადგენლობის ნიშნებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული იძულებისკენ ფორმალური მიმართულ დანაშაული დასჯადად წინასწარგანზრახულ აცხადებს ქმედებებს და ქორწინების დანაშაულს დამთავრებულად მიიჩნევს უშუალოდ იძულების და არა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის მომენტიდან, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს არსებული სისხლის სამართლებრივი ნორმის არც განვრცობით განმარტებად და არც ანალოგიის წესით გამოყენებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტი ეთანხმება საკანონმდებლო წინადადებაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნიშნობის იძულება პრაქტიკაში კვალიფიცირდება ქორწინების იძულების მუხლით, თუმცა ვერ გაიზიარებს საკანონმდებლო წინადადების ავტორთა შეფასებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზს, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია ნიშნობის იძულებისთვის ქორწინების იძულების (მუხლი 1501) იდენტური სტრუქტურისა და სანქციების მქონე დამოუკიდებელი შემადგენლობის გათვალისწინებით. კომიტეტს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიზნების (დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა) მიღწევის თვალსაზრისით, განმსაზღვრელია კრიმინალიზებულ ქმედებათა წრე და მათთვის გათვალისწინებული სანქციის სახე და ოდენობა და არა კოდექსში უკვე არსებული რომელიმე დანაშაულის დამოუკიდებელი შემადგენლობის სახით გამოყოფა იდენტური სანქციისა და დამამძიმებელი გარემოებებით. კომიტეტმა აღნიშნა, რომ პრაქტიკაში შეიძლება გამოიკვეთოს არასრულწლოვანთა ნიშნობის ისეთი შემთხვევები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს პირის განვითარებასა და მისი უფლებების სრულფასოვან განხორციელებაზე, თუმცა სხვადასხვა მიზეზის (მაგალითად: დასანიშნი არასრულწლოვანი პირის თანხმობის) გამო, ვერ იქნება მოაზრებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორების ინიციატივა ნიშნობის იძულების დამოუკიდებელ შემადგენლობად გამოყოფის თაობაზე, ვერ იქნება შეფასებული საკმარის და გამოსადეგ საშუალებად არასრულწლოვანთა ნიშნობის თანმდევი უარყოფითი შედეგების ეფექტიანად თავიდან ასაცილებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომიტეტი მიესალმება მსგავს ინიციატივებს, რომელთა მიზანია ბრძოლა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ ქორწინების სფეროში, არასრულწლოვანთა თავისუფლების დაცვისკენ და ზოგადად არასრულწლოვანთა ქორწინების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრისკენ. შესაბამისად, კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას საკანონმდებლო წინადადების ავტორებთან, რის მიზანიც იქნება იმ ხარვეზების გამოვლენა, რაც შესაძლებელია არსებობდეს და რჩებოდეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თვალთახედვის არეალის მიღმა. ამავდროულად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადებაში იდენტიფიცირებული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობის გაგრძელება იმგვარი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის მიზნით, რომელიც მაღალი ეფექტიანობით უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანიშვნის ისეთი შემთხვევების პრევენციას, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ ექცევა ქორწინების იძულების შემადგენლობის ფარგლებში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე