„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
27.12.2019,
სარეგისტრაციო
კოდი:
300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 159-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის
ოპერატორებისათვის.“.
2. 160-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის
ოპერატორისთვის.“.
3. 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის სექტორში საჯარო მომსახურების
მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს
შეერთების შესახებ ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად
ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობა
წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
უზრუნველყოფის ქვაკუთხედს. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის გადამცემი და
გამანაწილებელი
სისტემების
ოპერატორების
(შემდგომში
სისტემების
ოპერატორები) საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც
ენერგეტიკული ბაზრების გამართული ფუნქციონირებისა და მომხმარებლების
უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისთვის, ისე - ქვეყნის
ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, „ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით (შემდგომში - კანონი)
გათვალისწინებულია სისტემების ოპერატორების რეგულირების განსაკუთრებული
სტანდარტები, რაც მოიცავს მოთხოვნებს, რომლებიც უკავშირდება საქმიანობის
განცალკევებას, მომსახურების ტარიფების დადგენას, ანგარიშგებას და სხვა.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორების
განცალკევების, ასევე ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და საჯარო მომსახურების
გამწევი საწარმოების ავტორიზაციის კანონით დადგენილი ვადების გაზრდას.
მოცემულ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ
ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილია შესაბამისი განცალკევების გეგმები, თუმცა,
გამოიკვეთა, რომ განცალკევების მიზნით განსახორციელებელი ქმედებების შესრულების
კომპანიების მიერ მოთხოვნილი და გეგმებით გათვალისწინებული ვადები მნიშვნელოვნად
აღემატება კანონის 160-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ბუნებრივი გაზის
გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის დადგენილ განცალკევების ბოლო ვადას 2021 წლის 31 დეკემბერს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ ეტაპზე ასევე შეფერხებით მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის
გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების პროცესი, რაც, კანონით დადგენილი
გადამცემი
სისტემის
ოპერატორის
სერტიფიცირების
პროცედურის
ვადების
გათვალისწინებით, შეუძლებელს ხდის კანონის 159-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის დადგენილი
განცალკევების ბოლო ვადის - 2021 წლის 31 დეკემბრის დაკმაყოფილებას. კერძოდ, ბუნებრივი
გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების პროცესის შეფერხება გამოწვეული
იქნა შემდეგი ძირითადი გარემოებებით:
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის N129 დადგენილებით დამტკიცდა
საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების
გეგმა, რომელმაც განცალკევების მოდელად გაითვალისწინა დამოუკიდებელი
სისტემის ოპერატორი და განსაზღვრა აღნიშნული მოდელის იმპლემენტაციის
პროცედურული საკითხები, მათ შორის, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის
კორპორაციის“ მიერ გადამცემი ქსელის მესაკუთრე ახალი შვილობილი კომპანიის (შპს
„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე“) დაფუძნებისა და
მისთვის ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობისთვის განკუთვნილი აქტივების
გადაცემის ვალდებულება, რაც შესრულდა დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში;
მიუხედავად ამისა, ქსელის მესაკუთრის კაპიტალში შესაბამისი აქტივების შეტანისას
გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია
ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობისთვის გამოსაყენებელი ქონების საბოლოო
სურათის დაზუსტებაზე. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში იმ საკადასტრო
ერთეულებზე, რომელზეც განთავსებული იყო მაგისტრალური გაზსადენი, ასევე
მდებარეობდა სხვა ფუნქციური დანიშნულების ხაზობრივი ნაგებობა (მაგ.
