საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-15785/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041217005424 04.12.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "ადვოკატთა შესახებ" კანონის 30.2 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთავაზობთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა გახდეს დაუშვებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია. აღნიშნული ნორმა ისახავს მიზნად გარკვეული პოზიტიური შედეგის მიღწევას. ანალოგიური დანაწესის შემოღება "ადვოკატთა შესახებ" კანონში გააუმჯობესებს ასოციაციის თვითმმართველოს და მართველობის პირობებს, ვინაიდან ერთი და იგივე პირები ხშირად საკუთარ თავს ასახელებენ სხვადასხვა მმართველობით ორგანოებში ზედიზედ ორჯერ, რაც თეორიულად ქმნის ასოციაციის წიაღში არაჯანსაღი მდგომარეობის შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს. იმის გათვალისწინებით, რომ ეთიკის კომისიის წევრები წარმოადგენენ ერთგვარ კვაზი–სასამართლოს უფლებებით აღჭურვილ პირებს, მათ ორჯერ ზედიზედ არჩევის არსებული მექანიზმი ქმნის ცალკეული არასასურველი პირების ეთიკის კომისიაში ზედიზედ ორჯერ მოხვედრის თეორიულ საშიშროებას. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: