„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ
მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 318) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის
გეოგრაფიულ არეალებში სპორადული წესით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სააგენტოს მიერ
საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. 2025 წლის 1 იანვრამდე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხდება ამ მუხლით
გათვალისწინებული საფასურის გადახდის გარეშე.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, 2022 წლის 1
იანვრამდე განსაზღვროს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა
და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური
რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული წესით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების
უფლების აღიარების საფასური.
2. 2022 წლის 1 იანვრამდე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სპორადული წესით წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები, რომლებიც არ
უკავშირდება სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებს, დასრულდეს
საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე, ამავე კანონის ამოქმედებამდე დადგენილი
წესით.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებით, რომლითაც განისაზღვრება, რომ, ნაცვლად
2022 წლის 1 იანვრისა, 2025 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი
სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების
დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების
კონსტატაცია) უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლება/ამ უფლებაში ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება.
შესაბამისად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები და ყველა სახის მომსახურება
უსასყიდლოდ განხორციელდება. რაც შეეხება, სპორადულ რეგისტრაციას, მის ფარგლებში
წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების
აღიარება შესაბამისი საფასურის გადახდით განხორციელდება. აღნიშნული რეგულაცია შეეხება
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში −
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობასაც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-6 მუხლში შედის შემდეგი ცვლილებები:
მე-6 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში
სპორადული წესით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების
აღიარების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;
41 პუნქტში შესატანი ცვლილებით, 2025 წლის 1 იანვრამდე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწაზე საკუთრების
უფლების აღიარება ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის გარეშე.
კანონპროექტი ასევე შეიცავს გარდამავალ დებულებებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი კავშირშია 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამასთან, რომლის თანახმად,
მომდევნო 3 წლის განმავლობაში სისტემურად დარეგისტრირდება 1.2 მილიონი ჰექტარი მიწა და
მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება სრულყოფილი საკადასტრო მონაცემები.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან
მნიშვნელოვანია რიგი დებულებების დროული ამოქმედება, ხოლო კანონის პირველი მუხლის „ა“
ქვეპუნქტი ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან, რამდენადაც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიც ამ დროიდან
ამოქმედდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა, წინამდებარე კანონპროექტიც, როგორც მისი თანმდევი ცვლილება, განხილულ უნდა იქნეს
ამავე წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი სახსრები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდან
სპორადული
რეგისტრაციის
ფარგლებში
შესასრულებელი
სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების
დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების
კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება) შესაბამისი
მომსახურების საფასურის გადახდით შესრულდება.
კანონპროექტის მიღების ეტაპზე შეუძლებელია შემოსავლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა,
ვინაიდან ეს მოცულობა დამოკიდებულია სამომავლოდ, 2022 წლიდან სპორადულად წარდგენილი
განცხადებების რაოდენობაზე. მსგავსი მოცემულობა ქვეყანაში ამ დრომდე არ ყოფილა, კერძოდ,
სისტემური და სპორადული რეგისტრაცია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა თვითმმართველი
ქალაქებისა) ერთდროულად არ წარმართულა. გარდა ამისა, არსებული საკანონმდებლო რეგულირება
არ ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის უსასყიდლოდ, ხოლო სპორადული რეგისტრაციის −
შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით წარმართვას. ამდენად, დღეისათვის შეუძლებელია
სპორადული რეგისტრაციის წესით წარდგენილი განცხადებების სავარაუდო რაოდენობისა და
შესაბამისად, მის ფარგლებში სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის
წინასწარი პროგნოზირება, იმ პირობებში, როდესაც პარალელურად იგივე მომსახურება სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში მოსახლეობისთვის პროაქტიულად და უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმიწფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებით ყველა იმ პირს, რომელიც სარგებლობს კანონით გათვალისწინებული
შეღავათებით
(მიწის
ნაკვეთების
რეგისტრაციასთან
დაკავშირებული
ყველა
სახის
საჯარო
მომსახურების უსასყიდლოდ და გამარტივებული წესით მიღება), კვლავ ექნება სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში ამ შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა 2025 წლის 1 იანვრამდე.
ამასთან,
სპორადული
რეგისტრაციის
ფარგლებში
წარდგენილი
განცხადებების
საფუძველზე
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდება შესაბამისი
საფასურის გადახდით, რომლის ოდენობაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორის ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა
სააგენტომ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.