საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უძრავი ნივთის გამქირავებელთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041216973740
02.12.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება უძრავი ნივთის გამქირავებელთა სამართლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ("ფინანსური ბუმერანგის" გაუქმება)
შინაარსი: როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლი
რეცეფცირებულია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 590b მუხლიდან ("აუცილებელი
ხარჯები -- მეიჯარე ვალდებულია, აუნაზღაუროს მოიჯარეს საიჯარო ქონებასთან
დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები."). ქართველი კანონმდებელი მნიშვნელოვნად
გასცდა რეცეფციის წყაროს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლი
ჩამოაყალიბა შემდეგი ნორმატიული შინაარსით: "მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს
აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების
მდგომარეობის (მათ შორის მიწის) გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები."
ანუ, "კაპიტალური ხარჯების" ნაწილში ქართული სამართლებრივი ნორმა აღემატება
ნორმატიული შინაარსით მისი რეცეფციის წყაროს. პრაქტიკული თვალსაზრისით,
აღნიშნული ჩანაწერი "კაპიტალური ხარჯები"-ს შესახებ უქმნის ეგზისტენციალური დონის
პრობლემებს უძრავი ნივთის მესაკუთრეებს (მეიჯარეებს): მოიჯარე სარგებლობს უძრავი
ნივთით მრავალწლიანი იჯარის პირობებში, საიჯარო ქონებაზე წევს კაპიტალურ ხარჯებს,
იღებს შემოსავალს და მოგებას, ხოლო საიჯარო ვადის დამთავრებისას - აქვს უფლება
კაპიტალური ხარჯების სახით ინვესტირებული თანხები მოსთხოვოს უძრავი ნივთის
მესაკუთრეს. ანუ, მესაკუთრე ექცევა უსამართლო და ვერაგ ხაფანგში: მის მიერ, მაგალითად,
10 წლის განმავლობაში მიღებული საიჯარო ქირიდან მას უწევს დიდი ოდენობის თანხების
უკან დაბრუნება დამქირავებლისთვის! ფაქტიურად უძრავი ქონების (ავტოგასამართი
სადგური, სასტუმრო, კაფე, რესტორანი და ა.შ.) მესაკუთრის მიერ მიღებული საიჯარო ქირა
გადაქცეულია ფიქციად, რომლის დიდი ნაწილის უკან დაბრუნების უფლება ენიჭება
დამქირავებელს 1997 წლის 26 ივნისს განხორცილებული ზედაპირულად მომზადებული,
გამქირავებლებლებისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი რეცეფციით. შესაბამისად,
გთხოვთ, მოახდინოთ რეცეფცირებული ნორმის გერმანულ წყაროსთან სრული
ჰარმონიზაცია და შინაარსობრივი შესატყვისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში უძრავი ქონების
ხანგრძლივი პერიოდით გაქირავება იქნება ეკონომიკურად მუდმივად წამგებიანი
მესაკუთრეებისთვის, ხოლო დამქირავებლები შეძლებენ მიიღონ ორმაგი მოგება
გაქირავებული ნივთების მესაკუთრეთა ფინანსური ექსპლუატაციის ხარჯზე! ამგვარი
დისპროპორცია საკმაოდ სახიფათოა უძრავი ქონების მრავალწლიანი იჯარით
გამქირავებლებისთვის დაამავე დროს - უსამართლოდ უქმნის დამქირავებლებს მსუყე და
უსამართლო კანონისმიერ ნიადაგს გამქირავებლის ხარჯზე მრავალი წლის განმავლობაში
ბიზნესის წარმოებისა და შემდგომ - გაწეული კაპიტალური ხარჯების უკანვე
დასაბრუნებლად. ამგვარი ფინანსური ბუმერანგი უპრეცედენტოა საქართველოს
კანონმდებლობაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ,
განიხილოთ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #: 59001013409
მობილური: +995577529937
ელფოსტა: zvani777@gmail.com