საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ლაშა ჯანიბეგაშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული გარანტიების გაზრდის თაობაზე (№1-2542/21; 04.03.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15511/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15511/21 06-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს, ლაშა ჯანიბეგაშვილს, მარიამ ჭყონიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის, ლაშა ჯანიბეგაშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული გარანტიების გაზრდის თაობაზე (N1-2542/21; 04.03.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის, ლაშა ჯანიბეგაშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული გარანტიების გაზრდის თაობაზე (N1-2542/21; 04.03.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შევიდეს ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-19 მუხლში („უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა“) და ამ მუხლს დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრის არჩევის ობიექტური კრიტერიუმები, მაგალითად, მოსამართლის ასაკი და უზენაესი სასამართლოს რომელიმე პალატის წევრობა. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ასეთი საკანონმდებლო სიახლის შემოღების შემთხვევაში გაიზრდება მოსამართლეთა და ადვოკატთა მიმართ არსებული გარანტიები. II. კომიტეტის შეფასება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი.“ ამგვარად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი იმავდროულად არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრად კი არჩეულია უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ. შესაბამისად, იგი თავისი ასაკით (არანაკლებ 30 წელი), აკადემიური უმაღლესი განათლებით (უმაღლესი იურიდიული განათლებით, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით), სამუშაო გამოცდილებითა (სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილებითა) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განწესებისას განხორციელებული შეფასების შედეგად გამოვლენილი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მახასიათებლებით შეეფერება უზენაესი სასამართლოს წევრის სტატუსს;1 ამავდროულად, ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოში ეწევა სამოსამართლო საქმიანობას. ყოველივე ეს კი იმაზე უთითებს, რომ მისი უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად ასარჩევად საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული დამატებითი კრიტერიუმების დადგენის აუცილებლობა არ არსებობს. ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. 1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 თავითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისას გამოიყენება. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის, ლაშა ჯანიბეგაშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული გარანტიების გაზრდის თაობაზე (N1-2542/21; 04.03.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი