საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ საქართველოს 1383 მოქალაქის ხელმოწერილ (№1-14840/21; 16.11.2021) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-15106/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-01
ბიუროს ნომერი 99

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-15106/21 30-11-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში დაუყოვნებლივ დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო გადაყვანასთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ საქართველოს 1383 მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე (№ 1-14840/21; 16.11.2021) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი საქართველოს 1383 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით. პეტიციის თანახმად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი ითხოვს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანს სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად. პეტიციის ავტორები უთითებენ, რომ მათი მოთხოვნა თავისუფალია პოლიტიკური კონიუნკტურისაგან და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისკენ მიმართულ ნაბიჯს. კომიტეტმა წარმოდგენილი საკითხის განხილვისას ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე: თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გაამახვილა 1) ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იქნა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს და ამჟამად საქართველოში იმყოფება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის სტატუსით. 2) 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ნოემბრამდე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის N12 დაწესებულებაში; 3) 2021 წლის 8 ნოემბერს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო პენიტენციური საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურის N18 - საქართველოს ბრალდებულთა და სპეციალური მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში; 4) 2021 წლის 19 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნა ქალაქ გორში მდებარე სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, რასთან დაკავშირებითაც მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა თანხმობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დღეის მდგომარეობით პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, კომიტეტმა მიიჩნია, რომ პეტიციის ავტორთა მოთხოვნამ დაკარგა აქტუალობა, რის გამოც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შესწავლა და განხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საფუძველზე,