„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/96/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანოს თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის ცნების განმარტებაში არსებული ხარვეზის გამოსწორების საჭიროება. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ არსებული კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის“ ცნებას და ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ვეტერანის ერთ-ერთ კატეგორიას განეკუთვნებიან „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები“. აღნიშნული უწყებების ჩამონათვალი, რომელთა მოსამსახურეებმა ფაქტობრივად მიიღეს მონაწილეობა 2008 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, არ არის სრული. კერძოდ, მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე, ვეტერანის სტატუსი არ ენიჭებათ 2008 წლის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს. კანონპროექტის მიზანია, დაზუსტდეს და გაფართოვდეს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის ცნება, რათა სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიეცეს საშუალება დაინტერესებული პირებისათვის ვეტერანის შესაბამისი სტატუსის მინიჭებისას იხელმძღვანელოს მკაფიო, გამართული საკანონმდებლო საფუძვლებით და იქონიოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კანონპროექტის მიღება აქტუალურია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერების მხრივ ბოლო პერიოდში გამოკვეთილი სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებითაც, ვინაიდან 2022 წლის იანვრიდან ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი ხუთჯერ გაიზრდება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა კატეგორიების განმარტება მოცემულია „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში. შესაბამისად, არსებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება შევიდეს ხსენებულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით გამოსწორდება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის განმარტებაში არსებული ხარვეზი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებად და მათთან გათანაბრებულ პირებად, სხვა შესაბამისი კატეგორიის პირებთან ერთად, ჩაითვლებიან 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებიც, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპრექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებად და მათთან გათანაბრებულ პირებად ჩაითვლებიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის 1 იანვრიდან, რაც ახალი საბიუჯტო წლის დაწყებას უკავშირდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილია იქიდან გამომდინარე, რომ მისი მიღება უკავშირდება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან სათანადო მოცულობის ასიგნებათა გამოყოფას, რის გამოც საჭიროა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეთა, აგრეთვე საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ, გარდაცვლილ) მეომართა ოჯახების 18 წლის ასაკამდე შვილების, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილების, მეუღლისა და შრომისუუნარო მშობლებისთვის გამოყოფილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის ბოლომდე სამივე მოსმენით იქნეს მიღებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (2008 წ.) მოსამსახურეთა რაოდენობა, რომლებიც ვეტერანებად ჩაითვლებიან, შეადგენს 78-ს. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილები 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილები ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლები (თითოეული ოჯახი) საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით ყოველთვიურად იღებენ 44 ლარს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზოუკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილები 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილები ასაკის მიუხედავად, მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლები (თითოეული ოჯახს) – ყოველთვიურად 22 ლარს. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას მიიღებენ ის ბენეფიციარები, რომლებიც კანონპროექტით ემატება კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ხუთჯერ ზრდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა პირდაპირი საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, ვეტერანის სტატუსის მიღება შესაძლებლობას იძლევა ბენეფიციარებმა მიიღონ სხვადასხვა შეღავათებიც (მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული შეღავათები/დაფინანსება), რომლებიც შესაძლოა განისაზღვროს საქართველოს ან/და მუნიციპალიტეტების ნორმატიული აქტებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ კანონპროექტი იქონიებს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, ახლადდამატებული ბენეფიციარები მიიღებენ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით გათვალისწინებულ ყოველთვიურ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას. ამასთან, გარდა პირდაპირი საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, ვეტერანის სტატუსის მიღება შესაძლებლობას მიცემს ბენეფიციარებს, მიიღონ სხვადასხვა შეღავათებიც (მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული შეღავათები/დაფინანსება) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ფინანსური/მატერიალური დახმარება გათვალისწინებული იქნება საქართველოს ან/და მუნიციპალიტეტების ნორმატიული აქტებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი კანონპროექტის გავლენას მიღების მოახდენს შემთხვევაში ბავშვის უფლებრივ საქართველოს მდგომარეობაზე. ტერიტორიული კერძოდ, მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად (თითოეული ოჯახი), ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ, გარდაცვლილ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეთა შვილებს 18 წლის ასაკამდე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, წარმოეშობათ კანონმდებლობით განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული კანონპროექტის