საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ იურიდიულ პირთა უძრავი ქონების ამონაწერში იურიდიული პირის დამფუძნებელთა მოვალეთა რეესტრში არსებობის/არარსებობის ფაქტის დაფიქსირების სავალდებულოობის შემოღების შესახებ (№1-9111/21; 30.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15525/21
06-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე იურიდიული
პირის უძრავი ქონების ამონაწერში იურიდიული პირის დამფუძნებელთა მოვალეთა
რეესტრში არსებობის/არარსებობის ფაქტის დაფიქსირების სავალდებულოობის შემოღების
შესახებ (N1-9111/21; 30.06.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება იურიდიული პირის უძრავი ქონების ამონაწერში იურიდიული პირის
დამფუძნებელთა მოვალეთა რეესტრში არსებობის/არარსებობის ფაქტის დაფიქსირების
სავალდებულოობის შემოღების შესახებ (N1-9111/21; 30.06.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ მიღებული იქნეს კანონი, რომლის
თანახმადაც, იმ უძრავი ქონების შესახებ ამონაწერში, რომლის მესაკუთრე ან თანამესაკუთრე
იურიდიული
პირია,
ინფორმაციის
გავრცელების
ხელშეწყობის
მიზნით,
ასევე
ფიქსირდებოდეს აღნიშნული იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში
არსებული ინფორმაცია.
II. კომიტეტის შეფასება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების შესახებ ამონაწერში,
დამატებით, მეწარმეთა რეესტრიდან ინფორმაციის მოქცევის აუცილებლობა არ არსებობს,
რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაბამისი რეესტრების (უძრავ ნივთებზე
უფლებათა რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრის) მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სწრაფად და ჯეროვნად
უზრუნველყოფს სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, როგორც უძრავი ქონების, ისე
მისი მესაკუთრის შესახებ. ის ფაქტი, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ამონაწერი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
არ შეიცავს ინფორმაციას მესაკუთრის სამეწარმეო-სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე,
არ აყენებს დაინტერესებულ პირს არაინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების
საფრთხის წინაშე, ვინაიდან მას მესაკუთრის სამეწარმეო-სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ ცნობები შეუძლია ელექტრონულად სწრაფად მოიძიოს მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მეშვეობით.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საჯარო რეესტრის ერთ-ერთი მახასიათებელია მისი
მარტივად გამოყენების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში კი, თუ უძრავი ქონების შესახებ
საჯარო რეესტრის ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების რეესტრიდან მონაცემებიც დაფიქსირდება, ამონაწერში მოცემული ინფორმაციის
აღქმა და თანამიმდევრობა შესაძლოა ბუნდოვანი გახდეს; უძრავი ქონების შესახებ საჯარო
რეესტრის ამონაწერი მიზანშეწონილია, შეიცავდეს სათანადო ცნობებს მხოლოდ ამ ქონების
თაობაზე, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრი − ინფორმაციას მეწარმე სუბიექტის შესახებ.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება იურიდიული პირის უძრავი ქონების ამონაწერში იურიდიული პირის
დამფუძნებელთა მოვალეთა რეესტრში არსებობის/არარსებობის ფაქტის დაფიქსირების
სავალდებულოობის შემოღების შესახებ (N1-9111/21; 30.06.2021) საკომიტეტო განხილვის
შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი