საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ამირან აფციაურის მიერ წარმოდგენილ უმცირესობათა უფლებების მარეგულირებელი ნორმების შესახებ (№2-10056/21; 19.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-01
ბიუროს ნომერი 99
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-15108/21
30-11-2021
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქის ამირან აფციაურის მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
უმცირესობათა
უფლებების
წინადადებაზე
მარეგულირებელი
ნორმების შესახებ (1-10056; 19.07.2021)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის
ამირან აფციაურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს
კანონმდებლობაში უმცირესობათა უფლებების მარეგულირებელი ნორმების ასახვასთან
დაკავშირებით.
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორი
ითხოვს
უმცირესობათა
უფლებების
მარეგულირებელი ნორმების ასახვას საქართველოს კანონმდებლობაში. ამ მიზნით,
ავტორს შემოთავაზებული აქვს რეგულირების შესაძლო ვერსია, რაც წარმოდგენილია
შემდეგი სახით: „აკრძალულია, სპეციალური რეგულაციების გარეშე, ისეთი ხმოვანი თუ
სანახაობრივი ღონისძიებების მოწყობა, რომელიც მიუღებელია მოსახლეობისთვის,
მითუფრო, თუკი ეს ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილის ეთიკურ თუ
ზნეობრივ შეხედულებებს და ბღალავს მის თავისუფლებას.“
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი
ყველასთვის უზრუნველყოფს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებათა დაცვას და
განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
იმის გათვალისწინებით, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს
აბსოლუტურ უფლებას, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დასაშვებია მისი
შეზღუდვა „... კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის
უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული
ინფორმაციის
გამჟღავნების
თავიდან
ასაცილებლად
ან
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
საკითხის დარეგულირების შემოთავაზებული პრინციპი, ვფიქრობთ, რომ არ არის
თავსებადი საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ ციტირებულ ნორმასთან (რომელიც
განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ ფარგლებსა და
კრიტერიუმებს, რომელიც არის მკაცრად განსაზღვრული). გამომდინარე იქედან, რომ
საკანონმდებლო
მოწესრიგების
წინადადების
შესაძლო
ვერსია
ავტორის
არის
მიერ
ზოგადი,
წარმოდგენილი
რთულია
იმის
ნორმატიული
განსაზღვრა
თუ
კონკრეტულად რა ნორმატიული შინაარსის მატარებელია ის. უფლების შეზღუდვისთვის
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფარგლები არ შეიძლება თავისუფალი
ინტერპრეტაციისა და განვრცობით განმარტების საგანი გახდეს და ეს ფარგლები
ავალდებულებს კანონმდებელსაც და სამართალგამომყენებელსაც, რომ ფარგლების
დამდგენი ნორმა განსაკუთრებული სიფრთხილით განიმარტოს. საკანონმდებლო
წინადადების ავტორის მიერ შემოთავაზებულია ამ ფარგლების ერთგვარად გაფართოება
ან შერბილება, გვთავაზობს რა საკმაოდ არაზუსტ და შეფასებით კატეგორიებზე
დაფუძნებულ ახალ გარემოებებსა და კრიტერიუმებს, რომელზე დაყრდნობითაც იქნება
დასაშვები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისა
და შეზღუდვის ფარგლები და, ამავდროულად, ამ გამოხატვის თავისუფლების
მიმართულებით
სახელმწიფოში
მოქმედებს
შესაბამისი
კანონები,
როგორიცაა,
მაგალითად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი,
„შეკრებებისა
და
მანიფესტაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონი,
რომელიც
განსაზღვრავს აზრის გამოხატვის უფლების რეალიზაციისა და ლეგიტიმური შეზღუდვის
გზებს, ავტორის მიერ შემოთავაზებული ზოგადი რეგულირება ამ ფორმულირებით არ
იქნება რელევანტური იმპლემენტირებისთვის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
ამ
განსხვავებული
კრიტერიუმების
შემოტანა
წინააღმდეგობაში
მოექცევა
კონსტიტუციურ
დებულებასთან,
რაც
წარმოადგენს
საკანონმდებლო წინადადების გაუზიარებლობის საკმარის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია
შემოთავაზებული ცვლილების საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელება და
საქართველოს მოქალაქის ამირან აფციაურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება უმცირესობათა უფლებების მარეგულირებელი ნორმების შესახებ ცნო
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე