„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/106/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.05.001.018150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს;“; ბ) მე-6 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია). 7. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გარდა, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე) იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ დასახლებაში − 5 ჰა-ს. საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან 8. თუ სააგენტოს მიერ მოძიებული და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) იმავე კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.“. 2. 41 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას;“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება მუნიციპალიტეტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტებით და მე-7 მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები: მიწის ნაკვეთის იდენტურობის/ფლობის ფაქტის დადგენა; საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემა; კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურება; საგადასახადო სიაში მითითებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა.“. 3. მე-7 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ მონაცემები, მიწის ნაკვეთების ფართობი ან/და მიწის ნაკვეთების გვერდების ზომები არ შეესაბამება ამ მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაში ასახულ მონაცემებს, ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების რაოდენობა არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა დადასტურდეს ამ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში აღნიშნული მიწის ნაკვეთების იდენტურობას ადგენს სააგენტო.“. 4. მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს სააგენტო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.“. 5. 23-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 2025 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული წესით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სააგენტოს მიერ საკუთრების სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება უფლების აღიარებისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. სისტემური რეგისტრაციის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები სააგენტოს განსახილველად უგზავნიან შესაბამის გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში წარმოებაში არსებულ განცხადებებს, რომლებზედაც ამ კანონის 41 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, თუ მათზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.“. მუხლი 2. 1. მუნიციპალიტეტების წარმოებაში არსებულ განცხადებებზე, რომელთა განხილვის უფლებამოსილებაც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე9 პუნქტის თანახმად გადმოეცემა სააგენტოს, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდეს სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით. 2. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, 2022 წლის 1 იანვრამდე სპორადული წესით წარდგენილ განცხადებებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით. 3. 2022 წლის 1 იანვრამდე სპორადული წესით წარდგენილ განცხადებებზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე), ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით. 4. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, 2022 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული წესით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი - მე-4 პუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები და მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ სააგენტო) ფარგლებში დაიწყო მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა. საკანონმდებლო რეფორმის მიზანს იმ სირთულეების აღმოფხვრა წარმოადგენდა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა და მოიხსნა ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა ამ პროცესში. კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე, დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება. შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე უძრავ ნივთზე საზღაურის გადახდევინების გარეშე გაიცემა სამკვიდრო მოწმობაც. ამრიგად, მოქმედი რეგულაციები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაცია ორი მიმართულებით წარმოებს სპორადული და სისტემური წესით. სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს, ხოლო სისტემური წესით რეგისტრაცია შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება. შედეგად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურება მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და უფლებების რეგისტრაცია სააგენტოს მიერ წარმოებს. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სრულად აიზომება და დარეგისტრირდება შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთები და შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამისი შედეგით დასრულებულია 1 100 000-ზე მეტი სარეგისტრაციო წარმოება. ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ტყის ფონდის გამოკლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში დაახლოებით 2 582 000 ჰა-ზე მეტია. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სისტემური და სპორადული რეგისტრაციის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისა და არსებული პრობლემების დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 11 დეკემბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან სისტემური და სპორადული რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილი შეღავათები და მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული მთელი რიგი პროცედურები დროებით ხასიათს აღარ ატარებს და ისინი კანონის მუდმივმოქმედ ნორმებად გარდაიქმნა. ამრიგად, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა, მათ შორის: მნიშვნელოვნად გაფართოვდა დოკუმენტაციის ლეგალიზაციის საფუძვლები; საკუთრების უფლება რეგისტრირდება იმ შემთხვევაშიც, თუ უფლების დამდგენ დოკუმენტს არ აქვს ყველა სავალდებულო რეკვიზიტი; საკუთრების უფლება რეგისტრირდება თვითნებურად დაკავებულ იმ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებიც ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია 2004 წლის 4 ოქტომბრამდე (2020 წლის 1 იანვრამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ 1994 წლამდე აღრიცხული უძრავი ნივთის რეგისტრაცია); საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვები გახდა დოკუმენტების ასლების საფუძველზეც. 2020 წლის 1 იანვრიდან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ახორციელებს სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს გეოგრაფიული არეალები, სადაც რეგისტრაცია სისტემური წესით წარიმართება. ის კანონის მიღებიდან 2021 წლის დეკემბრამდე პერიოდში სისტემური რეგისტრაციის არაერთი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა, კერძოდ:  საპილოტო პროექტის ფარგლებში, გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და განსხვავებული პრობლემატიკის მიხედვით განსაზღვრულ 12 გეოგრაფიულ არეალში სისტემური წესით საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 44 000-მდე მიწის ნაკვეთზე (79 362 ჰექტრამდე); დადგინდა კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები; კონსოლიდაციის მიზნით გაერთიანდა 2 400-ზე მეტი მიწის ნაკვეთი;  2020 წლის ზაფხულში დაიწყო და 2021 წლის თებერვლის ჩათვლით დასრულდა მიწის სისტემური რეგისტრაცია ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 7 მაღალმთიან დასახლებაში. აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალებში რეგისტრირებულია 9 390-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 83 000 ჰა-ზე მეტია;  სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის იმ 28 ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა–რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სისტემური რეგისტრაციის პროცესში დარეგისტრირდება/დაზუსტდება 100 000-მდე მიწის ნაკვეთი;  2021 წლის აპრილიდან დაიწყო სისტემური რეგისტრაცია საგარეჯოს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშიც, სადაც, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, დაახლოებით 68 800 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება/დაზუსტდება. სისტემურ რეგისტრაციას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი აქვს. ის ხელს უწყობს მიწაზე საკუთრების უფლების დაცვას, მიწის ეფექტურად მართვას, სოფლის მეურნეობის სექტორისა და აგრობიზნესის განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზეც დადებითად აისახება. სისტემური რეგისტრაციის შედეგად დგინდება შესაბამის გეოგრაფიულ არეალებში მდებარე უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობა, მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობა, რაც უზრუნველყოფს მიწის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას და მასთან დაკავშირებით კერძოსამართლებრივი გარიგებების დადებას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს სახელმწიფოს მოსაკრებლების ადმინისტრირებაში, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ფინანსური უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. სწორედ ამიტომ, სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შესაბამისად, დაგეგმილია რეფორმის ფარგლების გაფართოება, რაც 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამთავრობო პროგრამაში მკაფიოდ მიეთითა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში სისტემური წესით დარეგისტრირდება 1.2 მილიონი ჰექტარი მიწა და მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება სრულყოფილი საკადასტრო მონაცემები. სისტემური რეგისტრაციის მთელი პროცესი - როგორც საველე, ისე სარეგისტრაციო სამუშაოები წარიმართება პროაქტიულად, სისტემურად და კოორდინირებულად, ერთი უწყების სააგენტოს მიერ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაწყვეტილების მიღების ვადას, ხოლო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ამზომველების მიერ სამუშაოების შესრულება უზრუნველყოფს ზუსტი/სრულყოფილი საკადასტრო მონაცემების შექმნას. ვინაიდან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს უფლება ექნება საკუთრების უფლება აღიაროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე), აღარ იქნება საჭირო რეფორმის მიმდინარეობისას მუნიციპალიტეტის აქტიური მონაწილეობა. ამდენად, მიზანშეწონილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით შეჩერდეს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტებითა და მე-7 მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის შემდეგი უფლებამოსილებები: მიწის ნაკვეთის იდენტურობის/ფლობის ფაქტის დადგენა; საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემა; კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურება; საგადასახადო სიაში მითითებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა. ამასთან, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს არსებული რეგულირება მთელი რიგი მომსახურებების უსასყიდლოდ მიწოდების თაობაზე. ამ მიზნით, ცვლილება უნდა შევიდეს კანონში, რათა 2021 წლის შემდეგაც, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესაძლებელი გახდეს რეფორმის უწყვეტად, დაბრკოლებების გარეშე გაგრძელება. ამასთან, ვინაიდან სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ წარიმართება, მიზანშეწონილია, სპორადული წესით წარდგენილ განცხადებებზე დადგინდეს განსხვავებული რეგულირება და მომსახურების გაწევა განხორციელდეს შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე, თუმცა, ამავე დროს, ძალაში უნდა დარჩეს წესი, რომლის თანახმად, სააგენტო სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში კვლავ პროაქტიულად გამოითხოვს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში თავად დაადგენს მიწის ნაკვეთების იდენტურობას და უზრუნველყოფს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის, საკადასტრო მონაცემების სრულყოფისა და შესაბამისი უფლებების მქონე კერძო პირთა სახელზე მაქსიმალური ოდენობის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზანს ემსახურება. რეგისტრაციის ფაქტი მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის გარანტიაა. ამავე დროს, ის უზრუნველყოფს მიწის ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც დადებითად აისახება. მიუხედავად მიწის რეგისტრაციის რეფორმის ეფექტიანად მიმდინარეობისა, ქვეყნის მასშტაბით მიწის პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლების გაფართოება. ამდენად, საჭიროა კანონში ცვლილებების შეტანა, რომლებიც დააზუსტებს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში რეგისტრაციის განხორციელების წესსა და პირობებს, პროცესში მონაწილე უფლებამოსილ ორგანოებს და უზრუნველყოფს რეფორმის წარმატებით განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, დაგეგმოს და გააგრძელოს მიწის სისტემური რეგისტრაციის უფასო პროექტი, რაც ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებას და დასრულებას. მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში; მიწაზე უფლებათა რეგისტრაცია საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად მართოს და მოუაროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურას, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას. ამასთან, პირველადი რეგისტრაციის დასრულებით საქართველოს მთავრობას მიეცემა შესაძლებლობა, გაატაროს უფრო მეტად თანმიმდევრული საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც მიწის რეალურ მესაკუთრეებზე იქნება ორიენტირებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:  ზუსტდება კანონის მე-4 მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტები, მე-7 მუხლის მე-14 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები. კერძოდ, სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენას, ნაცვლად სისტემური რეგისტრაციის ფარგლებისა, უზრუნველყოფს „სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში“. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაგეგმილია სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) დაწყება. სისტემური რეგისტრაცია შესაბამის გეოგრაფიულ არეალში სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება. ამდენად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურებას: საველე, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს, მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენას, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, უფლებების რეგისტრაციას სააგენტო განახორციელებს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში, ასევე, დასაშვებია სპორადული წესით განცხადებების წარდგენაც. მოქალაქეებმა შესაძლებელია სპორადული წესით მოითხოვონ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაც. ვინაიდან უკვე დადგენილი იქნება სისტემური რეგისტრაციის არეალები და პარალელურად წარიმართება სისტემური რეგისტრაცია, სპორადული წესით სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნა აღარ გაიგზავნება მუნიციპალიტეტებში არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში - მოთხოვნას განიხილავს და კომისიების ნაცვლად საკუთრების უფლებას აღიარებს სააგენტო. იგივე რეგულაცია გავრცელდება მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენაზეც. ამდენად, ცვლილების შინაარსი ემსახურება იმ მიზანს, რომ სააგენტომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა შეძლოს როგორც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ისე - სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული წესით წარდგენილ განცხადებებზე.  კანონის 41 მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლითაც ზუსტდება, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება მუნიციპალიტეტის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტებითა და მე7 მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები: მიწის ნაკვეთის იდენტურობის/ფლობის ფაქტის დადგენა; საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემა; კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურება; საგადასახადო სიაში მითითებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა.  კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და დგინდება, რომ, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) შესრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება 2025 წლის 1 იანვრამდე. ამრიგად, კანონპროექტით ზუსტდება სისტემური და სპორადული რეგისტრაციის განხორციელების პირობები და მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევები. სააგენტო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გააგრძელებს უსასყიდლოდ მომსახურების გაწევას. შესაბამისად, მოქალაქეები კვლავინდებურად ისარგებლებენ კანონით დადგენილი შეღავათებით. რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, მასთან დაკავშირებით შესაბამისი მომსახურების საფასური საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდება. აღნიშნული საფასური მოიცავს სპორადული წესით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და იდენტურობის დადგენის საფასურსაც.  კანონის 23-ე მუხლს ემატება 31 პუნქტი, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული წესით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  კანონის 23-ე მუხლს ასევე ემატება მე-9 პუნქტი, რომლის საფუძველზეც, სისტემური რეგისტრაციის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალიტეტების შესაბამისმა ორგანოებმა სააგენტოს განსახილველად უნდა გაუგზავნონ შესაბამის გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში წარმოებაში არსებული განცხადებები, რომლებზედაც კანონის 41 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, თუ მათზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. კანონპროექტი ასევე შეიცავს გარდამავალ დებულებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი კავშირშია 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამასთან, რომლის თანახმად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში სისტემურად დარეგისტრირდება 1.2 მილიონი ჰექტარი მიწა და მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება სრულყოფილი საკადასტრო მონაცემები. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი - მე-4 პუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან მნიშვნელოვანია რიგი დებულებების დროული ამოქმედება, ხოლო კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები და მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემური რეგისტრაციის დაწყება აღნიშნული თარიღიდან იგეგმება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებით გასაგრძელებლად აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან კანონის მოქმედი რედაქციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება 2022 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, საჭიროა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები, რომლებიც, სხვებს შორის, აღნიშნული ვადის სამი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის ბოლომდე სამივე მოსმენით იქნეს მიღებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სააგენტოს საკუთარი სახსრები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება) შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით შესრულდება. კანონპროექტის მიღების ეტაპზე შეუძლებელია შემოსავლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, ვინაიდან ეს მოცულობა დამოკიდებულია სამომავლოდ, 2022 წლიდან სპორადულად წარდგენილი განცხადებების რაოდენობაზე. მსგავსი მოცემულობა ქვეყანაში ამ დრომდე არ ყოფილა, კერძოდ, სისტემური და სპორადული რეგისტრაცია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) ერთდროულად არ წარმართულა. გარდა ამისა, არსებული საკანონმდებლო რეგულირება არ ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის უსასყიდლოდ, ხოლო სპორადული რეგისტრაციის − შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით წარმართვას. ამდენად, დღეისათვის შეუძლებელია სპორადული რეგისტრაციის წესით წარდგენილი განცხადებების სავარაუდო რაოდენობისა და შესაბამისად, მის ფარგლებში სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის წინასწარი პროგნოზირება, იმ პირობებში, როდესაც პარალელურად იგივე მომსახურება სისტემური რეგისტრაციის მოსახლეობისთვის პროაქტიულად და უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ფარგლებში ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას, ვინაიდან სისტემური რეგისტრაციის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება. მიწის სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსება მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეადგენს სულ 119 783 455 ლარს, მათ შორის: საქართველოს და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2020 წლის 30 მარტს გაფორმებული სასესხო შეთანხმების (LOAN NUMBER 9043-GE) ფარგლებში გამოყოფილი, მსოფლიო ბანკის კრედიტის ფარგლებში − 15 000 000 ლარი (2022 წელი); სახელმწიფო ბიუჯეტი, საბიუჯეტო ასიგნებები - 86 783 455 ლარი (2022 წელს − 25 000 000 ლარი, 2023 წელს − 30 891 727 ლარი, 2024 წელს − 30 891 728 ლარი), ხოლო სააგენტოს საკუთარი შემოსავლების დაფინანსებით − 18 000 000 ლარი (ყოველწლიურად 6 000 000 ლარი). პროექტის ფარგლებში დასაქმდება 1 047 თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი განისაზღვრება ჯამურად პროექტის განხორციელების პერიოდში, სამი წლის განმავლობაში, 71 250 960 ლარის ოდენობით, მათ შორის: 465 ამზომველი სახელფასო ფონდით 32 864 520 ლარი; 500 რეგისტრატორი - 30 743 640 ლარი; 21 ხარისხის კონტროლის თანამშრომელი - 1 234 800 ლარი და 61 ერთეული რეგიონული მიმართულებით ხელმძღვანელი/კოორდინატორი (ტექნიკური და სამართლებრივი მიმართულებით) - 6 408 000 ლარი. პროექტის ეფექტიანად და რაციონალურად წარმართვის მიზნით, აუცილებელია მატერიალური რესურსების, არაფინანსური აქტივების შეძენა, რისთვისაც გამოყოფილი იქნება ბიუჯეტი 15 096 095 ლარის ოდენობით. დაგეგმილია შემდეგი აქტივების შესყიდვა: 184 ერთეული გეოდეზიური ხელსაწყო, GPS როვერი ბაზის ფუნქციით, ღირებულებით 3 258 330 ლარი, 131 მაღალი გამავლობის ავტომანქანა - 9 825 000 ლარიპ; 181 ტაბლეტ კომპიუტერი საველე ჯგუფებისთვის - 650 514 ლარი; 220 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა - 770 000 ლარი და 7 ცალი დრონის შესყიდვა - 592 251 ლარი. აღნიშნული აქტივების შეძენა დაგეგმილია პროექტის დაწყების პირველივე წელს (2022 წ). ამასთან, პროექტის განხორციელება დაკავშირებულია ისეთ საოპერაციო ხარჯებთან, როგორიცაა სამივლინებო ხარჯები, სასტუმროს მომსახურება (20 869 200 ლარი); ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით გაწეული ხარჯები – თანამშრომელთა კოვიდ ტესტირება, ლაბორატორიული გამოკვლევა, სადეზინფექციო, ანტიბაქტერიული და სხვა საშუალებები (544 000 ლარი, პირობითი ხარჯი); ამზომველების ეკიპირება–აღჭურვა (1 116 000 ლარი); ტრენინგი/სერტიფიცირება (1 000 000 ლარი); სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი საარქივო ცნობების მომსახურების საფასური (5 100 000 ლარი); ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები – ავტომანქანების დაზღვევა, ავტოტექმომსახურება, საწვავი, კაპრემონტი – 4 057 200 ლარი; PR აქტივობები, სარეკლამო ხარჯი 500 000 ლარი; საოფისე/საველე, საკანცელარიო, საკომუნიკაციო ხარჯებისთვის 250 000 ლარი. ჯამში 3 წლის განმავლობაში საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრულია 33 436 400 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებით ყველა იმ პირს, რომელიც სარგებლობს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით (მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა სახის საჯარო მომსახურების უსასყიდლოდ და გამარტივებული წესით მიღება), კვლავ ექნება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ამ შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა 2025 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული წესით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მომსახურების გაწევა განხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდით, განისაზღვრება. რომლის ოდენობაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორის ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.