„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ირაკლი (დაჩი) ბერაია
ნომერი
#07-3/128/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/08/2013, სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ კოოპერატივების წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულსამართლებრივი საკითხების მოწესრიგებისა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი (№5498-Iს) „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად: კანონპროექტით დადგინდა სტატუსის მქონე კოოპერატივების წევრებისათვის მინიმალური (300 ლარი) სავალდებულო საპაიო შენატანი; კოოპერატივებში (მაღალმთიან რეგიონში რეგისტრირებული ერთეულების გარდა) წევრთა მინიმალური რაოდენობა გაიზარდა ცხრამდე; სავალდებულო გახდა კოოპერატივების წესდებაში ასოცირებული წევრის მიღების წესის გაწერა; კანონის მე-2 მუხლით, უკვე რეგისტრირებულ კოოპერატივებს 2021 წლის 1 იანვრამდე განესაზღვრათ ვადა იმისათვის, რომ ახალი ვალდებულებები შეესრულებინათ. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 4 თებერვლის №166-IVმს-Xმპ კანონით კი, დასახელებული ვადა გაიზარდა 2022 წლის 1 იანვრამდე და ჩამოყალიბდა კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის სახით. მიუხედავად ვალდებულების შესრულების ვადის 1 წლით გაზრდისა, COVID-19 პანდემია და მისით გამოწვეული ნეგატიური შედეგები კვლავ სახეზე იყო 2021 წლის მანძილზეც და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 672-მა კოოპერატივმა (მათ შორის 245 მაღალმთიანი) ჯერ კიდევ ვერ მიაღწია კოოპერატივების საქმიანობისა და წესდებების კანონთან სრულ შესაბამისობას. სამეურნეო ამ რაოდენობაში სტატუსის მქონე ის განსაკუთრებით კოოპერატივები, გასათვალისწინებელია რომლებიც სასოფლო- მთავრობის შემდეგ დადგენილებათა ბენეფიციარნი არიან: „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილება (26 კოოპერატივი); „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილება (30 კოოპერატივი); „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილება (27 კოოპერატივი). კერძოდ, დასახელებული პროგრამების ფარგლებში, ბენეფიციარ კოოპერატივებს აქვთ ვალდებულება, რომ არ დაკარგონ სასოფლო-სამეურნეო სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ კოოპერატივებს ესაჭიროებათ კონსულტაციების გამართვა (ძირითადად პირისპირ) დამატებითი წევრების მოსაძიებლად და საერთო კრებების მოწვევა (ყველა წევრის მონაწილეობით) გადაწყვეტილებათა მისაღებად, ამასთან - რეგიონებში დაბალია ნოტარიუსთა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, მათი უმრავლესობა 2021 წლის მანძილზეც მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესრულებინათ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (11/12/2019. №5498-Iს) დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის, სასოფლოსამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს განესაზღვროთ ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: COVID-19 პანდემია და მისით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, სამწუხაროდ, 2021 წლის მანძილზეც რელევანტური იყო. ამდენად, კოოპერატივების უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო განსაკუთრებით წესდებისა და კი, სტატუსის რეგიონებში საქმიანობის მქონე მცხოვრები საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კვლავ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული და არ გაადვილებულა. ამდენად, მნიშვნელოვანია ვალდებულების შესრულების ვადა გახანგრძლივდეს 2023 წლის 1 იანვრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვადა, „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 4 თებერვლის №166-IVმს-Xმპ კანონით, კანონის ტექსტშივე განისაზღვრა, აუცილებელია ეს პრობლემა კანონში ცვლილების შეტანით გადაიჭრას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება 2023 წლის 1 იანვრამდე, რაც 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მისცემს მეტ დროს და შესაძლებლობას შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზარდა 1 წლით და 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივები ვალდებულნი იქნებიან 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, რადგან კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ღონისძიების განხორციელებას, რასაც შეიძლება დამატებითი ვადა სჭირდებოდეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რამდენადაც პროექტით ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადის დადგენა. აღნიშნული ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, მათი შესრულების გადავადებას, საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წლის და შემდგომი სამი წლის განმავლობაში) არ ექნება ფინანსური გავლენა და არ წარმოშობს ახალი ხარჯების საჭიროებას.7 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტით გადავადებულ იქნა ისეთი ვალდებულებების შესრულების საკითხი, როგორიც არის კოოპერატივის წევრთა რაოდენობის ცვლილება, პაის ოდენობის განსაზღვრა და წესდებების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (რაც უნდა განხორციელდეს 672 კოოპერატივის მიერ). აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისთვის, კოოპერატივებს ესაჭიროებათ სანოტარო მომსახურების საფასურის გადახდა, ასევე სარეგისტრაციო მომსახურების მოსაკრებლის გადახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული ხარჯები არის ერთჯერადი ხასიათის და შესაძლოა გარკვეული (მცირედი) გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, საფასურის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის სანოტარო ან სარეგისტრაციო მომსახურებას აირჩევენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ცვლილებით სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტებს არ ეკისრება ახალი ვალდებულებები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს კონკრეტულ ფინანსური შედეგებს იმ პირებისათვის, ვისზეც ვრცელდება შესრულებისთვის კანონპროექტის ახალი ვადის მოქმედება. განსაზღვრა კერძოდ, შეამცირებს ვალდებულებების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის დაკარგვის რისკს. ეს კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე იმ კოოპერატივთათვის, ვინც წინამდებარე განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებულ დადგენილებათა ბენეფიციარია, რადგან მათ აქვთ ვალდებულება, რომ არ დაკარგონ სასოფლო-სამეურნეო სტატუსი, რათა ისარგებლონ პროგრამის ბენეფიტებით. ზოგადად, სტატუსის მოპოვება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად კოოპერატივების წევრებს აღარ მოუწევთ მათი გაწევა. ასევე, კანონპროექტი გავლენას იქონიებს მეპაიეების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან მათ 2023 წლის 1 იანვრამდე საპაიო შენატანის შეტანა მოუწევთ კანონით დადგენილი ოდენობის მიხედვით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირების მიერ იქნება გამოყენებული სანოტარო სერვისი, სანოტარო ბიუროები მიიღებენ დამატებით შემოსავალს მათი მომსახურების შესაბამისად. ხშირ შემთხვევაში, კოოპერატივს ესაჭიროება კონსულტაციების გამართვა დამატებითი წევრების მოსაძიებლად და საერთო კრების მოწვევა გადაწყვეტილებათა მისაღებად. ასეთი კონსულტაციების გამართვისა და კრებების მოსაწვევად კოოპერატივებს შესაძლოა მოუწიოთ დამატებითი ხარჯების გაწევა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ირაკლი (დაჩი) ბერაია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ირაკლი (დაჩი) ბერაია.