საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „უფლებადამცველის“ (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№2-8075/20; 19.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15487/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15487/21 06-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ა(ა)იპ  უფლებადამცველს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ა(ა)იპ − უფლებადამცველის (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8075/20; 19.06.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − უფლებადამცველის (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8075/20; 19.06.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომელიც ადგენს: „თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.“ კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მსაჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარს ეტყვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვის ვადა აითვალოს არა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის კანონით დადგენილი ვადა წარმოეშვა. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. კომიტეტის შეფასება პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო, როგორც წესი, ყოველი თვის 10 რიცხვამდე შესულ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იხილავს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, ხოლო მხარეს უფლება აქვს, ადგილობრივ საბჭოს ამ პერიოდში წარუდგინოს საკითხის მისთვის სასარგებლოდ გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი ინფორმაცია. ამგვარად, საკითხის განსახილველად აღნიშნული პერიოდის არსებობა აუცილებელია, რათა ადგილობრივმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება საკითხის ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შედეგად მიიღოს. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში კი, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვის ვადა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის კანონით დადგენილი ვადის წარმოშობის მომენტიდან აითვლება და, შესაბამისად, ადგილობრივი საბჭო, თავის მხრივ, ვალდებული გახდება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი ხელახლა, ამ ვადის დადგომიდან 6 თვეში განიხილოს, უარი უნდა ითქვას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზემოხსენებული N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ დროის იმ მონაკვეთზე, რომელიც ადგილობრივ საბჭოს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევისათვის ესაჭიროება (დროის ამ მონაკვეთის გაუქმება აუცილებელი გახდება, რათა ადგილობრივმა საბჭომ საკითხის განხილვა 6 თვეში მოასწროს). თუმცა, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის აუცილებლობიდან გამომდინარე, დროის აღნიშნული მონაკვეთის გაუქმება მიზანშეუწონელია. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საჭირო გახდება ასევე პენიტენციური დაწესებულების მიერ ადგილობრივი საბჭოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის შემცირება; კერძოდ, საჭირო გახდება, პენიტენციურ დაწესებულებას დაევალოს, რომ მსჯავრდებულის საქმე ადგილობრივ საბჭოს ზემოხსენებულ 6 თვეზე ბევრად ადრე გაუგზავნოს, რათა ადგილობრივი საბჭოს მიერ საკითხის განხილვის ვადამ საერთო ჯამში 6 თვეს არ გადააჭარბოს. ამ შემთხვევაში კი პენიტენციურ დაწესებულებასაც შეუმცირდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად საჭირო, დღეს არსებული ვადები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც პენიტენციური დაწესებულების, ისე ადგილობრივი საბჭოს ეფექტიანად მუშაობაზე. ამრიგად, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღება დაკავშირებულია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის იმგვარ შეცვლასთან, რაც, თავის მხრივ, მიზანშეუწონელია. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადება მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მის მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ − უფლებადამცველის (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი (N1-8075/20; 19.06.2020)