საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 52
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 2 დეკემბერი, 10.30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2021 წლის 2 დეკემბერი, 10.30 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
1.
2.
3.
4.
სხდომის ოქმი
N52
სხდომის თავმჯდომარე: გურამ მაჭარაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ირმა ზავრადაშვილი,
გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, ირაკლი ქადაგიშვილის უფლებამონაცვლე ანზორ
ბოლქვაძე და დავით კაჭარავას უფლებამონაცვლე დავით მათიკაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის
საკითხებთან
დაკავშირებულ
დროებით
კომისიაში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის
დაწყებამდე განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტში ორი საპარლამენტო ფრაქციის
(ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ და „რეფორმების“ ჯგუფი)
გაუქმების და ერთი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის გამო,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით
განსაზღვრული
უფლებამოსილების
შესაბამისად,
ხელახლა
განსაზღვრავს კვოტებს საპრლამენტო კომიტეტებში, საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენისა
და
დეოკუპაცის
საკითხებთან
დაკავშირებულ დროებით კომისიაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ
საპარლამენტო დელეგაციებში და საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კვოტების
ხელახლა გადანაწილების შედეგად გაიზარდა უფრაქციო პარლამენტის წევრთა
რაოდენობა კომიტეტებში და გახდა 2 წევრი, ასევე 1 წევრით განისაზღვრა
საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფის „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
კვოტა ყველა კომიტეტში.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით:
19 წევრიან კომიტეტებში
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 10 წევრი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 3 წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ – 1
წევრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი
უფრაქციო პარლამენტის წევრები - 2 წევრი
კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის
საკითხებთან
დაკავშირებულ
დროებით
კომისიაში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა
მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენისა
და
დეოკუპაციის
საკითხებთან
დაკავშირებული დროებით კომისიაში ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან
დაკავშირებული
დროებითი
კომისიის
წევრთა
რაოდენობა
განსაზღვრულია 14 წევრით შემადგენლობით
და მოქმედებს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესი, რომ კომისიაში ოპოზიციის
წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე
ნაკლები, შესაბამისად 7 წევრი კომისიაში არის ფრაქცია „ქართული ოცნების“
წარმომადგენელი და 7 წევრი საპარლამენტო ოპოზიციის. კვოტების ხელახალი
გადანაწილების შედეგად 1 წევრით გაიზარდა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია„ძალა ერთობაშია“ კვოტა კომისიაში.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებით კომისიაში ფრაქციათა და
უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
განისაზღვრა შემდეგნაირად:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ –7 წევრი;
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია
„ძალა ერთობაშია“ - 2 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ –
1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი;
უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 წევრი.
კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
2
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა;
მოისმინეს გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მუდმივმოქმედ საპარლამენტო
დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპალამენტო ფრაქციების „ლელო“ - პარტნიორობა
საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფი“ გაუქმების შედეგად, უფრაქციო
პარლამენტის წევრებს და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს - „ლელო“ პარტნიორობა საქართველოსთვის“ დაემატათ ადგილები რიგ დელეგაციებში.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა შემდეგი
სახით:
1) PACE ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – 1 ადგილი.
2) OSCE PA– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (3+3)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი;
ბ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1
ადგილი.
3) EU-GEORGIA PAC ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო
ასოცირების
კომიტეტი (10+5)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი;
დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 ადგილი.
4) EURONEST PA – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (10+5)
3
ძირითადი შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი - „ლელო“ - პარტნიორობა
საქართველოსთვის“ – 1 ადგილი;
დ) უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი.
5) NATO PA – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (4+4)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი;
ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2 ადგილი.
6) IPU – საპარლამენტთაშორისო კავშირი (5+5)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა
საქართველოსთვის“ – 1 ადგილი.
7) PABSEC შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი.
8) GUAM PA – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების
ორგანიზაციის −
სუამის საპარლამენტო ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა :
4
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი.
9) IAO მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (3+3)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი;
ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრეი – 1 ადგილი.
10) APF ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (3+3)
ძირითადი შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი.
11) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის
პარლამენტის და
უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა (10+0)
შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“
– 1 ადგილი;
დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი.
12) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო
ასამბლეა (10+0)
შემადგენლობა :
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი.
5
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს განიხილა ეთიკის საბჭოში ფრაქციათა
და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის საკითხს.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი
კომისიაში კვოტების გადანაწილების ანალოგიურად, 14 წევრიან ეთიკის კომისიაშიც 1
წევრით გაიზარდა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული
ოპოზიცია„ძალა ერთობაშია“ კვოტა.
ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს
შემდეგნაირად:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ –7 წევრი;
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია
„ძალა ერთობაშია“ - 2 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ –
1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი;
უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 წევრი.
კენჭისყრები:
1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების
განსაზღვრის შესახებ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და
გადაწყვეტილების
პროექტი
საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ გაეგზავნოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
2.
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის თაობაზე?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედრუო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებით კომისიაში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
3.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
6
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს
პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის შესახებ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტის
მიერ
მომზადებული
გადაწყვეტილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ გაეგზავნოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
4. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
მომზადებული
გადაწყვეტილების
პროექტი
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განისზღვრის თაობაზე (თანდართული ნუსხით) წარედგინოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად წარედგინოს საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მოზადებული გადაწყვეტილების პროექტი:
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე (თანდართული
ნუსხით).
გურამ მაჭარაშვილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
პირველი მოადგილე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
7