გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის წინადადება საქართველოს პარლამენტის სასახლის B კორპუსის №410 ოთახისათვის (ე. წ. ბრიფინგების ოთახი) ქართველი ქალის, ეროვნული გმირის − მარო მაყაშვილის პატივსაცემად მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-02
ბიუროს ნომერი 100
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-15210/21
01-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც მოგეხსენებათ, ქალებს, ისტორიულად, დიდი წვლილი შეჰქონდათ ქართული
სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებაში. თითოეული ასეთი ქალის როლის ხაზგასმით
აღნიშვნას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მათ შორის აუცილებელია იმ ქალების წარმოჩენა,
რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში, საქართველოს რესპუბლიკის დაფუძნებასა და
ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს პარლამენტის სასახლის B
კორპუსის №410 ოთახს (ე. წ. ბრიფინგების ოთახი) ქართველი ქალის, ეროვნული გმირის − მარო
მაყაშვილის პატივსაცემად ეწოდოს „მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი“.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზის მოწყობა, პირველ რიგში, საქართველოს მდიდარ
ისტორიაში ქალთა მიერ შეტანილი უდიდესი წვლილის უპირობო აღიარებაა. ამასთანავე, მათი
როლის განსაკუთრებული წარმოჩენა გარკვეულ მოტივაციას ქმნის სხვა ქალებისთვის.
საქართველოს
პარლამენტის
საქმიანობაში
გენდერული
თანასწორობის
საკითხების
მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება. უკანასკნელი წლების განმავლობაში პარლამენტმა
მხარი დაუჭირა არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებასა და სხვა დოკუმენტს, რომელთა მიზანია
ქვეყნის მასშტაბით ქალთა გაძლიერება, გენდერული ცნობიერების გაზრდა და პოლიტიკურ
ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა. ამდენად, მარო მაყაშვილის სახელობის
დარბაზის შექმნის ინიციატივა ქალების გაძლიერების პოლიტიკისთვის კიდევ ერთი წინ
გადადგმული ნაბიჯი იქნება.
პატივისცემით,
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე,
პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge