საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-14203/21; 28.10.2021) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-01
ბიუროს ნომერი 99
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-15156/21
30-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს დაევალა საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშრებით“
განხილვა (№1-14203/21; 28.10.2021).
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციების
გამართვის და მეტი ინფორმაციის მოძიების საჭიროება, შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ
თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge