„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ერთი მოსმენა
✓ 77 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 453 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2023 წლის 1 იანვრამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებები“.
2. 454 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 454. ამ კანონის 453 მუხლის მოქმედების ვადა
ამ კანონის 453 მუხლი მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ახალმა კორონავირუსმა (SARS-COV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ
(COVID-19) კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან პანდემიამ
ადამიანების დანაკარგთან ერთად უპრეცენდენტო ეკონომიკური დანახარჯები
გამოიწვია. COVID-19-თან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი
პრიორიტეტი გახდა.
საქართველომ ეპიდემიის შეკავებისათვის მზადება ადრეულ ეტაპზე დაიწყო.
ქვეყნის მთავრობის მიერ 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების
ღონისძიებებმა და კრიზისის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა შეარბილა
COVID-19-თან ასოცირებული უარყოფითი შედეგები, რამაც შესაძლებელი გახადა
მაისიდან შემზღუდველი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება. სხვადასხვა ფაქტორის
გავლენით, ასევე რეგიონში არსებული ტენდეციის შესაბამისად, საქართველოში
ახალი
კორონავირუსით
დაინფიცირებისა
ინტენსიურად
დაიწყო
სექტემბრის
ტერიტორიაზე
ეპიდემიის
მასიური
და
ახალი
შემთხვევების
პერიოდიდან,
რამაც
მთელი
გავრცელება
გამოიწვია.
ზრდა
ქვეყნის
ინციდენტების
ზრდასთან ერთად, ეპიდ-კონტროლისათვის მნიშვნელოვანი პარამეტრების (მათ
შორის, რეპროდუქციის ინდექსი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსახლეობაზე
გადათვლით, ტესტირების დადებითობა) და ჰოსპიტალური რესურსების მოხმარებით
საქართველომ მიაღწია განგაშის წითელ დონეს, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავრობამ
შემოდგომის ბოლოს პრევენციისა და სტაბილიზაციისთვის კვლავ სავალდებულო
გახადა გარკვეული ამკრძალავი ღონისძიებები და გააფართოვა მიზნობრივი
შეზღუდვები.
შედეგად,
ახალი
კორონავირუსის
(COVID-19-ის)
მასობრივი
გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ჯანმრთელობის
დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე სათანადო
რეაგირების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო
საგანგებო მდგომარეობა. ამასთანავე, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი,
ხოლო მის საფუძველზე - შესაბამისი სამართლებრივი
აქტები, რომლებითაც
ეტაპობრივად
დაწესდა
აუცილებელი
შეზღუდვები.
კერძოდ,
საგანგებო
მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა; სარკინიგზო
და
საზოგადოებრივი
ტრანსპორტით
განისაზღვრა სხვა სატრანსპორტო
სპეციალური
დისტანციური
მგზავრთა
რეგულარული
საშუალებებით მგზავრთა
გადაყვანა;
გადაადგილების
წესები;
საგანმანათლებლო
დაწესებულებები
გადავიდნენ
სწავლების რეჟიმზე; აიკრძალა გარკვეულ დროს პირთა
გადაადგილება; კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა; შეიზღუდა
საჯაროდ შეკრება, სატრანპორტო საშუალებებით გადაადგილება, ეკონომიკური
საქმიანობა, საჯარო სერვისების მიწოდება და ა.შ.
ზემოაღნიშნულმა
ღონისძიებებმა
დადებითი
შედეგი
გამოიღო,
მაგრამ
გამოკვეთა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გარკვეული შეზღუდვების
გაგრძელების აუცილებლობა. აღნიშნული კი მოითხოვდა საქართველოს
პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების
შეტანას, რაც 2020 წლის 22 მაისს განხორციელდა.
2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონში შეტანილი ცვლილებით დაზუსტდა ტერმინის „საკარანტინო ღონისძიებები“
შინაარსი და საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს
დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და
ღონისძიებები
დაედგინათ.
კანონში
პირდაპირ
და
მკაფიოდ
მიეთითა
იმ
პრინციპებზე, რომელთა დაცვაც საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის
უფლებათა სამართლის თანახმად აუცილებელია, როდესაც ადამიანის უფლებები
იზღუდება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ დროებითი ნორმის იმპლემენტაცია
კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, პანდემიის სამართავად აღმასრულებელი
ხელისუფლების მიერ შემუშავებული წესები შეესაბამება ეპიდვითარების სიმძიმეს და
ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი და
პროპორციული ღონისძიებები გამოიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2020 წლის 22 მაისის
ცვლილებით დადგინდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომების დისტანციურად,
კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შესაძლო გამართვის
დროებითი წესი.
თავდაპირველად ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების
ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 ივლისი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე
გაგრძელდა, შემდგომ 2021 წლის 1 ივლისამდე, ხოლო შემდეგ კი 2022 წლის 1
იანვრამდე. აღნიშნული გულისხმობს, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან აღარ იმოქმედებს
კანონის აღნიშნული დროებითი ნორმები, პანდემიით გამოწვეული ვითარება
ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება.
არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით
გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად აუცილებელია
გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების
მოქმედება და მის საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო
ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა არსებობდეს. გასათვალისწინებელია, რომ
მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა
პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება და მეორე მხრივ,
ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისა და
სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად მთელი რიგი
შეზღუდვები კვლავ გრძელდება ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყანებში
(მაგალითად: აშშ, ავსტრია, გერმანია, სლოვაკეთი და სხვა).
ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19ის) საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 15 მარტიდან. 2021 წლის
25 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 122 856 აცრა, აღნიშნული ციფრი
ყოველდღიურად მზარდია. მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული ვითარება
კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება. რაც შეეხება ქვეყანაში
ახალი კორონავირუსით
ინფიცირებულთა სტატისტიკას, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა
საერთო რაოდენობა შეადგენს 826 714-ს, მათ შორის აქტიური შემთხვევა 46 393-ს,
გარდაიცვალა - 11 736 ადამიანი.
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2022 წლის 1 იანვრის
შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც
პანდემიის
გავრცელების
შეფერხებასა
და
პროცესების
სწორად
წარმართვას
ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც
პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში
არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების
მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, რომლებიც პანდემიით შექმნილი ვითარების
სამართავად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში
პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია, საჭიროა, რომ აღნიშნულ
კანონში შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს და მისი 453 მუხლის მოქმედების
ვადა გაგრძელდეს 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც გარკვეული დროით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის 1
იანვრის შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა
კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ
გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული ყველა აუცილებელი
ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონის 453 და 454 მუხლებში და აღნიშნული კანონის 453 მუხლის („2022
წლის 1 იანვრამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებები“) მოქმედების ვადა-2022
წლის 1 იანვარი - გრძელდება 2023 წლის 1 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი
ბარათის
აღნიშნული
პუნქტი
არ
ვრცელდება
წინამდებარე
კანონპროექტზე, რადგან იგი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც
გამომდინარეობს მისი მიზნის მიღწევის აუცილებელი საჭიროებიდან და კანონის
მიღებასთან დაკავშირებული პროცედურიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
და
მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების
საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება ქვეყანაში პანდემიით შექმნილი
ვითარებიდან გამომდინარე გატარებულ ღონისძიებებსა და მათ მასშტაბზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
დამოკიდებულია, თუ რა სახის და რა ინტენსივობით მოუწევს სახელმწიფოს იმ
ღონისძიებების გატარება, რომლებიც პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევათა
საპასუხოდ და მათ საბოლოოდ დასაძლევად იქნება საჭირო.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა პანდემიით შექმნილი ვითარების მიხედვით
გავლენა მოახდინოს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453
მუხლი და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტები. ამ ფინანსური
შედეგების მასშტაბი დამოკიდებულია, თუ რა სახის და რა ინტენსივობით მოუწევს
სახელმწიფოს იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც პანდემიის შედეგად შექმნილ
გამოწვევათა საპასუხოდ და მათ საბოლოოდ დასაძლევად იქნება საჭირო.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი
გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპოექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს/დაწესებულებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა ამ კანონპროექტის შემუშავებისას არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ
მიქელაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, დავით სერგეენკო, ირმა ზავრადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ
მიქელაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, დავით სერგეენკო, ირმა ზავრადაშვილი.