საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/85; 10.11.2021) საქართველოს კანონების პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/117; 05.11.2021) საქართველოს კანონის პროექტები; გ) საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას და ხათუნა სამნიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/58; 20.05.2021) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15458/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (319 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (319 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (295 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (313 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (232 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (209 KB) 📄 წერილი (68 KB) 📄 დანართი (68 KB) 📄 დანართი (68 KB)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15458/21 03-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: − საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/85; 10.11.2021); − საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/117; 05.11.2021); − საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/58; 20.05.2021). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების (N07-2/85; 10.11.2021) საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ხოლო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტების (N07-3/117; 05.11.2021) საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-15417/21 03-12-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 15 ნოემბრის (N92/3) გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/85; 10.11.2021). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 6 დეკემბრამდე. ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-15318/21 02-12-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-3/117; 05.11.2021) საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N92/1; 15.11.2021) სავალდებულო კომიტეტია - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტების განხილვის ვადად განსაზღვრულია 19.11.2021-06.12.2021. აღნიშნულ კანონპროექტებზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge