საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ზაურ დარგალის, სავალან მირზოევის, გოგი მეშველიანის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, ანტონ ობოლაშვილის და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/114; 02.11.2021) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14950/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-14950/21 27-11-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/114; 02.11.2021). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-14943/21 26-11-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 8 ნოემბრის N91/1 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ზაურ დარგალის, სავალან მირზოევის, გოგი მეშველიანის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, ანტონ ობოლაშვილის და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 07-3/114; 02.11.2021). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 29 ნოემბრამდე. ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას კომიტეტი ვერ ახერხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge