„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა (1)
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა (1)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
II მოსმენა (2)
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (5)
III მოსმენა (2)
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს კანონში „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ31“ ქვეპუნქტი
„ჰ31) გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის
მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა, ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე
ნარგავ(ებ)ის დარგვას, საკომპენსაციო რგვას ან/და გასაშენებელ მწვანე ნარგავ(ებ)ს,
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
2.
41-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი
„ი) გამწვანების პროექტს, ასევე მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების
დეტალურ აღწერას და მათ ხარისხობრივ შეფასებას.“;
3. 103-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ“ და „ბ.ზ“ ქვეპუნქტები
„ბ.ვ) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, განაშენიანების დეტალური გეგმის
ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებული სავარაუდო გამწვანების პროექტის
აღწერით (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის
გაცემისას).“;
„ბ.ზ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავ(ებ)ის აღწერისა და მათი
ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილია მწვანე
ნარგავები საექსპერტო დასკვნით მინიჭებული ნუმერაციის მიხედვით, მითითებულია 3მეტრიანი მანძილები მწვანე ნარგავებსა და ასაშენებელ შენობას/ნაგებობას შორის და აღნიშნულია
მოსაჭრელად/გადასარგავად მოთხოვნილი მწვანე ნარგავები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას შენობა-ნაგებობის განთავსება ხდება
მწვანე ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული
მოთხოვნების დაცვით).“;
4. 106-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები
„ლ) განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს,
რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობს,
ასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის დახასიათება - ხნოვანება,
გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე
ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს, აგრეთვე ფოტომონტაჟის სახით
ვიზუალურად გამოსახულ გამწვანების პროექტს (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლების, ასევე იმ შენობა/ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმება
მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური
კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული).“;
„მ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელიც უნდა მოიცავდეს
სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობის ათვისების
გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას.“;
5. 108-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ვ“, „თ“, „ლ“ და „მ“
ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია.“;
6. 110-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ნებართვის მფლობელმა, დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის
ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა,
რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის
ფართობის ათვისების გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ
ინფორმაციას, კერძოდ:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობს;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს;
გ)გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება,
გარშემოწერილობა, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას;
ზ) შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც უნდა იყოს ვიზუალურად გამოსახული მაკეტი
ან/და ფოტომონტაჟი.
მუხლი 2.
„საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 41-ე, 103-ე, 106-ე, 108-ე და 110-ე მუხლების საფუძველზე, 2022
წლის პირველ სექტემბრამდე დაწყებული წარმოებები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე
არსებული წესის შესაბამისად.“.
მუხლი 3.
საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე
უზრუნველყოს, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში
მიღების წესისა და პირობების შესახებ“ და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების
რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ მთავრობის დადგენილებების, ამ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 4.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, მიზნად ისახავს დასახლებათა
მდგრადი განვითარების ხელშეწყობას მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის
გაცემის პროცესში, საწყისი ეტაპიდან, სავალდებულო წესით გამწვანების კომპონენტის
გათვალისწინებით. ამდენად, კანონის პროექტით, განაშენიანების დეტალური გეგმის
შემუშავების,
დოკუმენტებში
აგრეთვე
მშენებლობის
გამწვანების
ნებართვის
პროექტის, როგორც
გაცემის
პროცესში
თანამედროვე,
წარდგენილ
გარემოსდაცვითი
სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება. აღნიშნული ხელს
შეუწყობს
ახალი
მწვანე
სივრცეების
გაჩენას,
გააუმჯობესებს
გარემოსდაცვით
მდგომარეობას, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის
ღირსეული გარემოსთვის და მოახდენს ქაოტური განაშენიანების პრევენციას.
აღსანიშნავია, რომ გამწვანების პროექტთან დაკავშირებული არსებული სამართლებრივი
სისტემა ფრაგმენტირებულია (გაბნეულია სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ
აქტში.) შედეგად, საქართველოში, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა, მშენებლობის
ნებართვის მიღების პროცესში გამწვანების პროექტის შემუშავება და დამტკიცება არსად
ხორციელდება. წარმოდგენილი ცვლილებებით, ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების
პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ხდება. გამონაკლისს
მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსი“, მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარების,
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
სამართლებრივ
მოწესრიგებას.
კოდექსი
განსაზღვრავს
საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების სისტემას, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს, შენობანაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესებს და
სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. იქიდან გამომდინარე, რომ ა.ა.ა ქვეპუნქტში მითითებული
საკითხები წარმოადგენს საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ რეგულირების სფეროს,
აღნიშნული საკითხების მოწესრიგებისთვის საჭიროა ცვლილება შევიდეს ზემოაღნიშნულ
საკანონმდებლო აქტში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი;
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიღების შედეგად შეიქმნება
სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც სავალდებულო გახდება განაშენიანების
დეტალური გეგმის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და
მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით წარსადგენ დოკუმენტებს შორის გამწვანების
პროექტის
შემუშავება
და
შეთანხმება.
კანონპროექტით
დადგენილი
ნორმების
ამოქმედებამ, გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა
უზრუნველყოს: ახალი მწვანე სივრცეების გაჩენა, სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი
გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტის შემუშავება, მწვანე ნარგავ(ებ)ის დარგვა,
საკომპენსაციო რგვები, გასაშენებელი მწვანე ნარგავ(ებ)ი, მწვანე სივრცეების დაცვა,
მოქალაქეების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ჰაერის
დაბინძურების
შემცირება.
მთლიანობაში,
გამწვანების
პროექტის
საქართველოს
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“ ასახვა ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სფეროში მოსახლეობის სათანადო
გამწვანებული
ინფრასტრუქტურით
უზრუნველყოფის
გზით,
საზოგადოების
ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების ოპტიმალური თანაფარდობისა და ქვეყნის
მდგრადი განვითარების სამართლებრივი საფუძვლების განმტკიცებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებულია
გამწვანების პროექტის, კერძოდ გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის
და პირობების, ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, რომ განისაზღვრება გამწვანების
პროექტის
არსი,
შეთანხმების
მექანიზმი
და
ამისთვის
შეიქმნება
შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლები.
კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლს ტერმინთა
განმარტებებს ემატება „ჰ31“ ქვეპუნქტი რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებით: ამ
დრომდე კოდექსის დონეზე არ არსებობდა გამწვანების პროექტის სამართლებრივი
დეფინიცია, კერძოდ რეგლამენტირებული იქნება, რომ გამწვანების პროქტი უნდა იყოს
სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი,
რომელიც შესაძლოა, ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავ(ებ)ის
დარგვას, საკომპენსაციო რგვას ან/და გასაშენებელ მწვანე ნარგავ(ებ)ს.
ასევე კანონპროექტით კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილს ემატება „ი“ ქვეპუნქტი, რაც
უზრუნველყოფს განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში, ასევე გამწვანების
პროექტის შემუშავების ვალდებულების დადგენას.
კანონპროექტით კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილს ემატება „ბ.ვ“ ქვეპუნქტი, რის
საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების
პირობებში გამწვანების პროექტის, ასევე მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების
დეტალური აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების პირობის ინტეგრირება.
კანონპროექტით 103-ე მუხლის მე-3 ნაწილს ასევე ემატება „ბ.ზ“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში მოთხოვნილი იქნება
ექსპერტის დასკვნა, რაც უნდა მოიცავდეს: მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავ(ებ)ის
აღწერას, მათ ხარისხობრივ შეფასებასა და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი
უნდა იყოს მწვანე ნარგავები საექსპერტო დასკვნით მინიჭებული ნუმერაციის მიხედვით.
განისაზღვრება
3-მეტრიანი
შენობას/ნაგებობას
მოთხოვნილი
შორის
მწვანე
ინდივიდუალური
მანძილები
და
მწვანე
აღნიშნული
ნარგავები.
აქ
საცხოვრებელი
ნარგავებსა
იქნება
გამონაკლისია
სახლების
და
ასაშენებელ
მოსაჭრელად/გადასარგავად
ის
შემთხვევა,
მშენებლობისას
როდესაც
შენობა-ნაგებობის
განთავსება ხდება მწვანე ნარგავებისაგან თავისუფალ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ნებართვის მიღების მიზნით გამწვანების პროექტის
წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ხდება. გამონაკლისი იქნება
მხოლოდ
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
საცხოვრებელი
საცხოვრებელი
სახლების
სახლები.
როგორც
ფუნქციური
ცნობილია,
დანიშნულება
და
დაკავებულობა, მათი მშენებლობის კლასის მიუხედავად, განსხვავდება სხვა ტიპის
ობიექტების ფუნქციური დანიშნულებისგან და განკუთვნილია პირადი სარგებლობის
საცხოვრებელი სივრცის შექმნისათვის.
კანონპროექტით კოდექსის 106-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „ლ“ ქვეპუნქტი,
რომლის მიხედვითაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო
განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები, კერძოდ, სანებართვო განაცხადი უნდა
მოიცავდეს მათ შორის განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ
გამწვანების პროექტს, რომელიც თავის მხრივ, ასევე აუცილებლად უნდა მოიცავდეს
გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობს, ასაშენებელი მწვანე ნარგავების
სახეობას მათ შორის დახასიათებას - ხნოვანებას, გარშემოწერილობას და სიმაღლეს, ასევე
გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, აგრეთვე გაშენებული მწვანე ნარგავების
მოვლა-პატრონობაზე
პასუხისმგებელ
პირს
და
ბოლოს
ფოტომონტაჟის
სახით
ვიზუალურად გამოსახულ გამწვანების პროექტს.
მოცემულ შემთხვევაშიც გამონაკლისი გვაქვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები,
ასევე იმ შენობა/ნაგებობების არქიტექტურული პროექტები, რომელთა შეთანხმება
მოთხოვნილია
მიწის
ნაკვეთის
იმ
ფუნქციურ
მინიმალური კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული.
ზონაში,
რომელშიც
გამწვანების
კოდექსის 106-ე მუხლს ასევე ემატება „მ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის
ნებართვის
მისაღებად წარდგენილი სანებართვო
განაცხადისთვის თანდართული
დოკუმენტები, კერძოდ, სანებართვო განაცხადს ასევე უნდა დაერთოს საინფორმაციო
დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე
გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობის ათვისების გამწვანების პროექტის
ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას.
კანონპროქტით გათვალისწინებულია ცვლილება 108-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტში, რომელიც ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ მეორე ნაწილით
დადგენილია,
რომ
არქიტექტურული
პროექტის
შესათანხმებლად
მშენებლობის
ნებართვის მაძიებელმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა
წარუდგინოს განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
დადგენილ
მოთხოვნებს.
„ბ“
ქვეპუნქტში
განხორციელებული ცვლილებით, ეს განცხადება ასევე უნდა მოიცავდეს კანონპროექტის
106-ე მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასაც.
კანონპროექტის თანახმად კოდექსის 110-ე მუხლს რომელიც შეეხება მშენებლობის
ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული
პირის მონაწილეობას ემატება მე-11 ნაწილი, რომლის თანახმად ნებართვის მფლობელმა,
დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ, ათი დღის ვადაში, არსებული
საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც
უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის
ფართობის ათვისების გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების
ამსახველ ინფორმაციას, კერძოდ: გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობს (კ-3
კოეფიციენტი), გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს, გასაშენებელი მწვანე
ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე),
გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლაპატრონობაზე
პასუხისმგებელ
პირს,
ხანგრძლივობას
და შეთანხმებულ
გაშენებული
გამწვანების
მწვანე
პროექტს,
ვიზუალურად გამოსახული მაკეტი ან/და ფოტომონტაჟი.
ნარგავების
რომელიც
მოვლის
უნდა იყოს
კანონპროექტის მეორე მუხლი ადგენს, რომ „საქართველოს კანონის „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 41-ე,
103-ე, 106-ე, 108-ე და 110-ე მუხლების საფუძველზე, 2022 წლის პირველ სექტემბრამდე
დაწყებული წარმოებები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის
შესაბამისად.
კანონპროექტის მესამე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მთავრობამ ამ
კანონის ამოქმედებიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე უნდა უზრუნველყოს,
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა
და პირობების შესახებ“ 2019 წლის 31 მაისის N255 და „ტერიტორიების გამოყენების და
განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ 2019 წლის 3 ივნისის
№261 მთავრობის დადგენილებების, ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტზე რამდენადაც იგი არ არის ინიცირებული
საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
ვინაიდან, საკანონმდებლო ცვლილება დაკავშირებულია ახალ სამშენებლო სანებართვო
პირობასთან, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და
შესაძლებლობა ცვლილებების გასაცნობად და ახალი სანებართვო პირობის მიხედვით
საქმიანობის განსახორციელებლად, კანონპროექტის პირველი და მე-2 მუხლების ძალაში
შესვლა გათვალისწინებულია 2022 წლის პირველი სექტემბრიდან. ხოლო, კანონპროექტის
მე-3 და მე-4 მუხლის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
გათვალისწინებული
არ
გამოიწვევს
ღონისძიებების
დამატებით
დაფინანსების
ხარჯებს.
წყაროა
კანონპროექტით
მუნიციპალიტეტ(ებ)ის
ბიუჯეტ(ებ)ით გათვალისწინებული ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ კანონპროექტის მიღებით გათვალისწინებული გამწვანების
პროექტის შეთანხმებისას არ არის გათვალისწინებული დამატებით რაიმე გადასახდელი.
მაგალითად: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და
შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების საფუძველზე ახორციელებს გამწვანების
პროექტის
შეთანხმებას
და
აღნიშნულ
საქმიანობას
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე არ აქვს ფინანსური გავლენა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე,
რადგან
არსებული
ადამიანური
რესურსის
პირობებში
იქნება
შესაძლებელი გამწვანების პროექტის შეთანხმება.
მაგალითად: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და
შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“
საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების საფუძველზე ახორცილებს გამწვანების
პროექტის შეთანხმებას, რასაც გავლენა არ ჰქონია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან, არსებული თანამშრომლების მიერ ხორციელდება გამწვანების პროექტის
შეთანხმება.
საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს არქიტექტურის, ურბანული და
გამწვანების პოლიტიკის გამტარი უწყებები, რომელთა თანამშრომლებს აქვთ ზოგადი უნარ(ებ)ი,
შეძლონ და წაიკითხონ ტოპოგრაფიული გეგმა, საკადასტრო ერთეულისთვის დადგენილი
კოეფიციენტები, გამოიანგარიშონ კ3-ის ფართობი, ფუნქციური ზონები და ა.შ.
შესაბამისად, სწორედ აღნიშნული სამსახურების თანამშრომლები უზრუნველყოფენ ასეთი
პროექტების შეთანხმებას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონის ამოქმედებამ შესაძლოა იქონიოს ფინანსური გავლენა იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, მათ მიერ
უნდა მომზადდეს დამატებითი საინფორმაციო დაფა და ასევე ექსპერტის დასკვნა მიწის
ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავ(ებ)ის აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ,
რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ ხაჯებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
მიერ
საერთაშორისო ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ხახუბია, ბექა დავითულიანი,
ლევან ქარუმიძე, დავით კაჭარავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ხახუბია, ბექა დავითულიანი,
ლევან ქარუმიძე, დავით კაჭარავა.