საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში აშშ დოლარის ნაცვლად ლარის მითითების თაობაზე (№1-8636/21; 23.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15490/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15490/21 06-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8636/21; 23.06.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8636/21; 23.06.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნეს მითითება აშშ დოლარზე. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელება საჭიროა აგრეთვე კანონის ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან შესაბამისობის მიზნით. II. კომიტეტის შეფასება კომიტეტი აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებულია არა აშშ დოლარზე, არამედ აშშ დოლარის ქართულ ლარში ეკვივალენტზე, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული მითითების საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით კი გასათვალისწინებელია, რომ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კონსტიტუციის ეს ნორმა აცხადებს: „ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება ორგანული კანონით,“ რაც იმას გულისხმობს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებში არსებული, აშშ დოლარის ქართულ ლარში ეკვივალენტზე მითითება ვერ იქნება საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების შეუსაბამო, რადგან კანონისა და კონსტიტუციის აღნიშნული ნორმები სხვადასხვა საკითხს აწესრიგებს. ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს და, შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8636/21; 23.06.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი