საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის განახლების შესახებ (№1-10725/21; 29.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15508/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15508/21 06-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, დავით მებაღიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N110725/21; 29.07.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-10725/21; 29.07.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შევიდეს ცვლილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს მოქალაქეს უფლება მიეცეს, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს კონსტიტუციის, მათ შორის, პირველ თავთან მიმართებით ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები და დადგენილია, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მქონე სუბიექტთა წრე. ამასთანავე, კონსტიტუციის აღნიშნული მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებასთან თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დაკავშირებით კი კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ნათლად ადგენს, რომ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მხოლოდ კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. ამგვარად, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება მოითხოვს ცვლილებას არა მხოლოდ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, არამედ, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციაში. თუმცა საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობის შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ჩაითვლება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,1 მაგრამ პარლამენტის კომიტეტი, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი, არ შეიძლება იყოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორი (კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი).2 ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-10725/21; 29.07.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 1 იხ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-11 პუნქტი. 2 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი.