„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ.
12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის
ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობების მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი,
რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი
მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი
ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და იგი
განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური
პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესების და მისი ზომების განსაზღვრის
საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.
დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში
წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად, როგორც წიაღის
ფონდის მიწები, რის შემდგომაც ხდება მათი აღრიცხვა საჯარო რეესტრში. წიაღის ფონდის
მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის
39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობების
განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება
დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი არ გამოიყენება
წიაღით სარგებლობისათვის. ისეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის
ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა, შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო
მიზნით მიწის შესაბამისი ფართობით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა
გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით
ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
(შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან −
მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო
ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების
გარეშე.“.
2. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.“.
3. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, სხვა სამეურნეო და
საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ
ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) არ
არსებობს, რაც დასტურდება სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დასკვნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
ფუნქციონირებს - საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელწოდებით - წიაღის
ეროვნული სააგენტო. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აღნიშნული დაწესებულების
სახელის ცვლილება, კერძოდ იგი ფუნქციონირებას განაგრძობს ,,სსიპ მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტო“-ს (შემდგომში სააგენტო) სახელწოდებით. აღნიშნული
ცვლილება არ არის დაკავშირებული სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა
და უფლებამოსილებების ცვლილებებთან და ატარებს მხოლოდდამხოლოდ ტექნიკურ
ხასიათს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს სახელის
ცვლილებით გამოწვეული ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება ყველა იმ
საკანონმდებლო აქტში, სადაც ფიგურირებს სააგენტოს დასახელება. წინამდებარე
კანონპროექტი მიზნად ისახავს ცვლილების შეტანას ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონში,
რათა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, მიეთითოს სსიპ მინერალური რესურსების
ეროვნული სააგენტო. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კანონის ამოქმედების თარიღად
მითითებულია 2022 წლის პირველი იანვარი. კანონის ამოქმედებამდე, სსიპ წიაღის
ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სააგენტოს
სახელის ცვლილებით გამოწვეული შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს
სახელის ცვლილებით. კანონი რამდენიმე ადგილას მიუთითებს სსიპ წიაღის ეროვნულ
სააგენტოზე, შესაბამისად, მისი სახელის ცვლილება, კანონში ცვლილების შეტანის გარეშე,
შექმნის სამართლებრივ ხარვეზს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად კანონის ნორმებში განახლებული ფორმითა და სწორი
რედაქციით
მიეთითება სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს - კანონის ამოქმედების
თარიღისთვის უკვე - სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ცვლილება შედის
,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში და საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიულ პირის წიაღის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად მიეთითება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტით ცვლილება შედის კანონის
31-ე მუხლის მე-3 პუნქტში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წიაღის
ეროვნული სააგენტოს ნაცვლად მიეთითება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტით, ცვლილება შედის კანონის
39-ე მუხლის მე-3 პუნქტში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წიაღის
ეროვნული სააგენტოს ნაცვლად მიეთითება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის 1 იანვრიდან. ვინაიდან, საკანონმდებლო
ცვლილება დაკავშირებულია ახალ საბიუჯეტო წელთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2022 წლის 1
იანვარი, ვინაიდან მიზანშეწონილია ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებისას ხელი არ შეეშალოს
სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვასა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას
მოთხოვნილია კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საკუთარი
შემოსავლები. ყველა ხარჯი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სააგენტოს სახელის
ცვლილებით გამოწვეულ სიმბოლიკის (ლოგო თუ საქმიანობისას გამოყენებული სხვა
ატრიბუტიკა)
ფარგლებში.
ცვლილებებთან
დაფინანსდება
სააგენტოს
საკუთარი
შემოსავლების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ამასთან, სახელწოდების ცვლილების ფარგლებში
განახლდება სააგენტოს რეკვიზიტები - ლოგო, სავიზიტო ბარათები, ყოველდღიურ
საქმიანობაში გამოსაყენებელი სხვა ატრიბუტიკა (ბრენდირებული ბლოკნოტები, სპეც.
ტანსაცმელი, სამსახურებრივი საშვები და ა.შ.). აღნიშნულისთვის დამატებითი ხარჯების
გამოყოფა არ იქნება საჭირო, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს საკუთარი
შემოსავლების ფარგლებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ატრიბუტიკის ნაწილი
ყოველწლიურად/ანდა გარკვეული პერიოდულობით (ბლოკნოტები, სავიზიტო ბარათები,
კალენდრები და ა.შ.) ისედაც განახლებადია, შესაბამისად ხარჯების გაზრდა ამ კუთხითაც არ
არის მოსალოდნელი და ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მიზნობრივად ამ შინაარსის
ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ხარჯებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ - წიაღის
ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.