საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: რევაზ არველაძის, ირაკლი გორდულაძის, თეიმურაზ არშბას, გიორგი თავაძის და ანზორ ჭითანავას მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე (1-10983/21; 04.08.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-14891/21
26-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბერს სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: რევაზ
არველაძის,ირაკლი გორდულაძის, თეიმურაზ არშბას, გიორგი თავაძის და ანზორ ჭითანავას
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და
„სახელმწიფო
კომპენსაციისა
და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტებთან
დაკავშირებით (№1-10983/21; 04.08.2021).
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორები
ითხოვენ,
საჯარო
საქმიანობის
განხორციელების პარალელურად სახელმწიფო პენსიის/კომპენსაციის მიღებას.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ
საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების
პერიოდში.
ასევე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ
საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის
მიხედვით
კომპენსაცია
შეწყდება
პირის
მიერ
საჯარო
საქმიანობის
განხორციელების პერიოდში.
ორივე კანონში საჯარო საქმიანობა განმარტებულია,
როგორც „სახელმწიფო
სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში
(გარდა
პოლიტიკური
და
რელიგიური
ორგანიზაციებისა,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა,
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებებისა,
საქართველოს
მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა,
ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების,
სკოლისგარეშე
და
სააღმზრდელო
საქმიანობის
განმახორციელებელი
დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო
საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი
ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ
განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი
ანაზღაურებადი
საქმიანობის
შესახებ
ინფორმაციას,
რომელიც
საჯარო
საქმიანობას
მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო“.
ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირების ხელფასთან ერთად
სახელმწიფო პენსიის/კომპენსაციის მიღების უფლების მინიჭებამდე, შესწავლილ უნდა იქნეს
მისი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები, დაზუსტდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი
ხარჯების მოცულობა, შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში იმ პირთა წრე,
ვისზეც ის შეიძლება გავრცელდეს (მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში
დასაქმებული პირების საერთო რაოდენობა, ვისაც შეზღუდული აქვს საჯარო საქმიანობის
განხორციელების პარალელურად სახელმწიფო პენსიის/კომპენსაციის მიღების უფლება).
ამასთანავე, გასათვალისწინებელია საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების მიერ წარმოდგენილი
პოზიციები, რომლებიც მხარს არ უჭერენ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ
ცვლილებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებას, მაგრამ ამასთანავე მიზანშეწონილად მიიჩნევს შესაბამისი
უწყებების ჩართულობით საკანონმდებლო წინადადებაში დასმულ საკითხებზე მსჯელობის
გაგრძელებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვლადიმერ კახაძე