საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-14948/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-14948/21 26-11-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 26 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსული განცხადება და თანდართული მასალები. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაცია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-14860/21 26-11-2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას ბატონო კახაბერ, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის შესაბამისად შეიქმნა საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის.“ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანებულები არიან პარლამენტის შემდეგი წევრები: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი და ბადრი ჯაფარიძე. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარედ არჩეულია ბადრი ჯაფარიძე. განცხადებას თან ერთვის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიღებული წესდება სამ გვერდზე. გთხოვთ, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მიღებულია 2021 წლის 26 ნოემბერს ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წესდება მუხლი 1. 1. საქართველოს X მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ პარტნიორობა საქართველოსთვის“ (შემდგომში, „პოლიტიკური ჯგუფი“) არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და ამ წესდების შესაბამისად მოქმედი საპარლამენტო საქმიანობის პოლიტიკური სუბიექტი. 2. პოლიტიკური ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს მასში გაერთიანებული პარლამენტის წევრების პოლიტიკური ამოცანების რეალიზებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის, საკანონმდებლო საქმიანობის, მთავრობაზე კონტროლისა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვა ძირითადი მიმართულებით. 3. პოლიტიკური ჯგუფის წესდების მიღება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება პოლიტიკური ჯგუფის წევრთა არანაკლებს 2/3-ის გადაწყვეტილებით. მუხლი 2. 1. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება არანაკლებ 2 წევრის ერთობლივი გადაწყვეტილებით. პოლიტიკური ჯგუფი წყვეტს ფუნქციონირებას წევრთა არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილებით, ან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა პირობის დადგომის შემთხვევაში. 2. პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ხდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. პოლიტიკურ ჯგუფში ახალი წევრების მიღება და პოლიტიკური ჯგუფიდან წევრის გარიცხვა ხდება პოლიტიკური ჯგუფის წევრთა არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილებით. 4. პოლიტიკური ჯგუფის შემქნის, პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში, ან ხელმძღვანელობაში ცვლილებების და პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით და ვადებში, წარუდგენს პარლამენტის შესაბამის ორგანოებს. მუხლი 3. 1. პოლიტიკური ჯგუფი უფლებამოსილია პოლიტიკური ჯგუფის სხდომაზე განსახილველად დასვას საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხი, პოლიტიკური ჯგუფის ან პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესაბამისად, პოლიტიკური ჯგუფის სახელით გააკეთოს განცხადება, ისარგებლოს პოლიტიკური ჯგუფის მატერიალურტექნიკური საშუალებებით და საექსპერტო რესურსით. 2. პოლიტიკური ჯგუფის წევრი ვალდებულია შეასრულოს პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილებები და პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში მიცემული დავალებები. მუხლი 4. 1. პოლიტიკური ჯგუფის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. სხდომას პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე საკუთარი, ან წევრთა არანაკლებ 1/5-ის ინიციატივით. 2. პოლიტიკური ჯგუფის სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწვდის ფრაქციის ყველა წევრს. 3. პარლამენტის რეგლამენტითა და ამ წესდებით პოლიტიკური ჯგუფის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის პოლიტიკური ჯგუფის სხდომაზე დასმის უფლება აქვს პოლიტიკური ჯგუფის წევრს. 4. პოლიტიკური ჯგუფის სხდომის დღის წესრიგი მტკიცდება სხდომაზე დამსწრე წევრების უმრავლესობით. 5. პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილება, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიიღება პოლიტიკური ჯგუფის წევრთა უმრავლესობით. 6. პოლიტიკური ჯგუფის სხდომაში წევრების ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობის საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე. მუხლი 5. 1. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობას უძღვება პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა პოლიტიკური ჯგუფის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. 2. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომელიც ამ წესდებით არ მიეკუთვნება პოლიტიკური ჯგუფის კომპეტენციას და პოლიტიკური ჯგუფის მიერ სხვაგვარად არ არის გადაწყვეტილი. 3. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ, საექსპერტო და ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პოლიტიკური ჯგუფის აპარატი.