საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით ებრალიძის მიერ წარმოდგენილ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (№1-4119/21; 01.04.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15495/21
06-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
დავით ებრალიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
დავით ებრალიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ადვოკატთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების
პროექტებთან დაკავშირებით (N1-4119/21; 01.04.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა დავით ებრალიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-4119/21; 01.04.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, იურიდიული საქმიანობა ხდება რეგულირებადი და
ამ საქმიანობის (როგორც დავაში წარმომადგენლობის, ისე ზოგადად იურიდიული
მომსახურების
გაწევის)
უფლება
(პროფესიონალ
იურისტსა)
და
ენიჭება
მხოლოდ
ადვოკატს.
მეტიც,
სერტიფიცირებულ
იცვლება
„ადვოკატთა
იურისტსა
შესახებ“
საქართველოს კანონის სათაური და იგი ყალიბდება, როგორც „სერტიფიცირებულ იურისტთა
(პროფესიონალ იურისტთა) შესახებ“ საქართველოს კანონი. საკანონმდებლო წინადადების
ავტორის აზრით, ყველა, ვინც დავაში წარმომადგენლობას ან ზოგადად იურიდიულ
მომსახურებას ეწევა, ერთნაირი რეგულირების სივრცეში უნდა მოექცეს, რათა დაცულ იქნეს
მომსახურების ხარისხისა და პასუხისმგებლობის მინიმალური სტანდარტი.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, სერტიფიცირებული იურისტის უფლებები და
მოვალეობები, ძირითადად, ამჟამინდელი ადვოკატის უფლებებისა და მოვალეობების
მსგავსია.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, უქმდება
პირველი ინსტანციის სასამართლოში თავისუფალი წარმომადგენლობისა და, ზოგადად,
სასამართლოში სახელმწიფო ორგანოს ან სხვა ორგანიზაციის მისი თანამშრომლის მეშვეობით
წარმომადგენლობის შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, მათი წარმომადგენლობა ნებისმიერი
ინსტანციის სასამართლოში შეეძლება მხოლოდ სერტიფიცირებულ იურისტს ან ადვოკატს.
სერტიფიცირებული იურისტის სტატუსის მისაღებად, საკანონმდებლო წინადადების
თანახმად, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირმა უნდა ჩააბაროს შესაბამისი
გამოცდა და გაწევრიანდეს საქართველოს იურისტთა ასოციაციაში.
II. კომიტეტის შეფასება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საადვოკატო საქმიანობისა და ზოგადად
იურიდიული საქმიანობის ერთნაირი რეგულირების ფარგლებში მოქცევას ამჟამად არ გააჩნია
სათანადო ლეგიტიმური მიზანი, რადგან საადვოკატო საქმიანობა და ზოგადად იურიდიული
საქმიანობა მნიშვნელობითა და ფუნქციური დანიშნულებით ერთმანეთისგან განსხვავდება.
ამ საკითხზე განმარტებას აკეთებს ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
კერძოდ, ის აცხადებს, რომ ადვოკატის პროფესიას მაღალი ფუნქციური დანიშნულება აქვს,
„რომელიც
უმრავლეს
შემთხვევაში
ვლინდება
მართლმსაჯულების
განხორციელების
პროცესში. ადამიანის უფლებების დაცვა ადვოკატის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ
ფუნქციას წარმოადგენს. [საქართველოს კონსტიტუცია] სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ
მან გარანტირებული გახადოს დაცვის უფლება, რაც, ცხადია, გულისხმობს ადამიანის
არამარტო ადვოკატით უზრუნველყოფას, არამედ კვალიფიციური და ეფექტური დაცვის
განხორციელებას. ყოველივე ეს განაპირობებს ადვოკატის საქმიანობის სახელისუფლებო
ფუნქციებთან
სიახლოვეს
და
ადვოკატურის
საჯარო
ორგანიზაციის
ფორმის
მიზანშეწონილობას. საადვოკატო საქმიანობა საჯარო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
გამოვლინებად
მიიჩნევა.
[...]
მაშასადამე,
ადვოკატი
ჩართულია
საჯარო
ამოცანის
განხორციელებაში. იგი თავისი კერძო საქმიანობით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს
სასამართლო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ადვოკატი ერთდროულად ემსახურება
როგორც კლიენტის კერძო ინტერესს, ისე სახელმწიფო ინტერესს. სწორედ იმის გამო, რომ
ადვოკატი
გარკვეულწილად
ახორციელებს
საჯარო
ფუნქციებს,
კანონმდებელი
მას,
თავისუფალი პროფესიის სხვა პირებთან შედარებით, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს და
მოითხოვს მის სავალდებულო გაწევრიანებას სპეციალურ პროფესიულ გაერთიანებაში.“1
ამგვარად, ზოგადად იურიდიულ საქმიანობას ამჟამად არ გააჩნია ისეთი მნიშვნელობა და
ფუნქციური დანიშნულება, როგორიც ადვოკატის საქმიანობას აქვს და, შესაბამისად,
მიზანშეწონილია, რომ ზოგადად იურიდიული საქმიანობის განმახორციელებელი პირი
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის N1/5/323
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან
ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, მე-2 პუნქტი.
1
უფრო
მეტი
პროფესიული
თავისუფლებით
სარგებლობდეს.
აქედან
გამომდინარე,
საადვოკატო საქმიანობისა და ზოგადად იურიდიული საქმიანობის ერთნაირი რეგულირების
ფარგლებში მოქცევის აუცილებლობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
ამრიგად,
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
კომიტეტი
საკანონმდებლო
წინადადების მისაღებად ცნობას ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავით ებრალიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-4119/21; 01.04.2021) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი