„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/98/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 173-ე მუხლის: ა) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან;“. ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) საქონლის იმპორტი დიპლომატიური და საკონსულო შეთანხმების (საერთაშორისო) შესაბამისად, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან;“. 2. 192-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდა ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევისა, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება: ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი; ბ) თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები); გ) სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.“; ბ) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდში მითითებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, იმპორტიორის მიერ აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“; გ) მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი;“; დ) მე-7 ნაწილს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედების წესი ამავე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“. 3. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი;“. 4. 199-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურები/რეექსპორტი (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისა და დროებითი შემოტანისა) საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება;“. 5. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132-ე ნაწილი: „132. 2023 წლის 1 იანვრამდე დღგ-საგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.“. 6. 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტის და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2023 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. მისი მომზადება განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს საბაჟო კოდექსის დებულებების შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრის აუცილებლობიდან გამომდინარე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი დებულებები შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროქტთან საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომლის თანმდევ კანონპროექტსაც იგი წარმოადგენს. ასევე, სწორდება რამდენიმე ტერმინოლოგიური და ტექნიკური უზუსტობა, რომელმაც კანონის მოქმედების პროცესში შესაძლოა შექმნას გარკვეული გაუგებრობები კოდექსის დებულებების სწორად აღქმასთან დაკავშირებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება შეუსაბამობა საქართველოს საბაჟო კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებულ დებულებებს შორის, სწორდება ცალკეული ტერმინოლოგიური და ტექნიკური უზუსტობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ხორციელდება შემდეგი სახის ცვლილებები: 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ფ“ და „ყ“ ქვეპუნქტების მოქმედი რედაქციის მიხედვით დღგ-საგან თავისუფლდება შესაბამისი საქონელი, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისაგან. ვინაიდან ტერმინი „საბაჟო გადასახადი“ საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობაში აღარ გამოიყენება, ტერმინოლოგიური უზუსტობის გასწორების მიზნით, იგი იცვლება ტერმინით „იმპორტის გადასახადი“. 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის ცვლილებით ზუსტდება, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდში მითითებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, იმპორტიორის მიერ აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულიs მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლს მე-11 ნაწილის შემდეგ ემატება 12 ნაწილი. 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა. კერძოდ, „დ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულია ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლს ასეთი ქვეპუნქტები (პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი) არ გააჩნია და მითითება უნდა კეთდებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებზე, ვინაიდან ხსენებული ნორმები კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის იდენტური შინაარსისაა. 4. 199-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის წარმოდგენილი რედაქცია მიზნად ისახავს მოქმედ რედაქციაში არსებული ტერმინოლოგიური უზუსტობის გასწორებას. კერძოდ, 2019 წლის სექტემბრიდან მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, მანამდე მოქმედი ტერმინი „სასაქონლო ოპერაცია“ შეიცვალა ტერმინით „საბაჟო პროცედურა“. აქედან გამომდინარე არსებული უზუსტობის აღმოსაფხვრელად 199-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ყალიბდება შესაბამისი რედაქციით. 5. კანონპროექტის მიხედვით 2023 წლის 1 იანვრამდე 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტში გადასახადისგან გასათავისუფლებელი საქონელი დადგინდება ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტებზე მითითებით, ვინაიდან ამავე პერიოდამდე ჩერდება საბაჟო კოდექსის X წიგნის მოქმედება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კოდექსის 309-ე მუხლს ემატება 132-ე ნაწილი. 6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მე-4 ნაწილის კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქცია მიზნად ისახავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერების გადავადებას 2023 წლის 1 იანვრამდე, რითაც ხსენებული დებულება შესაბამისობაში მოდის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილია ამ შესახებ“ საქართველოს უკანასკნელის მსგავსად კანონპროექტის ამოქმედების თანმდევ თარიღად პროექტს, განისაზღვროს გამოქვეყნების თარიღი, რადგან მნიშვნელოვანი კანონის დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და დაკავშირებულია აღნიშნული კანონპროექტის მიღებასთან. შესაბამისად, იმისათვის, რომ საბაჟო ორგანომ სრულყოფილად განახორციელოს ახალი შეღავათების გამოყენების ადმინისტრირება და ხელი არ შეეშალოს მის სრულყოფილ ფუნქციონირებას აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტის შესაბამისად ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტების მოქმედების შეჩერება 2023 წლის 1 იანვრამდე, რაც დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების მოქმედების შეჩერებასთან. რაც დადებით გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, შენარჩუნდება იმპორტის გადასახადისაგან განთავისუფლების საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედი შეღავათები და 2023 წლის 1 იანვრისთვის გადაიწევს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შინაარსობრივად ახალი შეღავათები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსი ითვალისწინებდა ახალი შეღავათების ამოქმედებას 2022 წლის 1 იანვრიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ისეთი ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული