საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ ურთიერთობათა და დემოკრატიის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით 2021 წლის 5-8 დეკემბერს ქ. პარიზში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-15654/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-15654/21 08-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელგაციის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი ჩიქოვანს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს მოგახსენებთ, რომ 2021 წლის 5-8 დეკემბერს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ ურთიერთობათა და დემოკრატიის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახა კუჭავას ასლი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელგაციის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი ჩიქოვანს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ბატონო კახა, გაცნობებთ, რომ მ/წ 5‐8 დეკემბერს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ ურთიერთობათა და დემოკრატიის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. პოლიტიკურ ურთიერთობათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა 6 დეკმბერს გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის საქართველოსთან კონკრეტულად დაკავშირებული დოკუმენტი არ განხილულა. მნიშვნელოვან განხილულ საკითხებს შორის აღსანიშნავია შემდეგი დოკუმენტები: 1. „ევროპაში ჯანსაღი დემოკრატიის ხელშეწყობა“; 2. „ბელარუსში ინკლუზიური ეროვნული პოლიტიკური პროცესის წარმართვის მოწოდება“; და 3. „ევროპის საბჭოს, როგორც ევროპული პოლიტიკური არქიტექტურის წარმართველი ორგანიზაციის, როლის გაზრდა“. პირველ დოკუმენტთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა მომხსენებლის ხედვა თუ რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს ყოველ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შესაფასებლად, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხის განმსაზღვრელი უნდა იყოს. მეორე დოკუმნტზე მომხსნებელმა აცნობა კომიტეტის წევრებს, რომ მომავალი წლის იანვარში გეგმავს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას ბელარუსის ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. კომიტეტის წევრების შეთავაზების საფუძველზე, მომხსენებელმა მიიღო გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ამ შეხვედრაში მიწვევის თაობაზე. მესამე დოკუმენტზე მომხსენებლებმა აქცენტი გააკეთეს იმ ძირითადად მიმართულებებზე, რაც ევროპის საბჭოს უნიკალურ როლს განაპირობებს კონტინენტზე; მსჯელობა შეეხო, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ როლის უფრო მეტად წარმიოჩენა და ევროპის საბჭოს გაძლიერება. ბერძენმა დეპუტატმა (ანასტასიოს ჩატზივასილეიო) მოხსენება გააკეთა საპარლამენტო ასამბლეასთან „ახალგაზრდა პარტნიორის“ სტატუსის შექმნასთან დაკავშირებით, რაც მიზანდ ისახავს 30 წელს ქვევით ადამიანების დემოკრატიულ პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დავაფიქსირე ჩემი მხარდაჭერა და იდეის ავტორს ვთხოვე, კვლევის ჩატარების დროს მოიძიოს თუ რა აქტივობები აქვს ამ მიმართულებით განხორციელებული ევროპის საბჭოს, მის ახალგაზრდულ ცენტრებს და რა გავლენა ჰქონდა ამ აქტივობებს ახაკგაზრდების დემოკრატიულ პროცესში ჩართულობაზე, რაზეც ბერძენმა კოლეგამ განაცხადა, რომ კვლევის ჩატარებისას აუცილებლად გაითვალისწინებს ამ რჩევას. კომიტეტზე განხილულ იქნა დამატებითი ქვეკომიტეტის, კერძოდ დემოკრატიის მომავლის ქვე‐კომიტეტის შექმნა. იდეა კომიტეტის წევრთა მხრიდან მოწონებულ იქნა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება 2022 წლის იანვრის პლენარული სხდომის პერიოდში გამართულ კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პასუხი ასამბლეის მიმართვაზე მხედველობაში მიეღო ის ხედვები, რაც ასახულია რეზოლუციაში 2369 (2021) „ასამბლეის ხედვა ევროპის საბჭოს სტრატეგიუკ პრიორიტეტებზე“. მინისტრთა კომიტეტის პასუხით გამოვლინდა, რომ 2019 წლის ჰელსინკის მინისტერიალის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომუნიკაცია და თანამშრომლობა მინისტრთა კომიტეტს, საპარლამენტო ასამბლეასა და გენერალურ მდივანს შორის, რაც აისახა ეფექტურ და კოორდინირებულ მოქმედებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. კომიტეტის სხდომისას აქტიურად ვიყავი ჩართული დისკუსიებსა და კითხვების დასმაში მომხსენებლების მისამართით. 7 დეკემბერს გაიმართა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთაგან დიდი დრო დაეთმო ალექსეი ნავალნის მოწამვლის ანგარიშის პროექტის განხილვას, რომელიც კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა (26 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი და მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი) და მეც ვიყავი ამ დოკუმენტის მხარდამჭერთა შორის. აქვე აღსანიშნავია, რომ რუმინელმა დეპუტატმა, ტიტუს კორლეტიანიმ, განაცხადა, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან და ამის მაგალითია, რომ რუსეთი არ აძლევს საშუალებას მას და მის ფრანგ კოლეგას, რომლებიც საქართველოზე მონიტორინგის ჯგუფის წევრები არიან, შევიდნენ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. მნიშვნელოვანი მოხსენება გააკეთა კვიპროსელმა დეპუტატმა ‐ კონსტანტინოს ეფსტატიოსმა, რომელმაც ორ ექსპერტთან ერთად (დიმიტრინა ლილოვსკა და იზაბელა რისინი) წარმოადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მე‐11 ანგარიში. დოკუმენტის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეებზე და აღინიშნა, რომ 2019 წლის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა აღასრულოს. ამისთვის ევროპის საბჭო შუამავლის ფუნქციას ასრულებს, შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი, რომელსაც ამ ეტაპზე ხელი მოაწერა ევროპის საბჭომ და საქართველომ და ეოდებიან რუსეთის მხრიდან ამ დოკუმენტის ხელმოწერას. დოკუმენტზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ რუსეთს აღუსრულებელი აქვს ევროპული სასამართლოს 55 გადაწყვეტილება და რომ მინისტრთა კომიტეტმა დროა მიიღოს სათანადო ზომები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ჯიუტად ეწინააღმდეგებიან რიგი გადაწყვეტილებების აღსრულებას. რუსი დეპუტატის, ირინა რუკავიშნიკოვას შუამდგომლობით, მის მიერ შემუშავებაში მყოფი მოხსენების „ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ შენგენის ვიზის ბოროტად გამოყენება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული სანქცია“ განხილვა 6 თვით გადავადდა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შუამდგომლობას ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა დაკავების ადგილებში წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რაც შემდგომი განხილვისათვის ბიუროს გადაეგზავნა. შეხვედრის მსვლელობისას კომუნიკაცია მქონდა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრთან. აგრეთვე, ვესაუბრე კომიტეტის თავმჯდომარეს (ბორის სილევიჩი) და კომიტეტის აპარატის უფროსს (გიუნტერ შვიმერი) ჩემს მიერ ინიცირებულ რეზოლუციასთან მიმართებით სამდივნოს წარმომადგენლების იდენტიფიცირების თაობაზე, დოკუმენტზე მუშაობის დასაწყებად. დამპირდნენ, რომ იანვრის საპარლამენტო სესიისთვის შეძლებენ კონკრეტული პირის გამოყოფას პროცესის დასაწყებად, რადგან რეზოლუციის თემა აქტუალურია და პრიორიტეტულ სიაშია მოხვედრილი. პატივისცემით, გივი მიქანაძე