საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „უფლებადამცველის“ (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-2825/21; 10.03.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15486/21
06-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ა(ა)იპ უფლებადამცველს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ა(ა)იპ − უფლებადამცველის (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N12825/21; 10.03.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − უფლებადამცველის (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან
დაკავშირებით (N1-2825/21; 10.03.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე
გათავისუფლებასთან, პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან, შინაპატიმრობასა და სპეციალური
პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების შემადგენლობის დაკომპლექტებასთან
დაკავშირებული
საკითხების
ძირეულად
ახლებურ
მოწესრიგებას.
საკანონმდებლო
წინადადებით შემოთავაზებულია, რომ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებების
შეტანის გზით არსებითად შეიცვალოს აღნიშნული საკითხების მომწესრიგებელი ნორმები.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II. კომიტეტის შეფასება
საკანონმდებლო
წინადადებით
წარმოდგენილია
ძირეული
ცვლილებები
სასჯელის
მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, პირობითი მსჯავრის გაუქმების,
შინაპატიმრობისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების
შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხების მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებში.
თუმცა აღნიშნული ცვლილებები შემოთავაზებულია ფრაგმენტულად, ამასთანავე, ისინი
მოკლებულია სათანადო დასაბუთებასა და ჯეროვან ექსპერტულ ანალიზს; მაგალითად,
საკანონმდებლო წინადადებაში არ არის დასაბუთებული, თუ რა საჭიროებით არის
გამოწვეული ის, რომ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის
განმხილველი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი
საბჭოების შემადგენლობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააკომპლექტოს. იმ
მასშტაბის საკანონმდებლო ცვლილებები კი, როგორიც საკანონმდებლო წინადადებით არის
შემოთავაზებული, აუცილებელია, საკითხის ძირეული შესწავლისა და სისტემური ანალიზის
საფუძველზე განხორციელდეს, რაც, საკანონმდებლო წინადადებიდან არ ვლინდება.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ისეთი საკითხების მოწესრიგებაც,
რომლებიც უკვე მოწესრიგებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით; მაგალითად,
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს იმ კრიტერიუმების შემოღებას, რომლებიც
სპეციალური
პენიტენციური
გადაწყვეტილებების
მიღებისას
სამსახურის
უნდა
ადგილობრივმა
გაითვალისწინონ,
საბჭოებმა
თუმცა
ეს
შესაბამისი
საკითხი
უკვე
მოწესრიგებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.1
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ − უფლებადამცველის (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
იხ. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი: „შუამდგომლობის განხილვისას საბჭო
ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ
წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას,
მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა
მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.“; აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის
7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის
ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების
საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ შესაბამისი ნორმები.
1
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან
დაკავშირებით (N1-2825/21; 10.03.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი