საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიშთან (№1-5165/21; 20.04.2021) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-15546/21
06-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიშზე
(N1-5165/21; 20.04.2021)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა, 2021 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე განიხილა და ცნობად მიიღო საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
სექტორში
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიში მომხმარებელთა
უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
წარმოდგენილ
ანგარიშთან
რეკომენდაციები:
დაკავშირებით
კომიტეტს
გააჩნია
შემდეგი
სახის
1. 2020 წლის 8 ივლისის სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილ 2019
წლის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვის დროს,
ბოლო პერიოდში თბილისსა და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ბუნებრივი გაზის გაჟონვის, ან
აფეთქების შედეგად მომხმარებლების დაშავებასთან დაკავშირებით, კომიტეტმა
მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი ყოფილიყო ენერგოომბუდსმენის ხედვები და
მოსაზრებები ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოებასა და კონკრეტული ქმედითი
ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.
მიზანშეწონილია წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია ბუნებრივი აირის მოხმარების
უსაფრთხოებასა და კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარებაში ენერგოომბუდსმენის
მხრიდან მისი მონაწილეობის შესახებ.
2. 2020 გასული წლების მსგავსად ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება
გაზგამანაწილებელი კომპანიების მხრიდან ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისათვის
დადგენილი ვადების დარღვევის ფაქტები.
მიზანშეწონილია, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენის მხრიდან
გაგრძელდეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის დასარეგულირებლად.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
3. როგორც ანგარიშშია ნახსენები, წყლის ხარისხის კონტროლი წარმოადგენს ერთ-ერთ
მნიშვნელოვან გამოწვევას. უსაფრთხო და ჯანსაღი სასმელი წყლის მიწოდება წარმოადგენს
წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების ძირითად ამოცანას და ვალდებულებას.
წინა წლის ანგარიშში აღწერილი იყო სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებული სადაო
საკითხების შესწავლის გარკვეული სირთულეები და აღნიშნული იყო, რომ სასმელი წყლის
ხარისხთან დაკავშირებული მოქალაქეთა განცხადებები ისევ რჩებოდა საკმაოდ აქტუალურ
საკითხად. ამჟამად, ანგარიშში ნახსენებია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახური
კვლავ განაგრძობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობას სურსათის
ეროვნულ სააგენტოსთან.
მიზანშეწონილია ანგარიშში წარმოდგენილი იყოს უფრო დეტალური მონაცემები
მოსახლეობის მომართვიანობის შესახებ წყლის ხარისხთან დაკავშირებით, იკლო თუ არა წინა
წლებთან შედარებით თქვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.
4. წინა წლის ანგარიშში საუბარი იყო ჰიბრიდულ ტარიფების დაწესებაზე საოჯახო ტიპის
სასტუმროების შემთხვევაში. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ვინაიდან საოჯახო ტიპის
სასტუმროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ განმარტავს, წყალმომარაგების
კომპანიების თანამშრომლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში - ითვლება თუ არა ფიზიკური პირი საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელად
და ტარიფებიც აქედან გამომდინარე დაუწესდებოდათ.
აღნიშნულ საკითხზე კომიტეტის მხრიდან გაიცა რეკომენდაცია კანონმდებლობის
გამართვაზე და დოკუმენტური (წერილობითი) ანალიზის გაკეთების აუცილებლობაზე, თუ
როგორ განვითარდებოდა აღნიშნული საქმიანობა პრაქტიკაში.
მიზანშეწონილია ანგარიშში წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ
იქნა გათვალისწინებული და პრაქტიკაში ასახული კომიტეტის მიერ გაცემული
რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხზე. იგივე მიდგომა სასურველია გავრცელდეს სხვა
რეკომენდაციებთან მიმართებაშიც.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი