„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი; პაატა მანჯგალაძე
ნომერი
#07-3/129/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 2281 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის არანაკლებ 2 წევრს რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი წესით (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური ოდენობის დანაწესისა) შეუძლია შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი).“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის: როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს პარლამენტის 2 წევრს მამუკა ხაზარაძეს (ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“) და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან მე-7 დღეს. იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტში შენარჩუნებული იქნეს პოლიტიკური პლურალიზმი, ძალთა თანაფარდობა და შენარჩუნებული იყოს სტატუს-კვო, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფს“ საჭიროა მიეცეთ პოლიტიკურ ჯგუფად ფორმირების სამართლებრივი შესაძლებლობა. რეგლამენტის მოქმედი რედაქცია და კერძოდ 2281 მუხლის პირველი პუნქტი არ იძლევა შესაძლებლობას ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა შექმნან პოლიტიკური ჯგუფები, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია რეგლამენტში განხორციელდეს წარმოდგენილი ცვლილება და პოლიტიკური ჯგუფების ფორმირება მოხდეს ფრაქციების მსგავსად (შესაბამისი დათქმით, რაც წარმოდგენილია წინამდებარე განმარტებითი ბარათის „ა.გ“ ქვეპუნქტსა და რეგლამენტის პროექტში). ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა: ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ამდენად, მის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პარლამენტის რეგლამენტის შემოთავაზებული ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა პარლამენტის წევრებმა ფრაქციის შექმნისათვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნან პოლიტიკური ჯგუფები. შესაბამისად, ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებს ექნებათ შესაძლებლობა კვლავ გაერთიანდნენ და შექმნან შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფები. ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის არანაკლებ 2 წევრს რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი წესით (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური ოდენობის დანაწესისა) ექნება შესაძლებლობა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე. ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორების მიერ მოთხოვნილია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: საქართველოს პარლამენტის 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფს“ შეუწყდება უფლებამოსილება, რეგლამენტის პროექტის სტანდარტული წესით განხილვის შემთხვევაში გაჭიანურდება ზემოაღნიშნული ფრაქციების პოლიტიკურ ჯგუფებად გარდაქმნის პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს კი მოაკლდებათ შესაძლებლობა მათთვის ამომრჩევლის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში ისარგებლონ რეგლამენტით პოლიტიკური ჯგუფისათვის გათვალისწინებული სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტებით. ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის ახლებურად მოწესრიგების შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ან/და პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება, ამ ეტაპზე, გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფინანსდება როგორც ფრაქცია, ასევე პოლიტიკური ჯგუფი. ერთი ფრაქციისთვის გამოყოფილი დაფინანსება საშუალოდ თვეში შეადგენს 9 000 (ცხრა ათასი) ლარს, ხოლო ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც არის იგივე ოდენობის (ცხრა ათასი ლარი). წარმოდგენილი პროექტით, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა, ფრაქცის ნაცვლად შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ასიგნებებების ფარგლებში ნაცვლად არსებული ფრაქციისა, მოხდება პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსება, რაც არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. რაც შეეხება სხვა გავლენებს, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციის საფუძველზე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა არის დროებითი ზომა და შესაძლებელია მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივი აქტიდან. დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი; პაატა მანჯგალაძე ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები მანჯგალაძე თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი; პაატა