საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ (№1-7417/21; 04.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15489/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15489/21 06-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ (N1-7417/21; 04.06.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ (N1-7417/21; 04.06.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, ცვლილება შევიდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 12 პუნქტში, რომელიც აცხადებს: „საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების საქართველოდან გასვლის წარდგენის მომენტისთვის ვალდებულების გადავადების საქართველოში იმყოფება საფუძველზე.“ კერძოდ, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომ ამ ნორმას დაემატოს სიტყვები „ან არ გააჩნია საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება“, ვინაიდან, საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, აღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქცია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას უზღუდავს მხოლოდ იმ უცხოელს, რომელსაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისათვის გადავადებული აქვს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, ხოლო იმ უცხოელს, რომელსაც არ უზრუნია საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე, კანონი არ უდგენს იმავე შეზღუდვას. II. კომიტეტის შეფასება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 12 პუნქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გაცემის საკითხში ადგენს გამონაკლისს მხოლოდ იმ უცხოელთან მიმართებით, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე,1 იმყოფება. იმ უცხოელს კი, რომელსაც საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადავადებული არ აქვს და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე აგრძელებს ყოფნას, თავისთავად ეზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება, რადგან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას ანიჭებს საქართველოში მხოლოდ კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს.2 ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს და, შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ (N1-7417/21; 04.06.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 1 საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხები წესრიგდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48ე მუხლით. 2 იხ. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი: „საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.“