ნავთობსადენი), რის გამოც რთული იყო კონკრეტული საკადასტრო ერთეულის
მიკუთვნება მხოლოდ ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობაში გამოსაყენებელი
აქტივების ჯგუფისთვის. ამ და სხვა მსგავსი პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვდა
კომპლექსურ მიდგომას, რამაც გამოიწვია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორსა
(ISO) და ქსელის მესაკუთრეს (TNO) შორის გასაფორმებელი იჯარის ხელშეკრულების
დანართის
მოგვიანებით
წარდგენა
გადამცემი
სისტემის
ოპერატორის
სერტიფიცირების
პირველადი
განაცხადის
საფუძველზე
მიმდინარე
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და საკითხის შესწავლა ვეღარ მოხერხდა
სერტიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კანონმდებლობით დადგენილ
ზღვრულ ვადებში;
ასევე
მნიშვნელოვან
საკითხს
წარმოადგენდა
ზემოხსენებული
იჯარის
ხელშეკრულების ფარგლებში საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე
შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ საიჯარო ქირის ფორმირებას განაპირობებს ორი
ძირითადი ფაქტორი, როგორიცაა ბუნებრივი გაზის გადაცემის/ტრანსპორტირების
სატარიფო მეთოდოლოგიის ფარგლებში საიჯარო ქირის გონივრულ ოდენობად
აღიარებული თანხა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტისთვის გამოსაყენებელი
ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადაცემით მისაღები თანხები (ტრანსსასაზღვრო
ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები დერეგულირებულია „ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 157-ე მუხლით გათვალისწინებული
გამონაკლისით). შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების გრძელვადიანი ხასიათიდან
გამომდინარე, რადგან ბაზარზე ცვალებადი ეკონომიკური გარემოებების გამო, სრულ
სახელშეკრულებო პერიოდზე შეუძლებელია შეთანხმებულიყო ფიქსირებული
საიჯარო სქემა, მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საიჯარო ქირის
განსაზღვრის ორმხრივად მისაღებ პრინციპზე, რომელიც ერთის მხრივ,
გაითვალისწინებდა
დამოუკიდებელი
სისტემის
ოპერატორის
საოპერაციო
ლიკვიდურობის მოთხოვნებს, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფდა გადამცემი
ქსელის მესაკუთრის აქტივებით სარგებლობისთვის სამართლიანი ფინანსური
ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას, რომელიც ასევე კორელაციაში იყო ამ
უკანასკნელთან აღმავალ ვერტიკალურ ინტეგრაციაში მყოფი საწარმოს მიერ
საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტების წინაშე ნაკისრი სახელშეკრულებო
ვალდებულებების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის
საბოლოოდ შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტი წარდგენილი იქნა გადამცემის
სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცესის დასკვნით ეტაპზე, რის გამოც
საკანონმდებლო მოთხოვნებთან სახელშეკრულებო პირობათა შესაბამისობის
შემოწმება ვერ იქნა უზრუნველყოფილი სერტიფიცირების პირველადი განაცხადის
განხილვის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. თავის
მხრივ, სერტიფიცირების პროცედურის განმეორებით ინიცირების შემთხვევაში,
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
სხვა პროცედურული ვადების გათვალისწინებით, შეუძლებელია კანონის 159-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის
დაკმაყოფილება, რის გამოც, აუცილებელია შესაბამისი ვადის გახანგრძლივება 6 თვით
- 2022 წლის 1 ივლისამდე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ზემოხსენებული პროცესებისთვის დამატებითი
შემაფერხებელი გარემოება აღმოჩნდა კორონავირუსის პანდემია, რომელმაც უარყოფითი
გავლენა იქონია რეფორმების განხორციელების პროცესზე ბუნებრივი გაზის სექტორში, ისევე,
როგორც ქვეყნის ეკონომიკის ნებისმიერ სხვა დარგში.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის
დამტკიცება მოხდა 2021 წლის 02 სექტემბერს, რასაც მათ შორის წინ უძღვოდა კომპანია
„SOCAR”-თან
ბუნებრივი
გაზის
მიწოდების
გრძელვადიან ხელშეკრულებებთან
დაკავშირებით მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები, ბუნებრივი გაზის ბაზრის
აგრეგატორის საკითხის განხილვა და სხვა. აღნიშნულმა გარემოებამ კი თავის მხრივ გავლენა
იქონია შესაბამისი საკანონმდებლო ვადის ფარგლებში ბუნებრივი გაზის სექტორში საჯარო
მომსახურების მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაციაზე.
კანონპროექტი და კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, 2021 წლის 12 ნოემბრის
NLE121121/03-04 წერილით სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ წარუდგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას,
რომელმაც საკუთარი პოზიცია წარმოადგინა მიმდინარე წლის 17 ნოემბრის N1/02-16-9399
წერილით (იხ.დანართი). წარმოდგენილ წერილთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ
სამინისტრო ამ ეტაპზე ვერ გაიზიარებს კომისიის პოზიციას კანონპროექტში დამატებით
ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცებისთვის კანონით გათვალისწინებული ვადის
ცვლილების ასახვასთან დაკავშირებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ის ვადები, რომელთა გადაწევას ითვალისწინებს კანონპროექტი განსაზღვრულია კანონით
შესაბამისად, მათი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნება სისტემების ოპერატორების
განცალკევებისა და ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზრების ფუნქციონირების დაწყების,
აგრეთვე,
ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და საჯარო მომსახურების გამწევი
საწარმოების ავტორიზაციია, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კონცეფციით
გათვალისწინებული მიზნების მიღწევასა და კონკურენტული, გამჭვირვალე ბაზრების
ჩამოყალიბებას, ისევე, როგორც მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიან დაცვას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
ძირითად
არსს
წარმოადგენს
სისტემების
ოპერატორების
დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების სათანადოდ განხორციელების, ასევე,
ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების
ავტორიზაციის კანონით დადგენილი ვადების 6 თვით - 2022 წლის 1 ივლისამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
ვინაიდან მნიშვნელოვანია კანონის დროული მიღება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. წარმოდგენილი ცვლილება
ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული გარკვეულ ვალდებულებებზე შესრულების
ვადების გადაწევას და არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ასევე
კომისიის მიერ ახალი ლიცენზიის გაცემა, ასევე საჯარო მომსახურებისა და ბოლო
ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაციის პროცედურა არ იწვევს დამატებით ხარჯებს და
განხორციელდება შესაბამისად - კომისიის არსებული რეგულირების საფასურის ფარგლებში
და საქართველოს მთავრობის საქმიანობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წარმოდგენილი
ცვლილება ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული გარკვეულ ვალდებულებებზე
შესრულების ვადების გადაწევას და არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების
წარმოშობას. ასევე კომისიის მიერ ახალი ლიცენზიის გაცემა, ასევე საჯარო მომსახურებისა და
ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაციის პროცედურა, არ იწვევს დამატებით
შემოსავლებს არც კომისიის და არც სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად არც საკანონმდებლო
ვადის გადავადებას გააჩნია რაიმე სახის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემის ოპერატორების განცალკევების ასევე საჯარო
მომსახურების და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლების ავტორიზაციის ვადის გადაწევას
2022 წლის 1 ივლისამდე. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ იწვევს სისტემის
ოპერატორებისთვის დამატებითი ხარჯის გაწევის აუცილებლობას, რადგან მათი
მდგომარეობა დროებით იგივე რჩება. ამასთან, ის გასაწევი ხარჯები, რაც შეიძლება საჭირო
ყოფილიყო 2021 წლის ბოლომდე განცალკევების დასასრულებლად, როგორც ამას მოქმედი
კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია გადანაწილდეს
დროში. ამ ხარჯთან დაკავშირებითაც აღსანიშნავია, რომ საუბარია ძირითადად ერთი
კომპანიის ქვეშ არსებული ხარჯის და რესურსის ორ ან მეტ კომპანიაზე განაწილებაზე რაც
ჯამში არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას. სისტემის ოპერატორებზე ახალი ლიცენზიის
გაცემა და შესაბამისი კომპანიების ავტორიზაციაც თავისთავად გადაიწევს დროში.
ლიცენზიის გამცემი ორგანო არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია, აღსანიშნავია, რომ დარგში ლიცენზიების გაცემა
წარმოადგენს კომისიის ჩვეულებრივ საქმიანობას, რომელიც ფინანსდება რეგულირების
საფასურით და კომისიას რაიმე დამატებითი ხარჯი ამ მიმართებით არ ექნებოდა 2021 წელს
და არ ექნება 2022 წელსაც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იწვევს ყველა იმ პირთა ხარჯების პირდაპირ ცვლილებას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემის
ოპერატორების განცალკევების ასევე საჯარო მომსახუდების და ბოლო ალტერნატივის
მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადის გადაწევას 2022 წლის 1 ივლისამდე. ეს ნიშნავს, რომ
კანონპროექტი არ იწვევს სისტემის ოპერატორებისთვის დამატებითი ხარჯის გაწევის
აუცილებლობას, რადგან მათი მდგომარეობა დროებით იგივე რჩება. ამასთან, ის გასაწევი
ხარჯები, რაც შეიძლება საჭირო ყოფილიყო 2021 წლის ბოლომდე განცალკევების
დასასრულებლად, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტის მიღების
შემდეგ შესაძლებელია გადანაწილდეს დროში. ამ ხარჯთან დაკავშირებითაც აღსანიშნავია,
რომ საუბარია ძირითადად ერთი კომპანიის ქვეშ არსებული ხარჯის და რესურსის ორ ან მეტ
კომპანიაზე განაწილებაზე რაც ჯამში არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას. რაც შეეხება სხვა
პირებს, მათზე დღეს არსებული ზეგავლენის ცვლილება არ მოხდება, მათ შორის ტარიფების
დადგენის კუთხით და ის მიდგომები, რომელთა დანერგვაც იყო დაგეგმილი „ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით 2021 წლის ბოლომდე, გადაიწევს 2022
წლის პირველ ნახევარში. აქვე აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე რეფორმის გავლენა
ტარიფებზე მაინც მხოლოდ ნომინალური შეიძლება ყოფილიყო, თუმცა სამომავლოდ
საბაზრო ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ მიწოდების საფასური უფრო მეტად
დაექვემდებარება ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის გავლენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მოქმედება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, შპს
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.