საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მხატვართა კავშირის (გურამ ცერცვაძე) მიერ წარმოდგენილ „შემოქმედებით მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-10914/21; 03.08.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-15673/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
კულტურის კომიტეტი 2-15673/21 08-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მხატვართა კავშირის (გურამ ცერცვაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „შემოქმედებით მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-10914/21; 03.08.2021). მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, სხდომაზე განიხილა საქართველოს მხატვართა კავშირის (გურამ ცერცვაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შემოქმედებით მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-10914/21; 03.08.2021), რომელიც წარმოდგენილია კონკრეტული წინადადების სახით. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოთხოვნით სასურველია შემოქმედებით კავშირებს აღუდგეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, დაზუსტდეს „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი და დაზუსტდეს და შეიცვალოს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუქტები. 1. გამომდინარე იქედან, რომ შემოქმედებითი კავშირები არიან საზოგადოებრივი გაერთიანებები და მათი მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დარგის განვითარება, ხელოვნების კერების შენარჩუნება, კულტურის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და საზოგადოებაში შემოქმედებითი პროფესიების პრესტიჟის ამაღლება, მათი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საჯარო საქმიანობის განხორციელებასთან. ამდენად, მათთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონელია. ასევე, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრება გაუგებარია იმასთან დაკავშირებით, შემოქმედები კავშირებისთვის თუ რატომ არის პრობლემური მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით არსებობა და ამ სტატუსის გამო რა ხელშემშლელ გარემოებებს აწყდებიან თავიანთი უფლებამოსილების განხორცილებისას. 2. რაც შეეხება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს, აქ საუბარია შემოქმედებითი კავშირების მართვაზე და მასში გაწერილია შემოქმედებითი კავშირის ყრილობასთან (საერთო კრება) დაკავშირებული საკითხები (მისი ჩატარების პერიოდულობა, კვორუმი და ა.შ). აღნიშნული მუხლი შეიცავს ექვს პუნქტს, ხოლო საკანონმდებლო წინადადების ავტორი არ უთითებს კონკრეტულად რის დაზუსტებას გულისხმობს, მოთხოვნაში ზოგადადაა ნათქვამი მუხლის დაზუსტების შესახებ. 3. საკანონმდებლო წინადადებაში აგრეთვე საუბარია „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შეცვლასთან დაკავშირებით. ვინაიდან აღნიშნული გაწერილია გარდამავალ დებულებებში, წარმოადგენს დროებით ნორმებს და დაკავშირებულია კონკრეტული ვადის დადგომასთან, დღეისათვის მათი შესრულება ვადა გასულია და შესაბამისად ამ ნორმებმა დაკარგა აქტუალობა. კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ გაჟღერებულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ მხატვართა კავშირის წინაშე არსებული გამოწვევები განხილული იქნება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ზემოთქმულის გათვალისწინებით, კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე