საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციით გათვალისწინებული იურიდიული პროფესიის მქონე პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაციის შესახებ (№1-2331/21; 01.03.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15505/21
06-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს,
ლაშა ჯანიბეგაშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის და ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე იურიდიული პროფესიის მქონე პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის
მომწესრიგებელი ნორმების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით (N1-2331/21; 01.03.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის და ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება იურიდიული პროფესიის მქონე პირთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
მომწესრიგებელი
ნორმების
ჰარმონიზაციასთან
დაკავშირებით (N1-2331/21; 01.03.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია,
შევიდეს
ცვლილება
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „ადვოკატთა შესახებ“
საქართველოს
კანონში
და
დადგინდეს
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის
გადაწყვეტილებების
საკანონმდებლო
სასამართლო
წინადადებაში
წესით
ნათქვამია,
გასაჩივრების
რომ
შესაძლებლობა.
ადვოკატის
მიმართ
არ
ამასთანავე,
არსებობს
დისციპლინური წარმოების შეწყვეტის ხანდაზმულობის ვადა.
II. კომიტეტის შეფასება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7554 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატაში მისი გასაჩივრებით. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,
ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის
გადაცემიდან
1
თვის
ვადაში
გაასაჩივროს
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის
კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატას და ატყობინებს მხარეებს.
ამგვარად, საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტები ადგენენ საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და ადვოკატთა ასოციაციის
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას,
კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ამდენად,
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებები დაუსაბუთებელია.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ადვოკატის მიმართ დისციპლინური
წარმოების შეწყვეტის ხანდაზმულობის ვადასაც; კერძოდ, „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 32-ე
მუხლის მე-2 პუნქტი აცხადებს: „ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება, თუ
მის მიერ სადავო ქმედების ჩადენიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის
კომისიისათვის მიმართვამდე გასულია 5 წელი.“
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის და ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება იურიდიული პროფესიის მქონე პირთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
მომწესრიგებელი
ნორმების
ჰარმონიზაციასთან
დაკავშირებით (N1-2331/21; 01.03.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი