საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირების შესახებ (№1-14077/21; 25.10.2021) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-02
ბიუროს ნომერი 100
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-15211/21
01-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს დაევალა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ
წარმოდგენილი სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირების შესახებ საკანონმდებლო
წინადადების განხილვა (№1-14077/21; 25.10.2021)
კომიტეტი ელოდება საკანონმდებლო წინადადებაზე შესაბამის სამთავრობო უწყებიდან
პოზიციის მიღებას. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ
თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge