„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.12.2021
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/105/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) ჰ7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7 „ჰ ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში, ან ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით;“; ბ) ჰ19 და ჰ20 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 19 ,,ჰ ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის, ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად შექმნილი საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახით; 20 ჰ ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (გარდა საერთაშორისო და საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისა) წარმომადგენლობითი ორგანო;“; 50 51 53 გ) ჰ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ - ჰ ქვეპუნქტები: 51 3 „ჰ ) საერთაშორისო სკოლა - ამ კანონის IV თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომლის მართვასაც ახორციელებს საერთაშორისო სკოლის მმართველი; 52 3 ჰ ) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა - ამ კანონის IV თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომლის მართვასაც ახორციელებს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი;“; 53 ჰ ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი უცხოეთში დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საერთაშორისო სკოლის შექმნამდე აქვს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის (სამეცნიერო-კვლევითი ან/და სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის, ან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ან ზედამხედველობის) არანაკლებ 8 წლიანი გამოცდილება (საქართველოში ან უცხო ქვეყანაში) და ახორციელებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო- სადოქტორო სკოლის მართვას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდების საფუძველზე.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ4“ ქვეპუნქტი: „ნ4) ამტკიცებს ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესს;“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ19“ ქვეპუნქტი: 19 „პ )გასცემს თანხმობას ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნის შესახებ;“; საერთაშორისო გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 521 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა, თუ ის გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კომპეტენცია იმიჯნება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველსა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებულ ხელშეკრულების საფუძველზე. 5. რექტორი ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით, საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის წარდგინებით ამტკიცებს საერთაშორისო სკოლისათვის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისათვის: ა) სასწავლო წლის დასაწყისში კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ბ) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; გ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; დ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; ე) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას.“. 1 4. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 მუხლი: „მუხლი 26 . ბიუჯეტი 1 საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის 1. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი შემუშავდება და მტკიცდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად. 2. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს შეიმუშავებს და ამტკიცებს მისი მმართველი, რექტორთან შეთანხმებით.”. 5. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით დამატებით ქმნის სადისერტაციო საბჭოს. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს რექტორი. სადისერტაციო საბჭოს დებულებით განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა.“. 6. IV2 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV3 თავი: „IV3 თავი. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა მუხლი 313. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა 1. საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სამინისტროს თანხმობით შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სკოლა ან/და საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა. 2. საერთაშორისო სკოლაზე/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაზე არ 1 ვრცელდება ამ კანონის IV (გარდა მე-17, მე-19, 22-ე, 26 მუხლების, 30-ე მუხლის პირველი, 21, მე-5 - მე-7 პუნქტებისა და 31-ე მუხლის 1-31 პუნქტებისა) და V თავების (გარდა 32-ე მუხლისა 1 2 და 33-ე მუხლის 1-4 პუნქტების, 35-ე, 37-ე, 37 , 37 , 42-ე მუხლებისა) მოქმედება. 3. ამ კანონის IV3 თავით გაუთვალისწინებელი საკითხები შესაძლებელია დარეგულირდეს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდების, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 314. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა 1. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა ამ კანონის IV3 თავის შეზღუდვებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია განახორციელოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდების საფუძველზე, საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველმა. 2. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი: ა) რექტორთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს; საერთაშორისო ბ) განსაზღვრავს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სტრუქტურასა და წესდებას; დ) შეიმუშავებს დებულებას; და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს ე) ნიშნავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) თავისი კომპეტენციის სამართლებრივ აქტებს; ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- ზ) ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრავს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; კ) განსაზღვრავს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტროსადოქტორო სკოლის აკადემიური, დამხმარე, სამეცნიერო და სხვა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; მ) რექტორთან შეთანხმებით ამტიკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტროსადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ნ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ო) შეიმუშავებს და რექტორს წარუდგენს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს; პ) ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებისა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას; ჟ) განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ან/და დამატებითი საფასურის ოდენობას, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახელმწიფო გრანტის ოდენობას და წარუდგენს განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ან/და დამატებითი საფასურის ოდენობას რექტორს დასამტკიცებლად; რ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტროსადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოთა სტრუქტურასა და დებულებას. 3. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლის რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, თუმცა მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლის რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს შეიძლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეეზღუდოს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ ეხება საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლების რაოდენობა და არჩევის წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, თუმცა მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლის რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს შეიძლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეეზღუდოს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას. არ ეხება საერთაშორისო მუხლი 315. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სასწავლო და სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.“. 7. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ან/და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტროსადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში.“. 8. 521 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატაროს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სახელოვნებოშემოქმედებითი ან სასპორტო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.“. 9. 551 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. 10. 81-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური აღემატება შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საფასური, რომელიც უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1 პუნქტი: „31. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია აღემატებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან/და კანონით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო გრანტის თანხის ოდენობას, ასევე, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საფასური, რომელიც უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.“. მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. პროექტის თანახმად, იცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული მუხლები, კერძოდ ცვლილება შედის უმაღლესი განათლების შესახებ კანონის: 1. მე-2, მე-7, მე-10, 26-ე, 45-ე, 81-ე მუხლებში და ემატება IV3 თავი. აღნიშნულ მუხლებში ცვლილებების შეტანა განაპირობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საერთაშორისო თანამშრომლების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების უფრო მოქნილი და ეფექტიანი მმართველობითი ფორმების შექმნის მოთხოვნამ, რაც შეზღუდულია მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით. ამასთანავე, ცვლილებები განაპირობა, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, უცხოელი კვალიფიციური აკადემიური პერსონალის საერთაშორისო სკოლაში/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში (გრძელვადიანი) ინტეგრაციის, აკადემიური პერსონალის სტატუსის მიღების წესის და პირობების საჭიროებამ, რაც თავისთავად, იმოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმატების ინდიკატორზე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეიტინგზე). ცვლილების შეტანა ასევე განპირობებულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი საერთაშორისო სკოლებისათვის შესაძლებლობის მიცემით, ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სხვა საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსხვავდებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტით განსაზღვრული თანხის ოდენობასაგან. ამასთანავე, ცვლილებები არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს და არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომელთაც ის ეხებათ. 2. მე-10, 521 და 551 მუხლებში. 521 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამასთან, ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე დაუშვას ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში ვერ გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ზემოაღნიშნული ნორმები ზღუდავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატარონ საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, რაც ართულებს ამ გამოცდების დროულად ორგანიზებას. ცვლილებები განპირობებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოთხოვნით. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენილ იქნა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2020 წლის 9 დეკემბრის N01/849 წერილი (ცენტრში რეგისტრაციის თარიღი: 14.12.2020; რეგისტრაციის N1199831), რომლის თანახმადაც სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ახორციელებს ოთხ სამაგისტრო პროგრამას. სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა ორგვარად ხორციელდება: საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლით (პროგრამებზე „კომპოზიცია“, „მუსიკისმცოდნეობა“) და მათ გარეშე (პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, „მუსიკის ტექნოლოგია“/ავტორიზებული/). სახელოვნებო-შემოქმედებით სამაგისტრო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ ჩარიცხვა ხდება შემოქმედებითი ტურის შედეგების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მისაღები გამოცდები ტარდება ივლისის თვეში. სამაგისტრო პროგრამებზე „კომპოზიცია“ და „მუსიკისმცოდნეობა“ ჩარიცხვა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (კონსერვატორიის) მიერ განსაზღვრული გამოცდის გავლის საფუძველზე. კონსერვატორიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე დაიშვებიან საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად გამოვლენილი მაგისტრანტობის კანდიდატები. შესაბამისად გამოცდები ტარდება სექტემბერში. კონსერვატორიის სამაგისტრო პროგრამებზე ივლისსა და სექტემბერში განფენილი მისაღები გამოცდები იწვევს საგამოცდო პროცესის გახანგრძლივებას. ასევე რთულდება სამაგისტრო პროგრამებზე აკადემიური კალენდრის თანხვედრა, ფერხდება შესაბამისი სასწავლო წლისათვის პროფესორ-მასწავლებელთა პედაგოგიური დატვირთვის განსაზღვრა (რაც დამოკიდებულია მისაღებ კონტინგენტზე). შესაბამისად კონსერვატორიისთვის აქტუალურია ყველა სამაგისტრო პროგრამაზე შიდა გამოცდები ჩატარდეს ზაფხულში. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის განცხადებით არ მიუმართავს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელების მოთხოვნით, თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების აკრძალვა სირთულეების წინაშე აყენებს არა მხოლოდ სახელოვნებო-საშემსრულებლო, არამედ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც და ინიცირებული ცვლილების შედეგად, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მათ მიერ განსაზღვრული გამოცდები ჩაატარონ როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებამდე, ისე მის შემდეგაც. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით არ იცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის წესი. კვლავ აუცილებელი იქნება, როგორც საერთო სამაგისტრო, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება, გარდა კანონის 521 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაზუსტდა გარემოება, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს არა პროგრამულ მიმართულებაზე (როგორც მოქმედ რედაქციაშია - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52 1 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები), არამედ საგანმანათლებლო პროგრამაზე. გარდა ზემოხსენებულისა, წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს 55 1 მუხლის პირველი პუნქტის ამოღებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი მოპოვებული ქულების მითითებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის N227 ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე7 პუნქტის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. ამავე დებულების 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამტკიცებს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიას, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა და უზრუნველყოფს ამ სიის ატვირთვას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. ამდენად, დაინტერესებულ პირებს ელექტრონულად აქვთ საკუთარი ქულის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც ცნობილია საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს მომდევნო წლისთვის ჩარიცხვის მიზნებისთვის მაგისტრანტების მიერ მიმდინარე წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული ქულების შენახვას. შესაბამისად, აღარ არსებობს დამატებით მაგისტრანტობის თითოეული კანდიდატისათვის სერტიფიკატის გადაცემის ინტერესი. 3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტში. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 464 მუხლით დარეგულირებულია ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საკითხები. კერძოდ, ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (ანუ ვინც დაასრულა ვეტერინარიის სპეციალობით ბაკალავრიატის 240 კრედიტიანი პროგრამა). აღნიშნული პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც პირს ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას ანიჭებს. აგრეთვე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ8“ ქვეპუნქტის თანახმად, ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა ვეტერინარის სერტიფიკატი. შესაბამისად, ვეტერინარის სერტიფიკატი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც პირს ენიჭება ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება. თუმცა, არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მოხდეს ვეტერინარის სერტიფიკატის მონაცემების განსაზღვრა და მისი გაცემის საკითხების დარეგულირება (ისევე, როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სხვა საგანმანათლებო დოკუმენტებთან მიმართებითაა დადგენილი). შესაბამისად, ვერ ხდება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემა, რაც იწვევს კურსდამთავრებულის მიერ ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შეუძლებლობასა და ვეტერინარის პოზიციაზე დასაქმების ხელის შეშლას, რადგანაც აღნიშნული გათვალისწინებულია შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით. 4. მე-7 მუხლში. ცვლილების თანახმად, ამოღებულ უნდა იქნეს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი. მოცემული მუხლის თანახმად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში-რეგისტრაციის წესი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2012 წლის 1 თებერვლის N22/ნ ბრძანების საფუძველზე, რეგისტრაციაში ატარებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, კერძოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მართვის სისტემას წარუდგენს: ა) დაწესებულების ხელმძღვანელის რეესტრში რეგისტრაციისათვის: ა.ა) დაწესებულების ხელმძღვანელის კანდიდატის მიერ დაწესებულების უფლებამოსილ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხოლო სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – აკადემიურ საბჭოში რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტებს; ა.ბ) დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ (სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – აკადემიური საბჭოს მიერ) ხელმძღვანელის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლს; ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) რეესტრში რეგისტრაციისათვის: ბ.ა) სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის მიერ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტს; ბ.ბ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის დაწესებულების შესაბამის კოლეგიურ ორგანოში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტს; ბ.გ) დაწესებულების შესაბამისი კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) დამტკიცების ოქმის ასლი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, რეგენტთა საბჭოს მიერ დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნის აქტის ასლს. გ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციისათვის: გ.ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლს; გ.ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლს. ამასთანავე, წარუდგენს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ერთ ფოტოსურათს (ზომით 3X4), ავტობიოგრაფია და მინიჭებული აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ან შესაბამის ხარისხთან გათანაბრებული დოკუმენტის (დიპლომი) ასლი, მართის სისტემა განიხილავს და ამოწმებს, წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას, რეგისტრაციის წესთან და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რეგისტრაციის შესახებ და მონაცემებს ასახავს რეესტრში ან უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას, ხარვეზის გამოსასწორებლად, შემდეგ კვლავ განიხილავს დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას, წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ან წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. მართვის სისტემის მიერ აღნიშნული რეგისტრაცია არ იწვევს, შესაბამისი პირის უფლებამოსილების წარმოშობა/შეწყვეტას, მათი უფლებამოსილება წარმოშობილად ითვლება შესაბამისი კოლეგიური ორგანოს მიერ არჩევის მომენტიდან და აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრაცია ატარებს მხოლოდ სისტემაში ინფორმაციის ასახვის ფუნქციას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პ3 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამტკიცებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს, სწორედ მოცემულ წესში იქნება გაწერილი, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის შესახებ, ინფორმაციის ასახვა, წარმოდგენილი ცვლილებით გაუქმდება, მთელი რიგი ზემოთ აღნიშნული ბიუროკრატიული ქმედებები და მართვის სისტემა როგორც შუამავლი რგოლი აღარ იქნება, რაც დაზოგავს ადამიანურ რესურსს და გაამარტივებს პროცესს, ინფორმაციის ასახვა მოხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც მოიცავს სისტემაში მხოლოდ სახელის გვარის, თანამდებობის, უფლებამოსილების ვადის ასახვას და უფლებამოსილების წარმოშობის ან შეწყვეტის მითითებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 1. მე-2, მე-7, მე-10, 26-ე, 45-ე, 81-ე მუხლებში ცვლილებასა და IV3 თავის დამატებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ითვალისწინებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის საერთაშორისო ელემენტების შემცველ სხვადასხვა ფორმას საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო სფეროს ინტერნაციონალიზაციას და განვითარებას, რაც ზრდის განათლების სისტემის და მისი შედეგის ხარისხს. საქართველოს შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელება გარკვეულწილად შეზღუდულია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურისა და საქმიანობის მარეგულირებები შეზღუდვების გათვალისწინებით. შესაბამისად, შემოთავაზებეული ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პოტენციალის ამაღლებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მათ შორის უცხოურ უნივერსიტეტებთან) თანამშრომლობისათვის. შემოთავაზებული ცვლილება შესაძლებელს გახდის, რომ საერთაშორისო სკოლების ფორმით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მმართველობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, განახორციელოს უცხოურმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა/ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციას, განათლების ხარისხის ამაღლებას უცხოური საგანმანათლებლო პარტნიორების მოზიდვის და პროგრამების ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდის მეშვეობით. აღნიშნული, როგორც ზემოთ აღინიშნა, დღეის მდგომარეობით, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, შეზღუდულია. ამასთანავე, შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის ცალკე სახეობის „საერთაშორისო სკოლის“ ან/და ,,საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის“ ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომლის ფუნქციონირებაც და ადმინისტრირებაც შესაძლებელია განხორციელდეს საგანმანათლებლო ორგანიზაციების, პროგრამათა ადმინისტრატორების ან საგანამანათლებლო სფეროში მოქმედი უცხოური კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. შესაბამისად, წინამდებარე ცვლილების ძირითადი მიზანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებში შექმნილ „საერთაშორისო სკოლას“/,,საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას“ ჰქონდეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის IV და V თავების მიერ განსაზღვრულისაგან განსხვავებული სტრუქტურა და მართვის ორგანოების არჩევის/დანიშვნის წესი და შედარებით ფართო დამოუკიდებლობა იმისათვის რომ განსაზღვრონ და განახორციელონ აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა. „საერთაშორისო სკოლა“/,,საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა“, უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება ნებისმიერ საფეხურზე სხვადასხვა სპეციალობით (სამაგისტრო სადოქტორო სკოლა მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების საფეხურებზე ანალოგიურად ,,Graduate school“-ისა). საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ნაწილში პროექტის მიზანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი საერთაშორისო სკოლებისათვის შესაძლებლობის მიცემა, საგანმანათლებლო პროგრამის საფასური აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტით განსაზღვრული თანხის ოდენობას. არსებული რეგულირება, ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. გასათვალისწინებელია, რომ რიგ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის დამფინანსებლად გვევლინებიან კერძო ორგანიზაციები, მათი მოტივაციაა საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ ფინანსურ რესურსზე, არამედ ორიენტირებული იყოს პროდუქტზე და მის რეალურ ღირებულებაზე. იმის შესაძლებლობა რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, იქნება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი უმაღლესი განათლების კერძო წყაროებიდან დაფინანსებისთვის, გააფართოვებს ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს, და სწავლის შედეგების საერთაშორისო ხარისხის მიღწევას. 2. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებას. თუმცა, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 პირველი და მე-2 პუნქტების დღეს მოქმედი რედაქცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებს მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე დაუშვას მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომელთაც საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აქვთ გადალახული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, აღნიშნული ნორმების ცვლილების გარეშე შეუძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით მიეცეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაძლებლობა, მათ მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატარონ როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებამდე, ისე ამ გამოცდის ჩატარების შემდეგაც. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად მაგისტრანტობის კანდიდატი სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს არა საგანმანათლებლო პროგრამაზე, არამედ პროგრამულ მიმართულებაზე. ვინაიდან, მაგისტრანტობის კანდიდატს სწავლის უფლება ენიჭება საგანმანათლებლო პროგრამაზე და არა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მიზანშეწონილია დაკორექტირდეს კანონის ზემოაღნიშნული ნორმები და პროგრამული საგანმანათლებლო მიმართულებების ნაცვლად მიეთითოს საგანმანათლებლო პროგრამა. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს მაგისტრანტობის კანდიდატისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის გადაცემის ვალდებულებას. ვინაიდან აღარ არსებობს მაგისტრანტობის კანდიდატების ინტერესი სერტიფიკატისადმი, მიზანშეწონილია კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი გაუქმდეს. 3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების განხორციელება აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემა. კერძოდ, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ადმინისტრირებას) მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნულ პროგრამას ამ ეტაპზე ახორციელებს მხოლოდ ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტმა აღნიშნულ პროგრამაზე აკრედიტაცია მიიღო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 29 აგვისტროს №110 გადაწყვეტილებით. გასათვალისწინებელია, რომ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ა(ა)იპ - საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს აღნიშნულ პროგრამაზე ჰყავს 2 კურსდამთავრებული და 8 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. შესაბამისად, ამ პირებზე ვერ ხდება/მოხდება ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემა, რადგანაც არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც დაარეგულირებდა ვეტერინარის სერტიფიკატის მონაცემებსა და მისი გაცემის წესს. აღნიშნული ცვლილებით კი გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მოხდეს ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცება, რომელიც გაითვალისწინებს სერტიფიკატის მონაცემებს და დაარეგულირებს მისი გაცემის საკითხებს. ამასთან, აღნიშნული წესის გათვალისწინებით, ვეტერინარის სერტიფიკატი შეტანილი იქნება მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი მოხდება კურსდამთავრებულებზე ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემა, რაც მათ მისცემს საშუალებას სწავლა გააგრძელონ ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და დასაქმდნენ ვეტერინარის პოზიციაზე. ამდენად, ამ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გარეშე ვერ მოხდება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულების მიერ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლების რეალიზება და დაირღვევა მათი კანონიერი ინტერესები. 4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პ3 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამტკიცებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს, სწორედ მოცემულ წესში არის გაწერილი, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის შესახებ, ინფორმაციის ასახვა, რომელიც გამარტივებული წესით მოაწესრიგებს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საკითხს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 1. მე-2, მე-7, მე-10, 26-ე, 45-ე, 81-ე მუხლებში ცვლილებისა და IV3 თავის დამატების შედეგად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გაუჩნდება შესაძლებლობა შექმნას საერთაშორისო სტანდარტის საერთაშორისო სამაგისტროსადოქტორო სკოლა/საერთაშორისო სკოლა, რომლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის IV და V თავების მიერ ამჟამად განსაზღვრულისაგან განსხვავებული მმართველობითი, ოპერაციული და ფინანსურის სტრუქტურა უზრუნველჰყოფს საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლის შედეგების მიღწევას და საფუძველს გაამყარებს ქვეყნის განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის წარმატებისათვის. კანონპროექტის მიხედვით, ამგვარი სკოლა ჩამოყალიბდება მოხდება სამინისტროს მხრიდან წინამდებარე ცვლილებებით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებას და შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოეთში დაფუძნებულ იურიდიულ პირს (საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა/საერთაშორისო სკოლის მმართველს) შორის დადებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე. 2. კანონპროექტის მიღების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათ მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატარონ როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებამდე, ისე ამ გამოცდის ჩატარების შემდეგაც. დაზუსტდა გარემოება, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს არა პროგრამულ მიმართულებაზე (როგორც მოქმედ რედაქციაშია), არამედ საგანმანათლებლო პროგრამაზე; გაუქმდება კანონის დანაწესი, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრანტობის კანდიდატისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის გადაცემის ვალდებულებას. მაგისტრანტობის კანდიდატს ელექტრონულად აქვთ საკუთარი ქულის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც ცნობილია საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები. შესაბამისად, აღარ არსებობს დამატებით მაგისტრანტობის თითოეული კანდიდატისათვის სერტიფიკატის გადაცემის ინტერესი. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების შედეგად გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი ვეტერინარის სერტიფიკატის წესის დამტკიცებასთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც მოხდება ვეტერინარის სერტიფიკატის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ნუსხაში შეტანა. აღნიშნულის საფუძველზე კი ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა გასცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ვეტერინარის სერტიფიკატი, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზებას. 4. კანონპროექტის მიღების შემდეგ გამარტივდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის პროცედურა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. მე-2, მე-7, მე-10, 26-ე, 45-ე, 81-ე მუხლებში ცვლილები და IV3 თავის დამატება მიზნად ისახავს განსაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო- სადოქტორო სკოლის სახით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ორგანიზაციული და მმართველობითი სტრუქტურა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტის მიღწევის მიზნით. 2. წარმოდგენილი ცვლილების პროექტით იცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებენ საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების შეზღუდვას. ამდენად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავისუფლად განსაზღვრონ გამოცდების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების ვადები და დაწესებულებები შეძლებენ, გამოცდა ჩაატარონ როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე ამ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. კანონის 521 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. აღნიშნული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისათვის აუცილებელია როგორც საერთო სამაგისტრო, ისე დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება, კანონით გათვალისწინებული შემთხევების გარდა. კანონის 521 მუხლის მეორე პუნქტით კი განისაზღვრება დაწესებულების უფლებამოსილება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატაროს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად მაგისტრანტობის კანდიდატი სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს არა საგანმანათლებლო პროგრამაზე, არამედ პროგრამულ მიმართულებაზე. აღნიშნულ პუნქტებში დაზუსტდება გარემოება, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს არა პროგრამულ მიმართულებაზე (როგორც მოქმედ რედაქციაშია), არამედ საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მაგისტრანტობის კანდიდატს სწავლის გაგრძელების უფლება ენიჭება საგანმანათლებლო პროგრამაზე და არა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე. გაუქმდება კანონის დანაწესი, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრანტობის კანდიდატისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის გადაცემის ვალდებულებას. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ასევე, ამტკიცებს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიას, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა და უზრუნველყოფს ამ სიის ატვირთვას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. ამდენად, დაინტერესებულ პირებს ელექტრონულად აქვთ საკუთარი ქულის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც ცნობილია საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები. შესაბამისად, აღარ არსებობს დამატებით მაგისტრანტობის თითოეული კანდიდატისათვის სერტიფიკატის გადაცემის ინტერესი. 3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ნ4“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაამტკიცებს ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესს, რომელიც გაითვალისწინებს ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გასაცემი ვეტერინარის სერტიფიკატის მონაცემებს და მისი გაცემის პირობებს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით ანალოგიურადაა დარეგულირებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის საკითხი. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუქნტის „ნ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესს. გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნიშნები ჰგავს ერთამენთს. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 464 მუხლისა (რომელიც არეგულირებს ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამას) და 472 მუხლის (რომელიც არეგულირებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას) მიხედვით, ორივე პროგრამა: ა) შემუშავებულია შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით; მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში. ასევე, ორივე პროგრამაზე დაიშვება შესაბამისი კვალიფიაციის მქონე პირი და ორივე პროგრამაზე გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუქნტის „ნ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემულია „მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მონაცემებს, ასევე აღნიშნული სერტიფიკატის გაცემის საკითხებს. ასევე, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი შესულია მკაცრი აღიცხვის ფორმების ნუსხაში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების მიხედვით. ამდენად, აღნიშნული კანონპროექტი ვეტერინარის სერტიფიკატთან დაკავშირებით ითვალისწინებს ისეთივე რეგულაციას, როგორიც დადგენილია მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატთან მიმართებით. 4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის 3 პ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამტკიცებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს, სწორედ მოცემულ წესში არის გაწერილი, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის შესახებ, ინფორმაციის ასახვა. შესაბამისად, მოცემული კანონპროექტის ფარგლებში ხდება ამოღება კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, რის შემდეგაც, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, როგორც შუალედური რგოლის, ვალდებულებები გამოირიცხება, რამდენადაც ინფორმაციის ასახვა მოხდება უშუალოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც მოიცავს სისტემაში მხოლოდ სახელის გვარის, თანამდებობის, უფლებამოსილების ვადის ასახვას და უფლებამოსილების წარმოშობის ან შეწყვეტის მითითებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ვინაიდან მნიშვნელოვანია კანონის დროული მიღება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან დაფინანსების სხვა წყაროებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს პირდაპირ გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნის, მისი მმართველის საქართველოში ფუნქციონირების თანმდევ შედეგად, და შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების მქონე პარტნიორებთან, როგორც ფინანსური, ისე აკადემიური თანამშრომლობის საფუძველზე, რის შესაძლებლობასაც აჩენს არსებული კანონპროექტი, შესაძლებელია განხორციელდეს დადებითი ზემოქმედება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის მიმართ, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის მხრივ, ეკონომიკური საქმიანობის, თანამშრომლობის ფორმებიდან გამომდინარე. პროექტით წარმოდგენილმა ცვლილებამ, ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულების მიერ ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ზემოხსენებული პირების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის სახით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნა და მისი ფუნქციონირება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან დაფინანსების სხვა წყაროებიდან. სკოლის მმართველი უფლებამოსილია, საერთაშორისო აკადემიური პერსონალის მოზიდვისა და სკოლის ეფექტიანი მართვისათვის, განახორციელოს სხვადასხვა საქმიანობა, ამ მიზნით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ განიცდის ზემოქმედებას და პროგრამის სწავლის საფასურის გაზრდის შესაძლებლობა, წარმოადგენს ერთ-ერთ დაფინანსების წყაროს, სხვადასხვა წყაროსთან ერთად (მათ შორის, სკოლის მართველის მიერ განხორციელებული/მოზიდული წყაროებიდან), რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ზემოაღნიშნული საქმიანობის წარმართვა/დაფინანსება. სკოლის შექმნა და მისი ფუნქციონირება ასევე, არ გამოიწვევს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახელმწიფო გრანტის ოდენობის გაზრდის ან დამატებითად გამოყოფის საჭიროებას. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციაში გატარების პროცესი არ იყო მიბმული რაიმე ფინანსურ ხარჯთან. შესაბამისად, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებიდან ზემოაღნიშნული ფუნქციის ამოღება ხარჯების დაზოგვას არ გამოიწვევს, დაზოგავს ადამიანურ რესურსს, გაამარტივებს პროცესს და მარტივად მხოლოდ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის ასახვით, მიიღწევა შედეგი. აღნიშნული კანონპროექტით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავისუფლად განსაზღვრონ სამაგისტრო გამოცდების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების ვადები და დაწესებულებები შეძლებენ, გამოცდა ჩაატარონ როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე ამ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. აღნიშნული ცვლილებით შესაძლოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაიხარჯოს გარკვეული რესურსი (ჩატარდეს გამოცდა) იმ აპლიკანტზე, რომელმაც ვერ გადალახა კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, მაგისტრანტობის კანდიდატს, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აღარ გადაეცემა სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი მოპოვებული ქულების მითითებით. სამაგისტრო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებს ონლაინ აქვთ წვდომა, ამდენად სერტიფიკატს არც სამართლებრივი და არც პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია. რადგან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სერტიფიკატების გაცემა და დაბეჭდვა ამ ეტაპზე არ ხდება, ამდენად, შეუძლებელია ზუსტი ოდენობის ხარჯების მითითება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას, საერთაშორისო პარტნიორობის წახალისების, უცხოელი კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მოწვევის, საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ კანონით დადგენილი პირობებით, შეიქმნას საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, რომლის ხარჯვითი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად და შესაბამისი საჭიროებისას, დაშვებულია, სტუდენტთა სწავლის საფასური იქნეს გაზრდილი და აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს. ამასთანავე, საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მონაწილეობითა და მისთვის ამგვარი სკოლის მართვის უფლების მინიჭებით, შესაძლებელი ხდება უცხოელი პარტნიორების მიერ, საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის დაშვებაც, და ამასთანავე, რელევანტური, უცხოელი და გამოცდილი აკადემიური პერსონალის ინტეგრაციაც ამგვარ სკოლებში, რაც გაუმარტივებს სამიზნე სტუდენტებს საერთაშორისო, კვალიფიციური განათლების მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, აღნიშნული ცვლილება არ მოახდენს ზეგავლენას უცხოურ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე/ორგანიზაციებზე. ის უცხოური კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მოიპოვებს საერთაშორისო სკოლის/სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართვის უფლებამოსილებას, ჩვეულებრივად განახორციელებს საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და საქმიანობის განხორციელებისას დაექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონპროექტით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავისუფლად განსაზღვრონ სამაგისტრო გამოცდების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების ვადები და დაწესებულებები შეძლებენ, გამოცდა ჩაატარონ როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე ამ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. აღნიშნული ცვლილებით შესაძლოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაიხარჯოს გარკვეული რესურსი (ჩატარდეს გამოცდა) იმ აპლიკანტზე, რომელმაც ვერ გადალახა კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე. პროექტით წარმოდგენილმა ცვლილებამ, ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა გავლენა იქონიოს ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებზე, ასევე აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ ან სწავლით დაინტერესებულ პირებზე, რომელთაც ხელი აღარ შეეშლებათ მიღებული ცოდნის რეალიზებასა და დასაქმებაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.