საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ზარქუას და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ზარქუას და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/126; 24.11.2021) საქართველოს კანონის პროექტების გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-01
ბიუროს ნომერი 99
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-15185/21
01-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2021 წლის 24 ნოემბერს ჩვენ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა
საქართველოს კანონის პროექტები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სათამაშო
ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№073/126/10 ; 24.11.2021). საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გამოიკვეთა
დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროება, ამდენად, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ინიციატორებმა მივიღეთ
გადაწყვეტილება, გამოვითხოვოთ ინიციირებული საქართველოს კანონის პროექტები.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირაკლი ზარქუა
პარლამენტის წევრი
ირაკლი (დაჩი) ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge